Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომიქსების კონკურსი - “თქვენი თანაქალაქელის კვალი ქვეყნის ისტორიაში”

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი აცხადებს კომიქსების კონკურსს თემაზე: “თქვენი თანაქალაქელის კვალი ქვეყნის ისტორიაში”

თუ ხარ 7- 14 წლამდე ასაკის და შეგიძლია ხატვა, ან ფლობ გრაფიკულ დიზაინს და თვლი რომ შენს შემოქმედებას შეუძლია გადმოსცეს მნიშვნელოვანი სათქმელი, გამოიყენე შენს გარშემო არსებული რესურსები (ისტორიული მასალები, მონათხრობი, სადმე მოსმენილი ან გაგონილი) და გაგვიზიარე გზავნილი, ყველაზე მარტივად აღსაქმელი საშუალებით (კომიქსი).

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია: 

- მონაწილემ გამოაგზავნოს ციფრულ ფორმატში შექმნილი  ან ფურცელზე დახატული ილუსტრაციები(მათი ფოტო PDF ვერსია), რომლებიც ასახავს მისი თანაქალაქელის/თანასოფლელის შესახებ, ისტორიულ ფაქტს, მოვლენას, პროცესს.

- კომიქსის გვერდების რაოდენობა უნდა შეადგენდეს 5-10 გვერდს.
- კომიქსის პირველ გვერდზე უნდა იყოს დატანილი მონაწილის სახელი და გვარი, მშობლიური ქალაქი და ასაკი.
- ილუსტრაციაზე ტექსტის არსებობის შემთხვევაში, ტექსტი უნდა იყოს ქართულ ენაზე.

 

მონაწილეებს შეუძლიათ კომიქსი წარადგინონ შემდეგ თემატიკაზე:

  • პიროვნების წვლილი ისტორიულ მოვლენაში
  • მისი როლი საგანათლებლო საქმიანობაში
  • გმირობის ისტორია

გარდა ზემოაღნიშნული თემებისა, კონკურსანტს შეუძლია დამოუკიდებლად შეარჩიოს კომიქსის თემატიკა.

 

ნამუშევრის შეფასების კრიტერიუმები:

  • კონკურსის თემასთან შესაბამისობა
  • ორიგინალურობა
  • აღქმადობა ფართო აუდიტორიისთვის
  • შინაარსის მხრივ ინფორმატიულობის ხარისხი
  • ნამუშევრის ხარისხი

 

კომიქსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

• ფორმატი – PDF (ფურცელზე დახატვის შემტხვევაში). სასურველი ციფრული ფორმატი(გრაფიკული დიზანი, PDF, Power Point)
• უნდა მოიცავდეს არაუმეტეს 10 კადრისა

 

პირველი ეტაპი: საკონკურსო განაცხადები  მიიღება 14 ივნისის ჩათვლით.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა დახატონ (ფიზიკურად ან გრაფიკულად) და გამოაგზავნონ ერთი კომიქსი თემაზე „თქვენი თანაქალაქელის კვალი ქვეყნის ისტორიაში“

მონაწილემ ნამუშევარი უნდა გადმოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე juniorplus@tsu.ge (subject ველში თან დაურთეთ სახელი, გვარი, მობილურის ნომერი)

მეორე ეტაპი: ფინალური ეტაპის მონაწილეთა გამოვლენა მოხდება 18 ივნისს
20 ივნისს კი პროექტის დასკვნითი ეტაპზე მოწვეული ფინალური ნამუშევრების წარდგენა მოხდება აუდიტორიისათვის, რის შემდგომაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება სრულიად უფასოა. თითოეული მონაწილე მიიღებს სერთიფიკატს, ხოლო გამარჯვებული სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორს გადაეცემათ პრიზები.

 

*ვადებში ცვლილების შემთხვევაში გეცნობებათ