26 მარტს, 15:00 საათზე აბიტურიენტებისა და სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი ქიმიის ინგლისურენოვანი პროგრამის Online ღია კარის დღეს გამართავს.
ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელები, ლექტორები და სტუდენტები მოსწავლეებს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან საბაკალავრო პროგრამის შესახებ.
მოსწავლეები ინფორმაციას ასევე მიიღებენ ერთიანი ეროვნული გამოცდების მოთხოვნებისა და სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნების შესახებ.
ღია კარის დღე Online რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმაზე გაიმართება.
Meeting ID: 965 2086 0172