თსუ საბავშვო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა
"ადამიანი და საზოგადოება" 28 ივნისი - 2 ივლისი (11:00-14:00)
ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით თსუ საბავშვო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა დისტანციურ, Zoom ფორმატში იმუშავებს.
მოსწავლეები მოისმენენ ლექციებს, ჩატარდება შეხვედრები და საუბრები თსუ-ის
პროფესორებთან, მოწვეულ სტუმრებთან.
განხილული იქნება დღევანდელობის აქტუალური საკითხები:
მრავალფეროვანი გარემო
ინდივიდუალური, ჯგუფური და ჯგუფთაშორისი კონფლიქტები
კონფლიქტის მართვა
მოლაპარაკების ხელოვნება
ემოციების მართვა
განათლების მნიშვნელობა
მშვიდობის მშენებლობა
თითოეულ თემაზე მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მოისმინონ კომპეტენტური მოსაზრებები, ნახონ თემატური პრეზენტაციები და ფილმები, ჩაერთონ დისკუსიაში, გამოთქვან და დაასაბუთონ საკუთარი მოსაზრება.
პროგრამა
დღე 1 (28 ივნისი)
11:00 მისალმება (თსუ საბავშვო უნივერსიტეტი)
11:20 მონაწილეთა გაცნობა
12:00 საზაფხულო სკოლის მოწვეული სტუმარი (1) ქეთი ხუციშვილი - ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" დირექტორი
12:20 საზაფხულო სკოლის მოწვეული სტუმარი (2) პროფესორი ნაირა ბეპიევი
13:00 სადისკუსიო საათი
დღე 2 (29 ივნისი)
11:00 განათლება - ნინო პოპიაშვილი (ფილოლოგიის დოქტორი)
12:00 მრავალფეროვანი გარემო - დემეტრე მოდებაძე (გეოგრაფიის დოქტორანტი)
13:00 სადისკუსიო საათი
დღე 3 (30 ივნისი)
11:00 კონფლიქტი, კონფლიქტის მართვა, მოლაპარაკების ხელოვნება - გიორგი გრიგოლაშვილი (ფილოსოფიის დოქტორანტი)
13:00 სადისკუსიო საათი
დღე 4 (1ივლისი)
11:00 - 11:30 ჯანმრთელი ცხოვრების წესი - დოქტ. მარინა ლომოური
11:30 ფსიქიკური ჯანმრთელობა, მავნე ჩვევების დაძლევა - თამარ ლაფაჩი - ფსიქოლოგი
13:00 სადისკუსიო საათი
დღე 5 (2 ივლისი)
11:00 შეჯამება (თსუ საბავშვო უნივერსიტეტი)
11:30 მონაწილეთა საათი (პრეზენტაცია)
12:30 საბოლოო შეჯამება