ესეების კონკურსი ეძღვნება 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს
კონკურსის თემატიკა: საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის პოლიტიკური, სოციალური, კულტურული საკითხები.
კონკურსის პირობები:
საკონკურსო ესე უნდა ეხებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილ თემებიდან ერთ-ერთს:
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინ ქვეყანაში არსებული
პოლიტიკური და სოციალური პირობები;
საქართველოს პირველი რესპუბლიკის გეოგრაფიული საზღვრები და საზღვრების დადგენასთან დაკავშირებული საგარეო პოლიტიკური პრობლემები;
სხვადასხვა სოციალური პრობლემებისადმი (ეთნიკური მრავალფეროვნება, ქალთა საკითხი, განათლება და სხვ.) პოლიტიკური მიმართება (მაგ. ასახვა კონსტიტუციაში);
პრესა და სიტყვის თავისუფლება საქართველოს პირველ რესპუბლიკაში;
ხელოვნება და კულტურული ცხოვრება საქართველოს პირველ რესპუბლიკაში;
მწერლობა და ლიტერატურა საქართველოს პირველ რესპუბლიკაში;
ისტორიული ვითარება, რომელმაც განაპირობა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა.
ესე უნდა აკმაყოფილებდეს არგუმენტირებული ნაშრომის კრიტერიუმებს, საჭიროების შემთხვევაში, შეიცავდეს ციტირებებს და ერთვოდეს გამოყენებული ლიტერატურის სია.
ნაშრომის სავარაუდო სტრუქტურა:
სათაური;
შესავალი (საკითხის ირგვლივ არსებული მდგომარეობის ზოგადი ანალიზი);
თეზისის წარდგენა და არგუმენტირება (ავტორის შეხედულების ჩამოყალიბება და
არგუმენტებით გამყარება);
დასკვნა (მსჯელობის შეჯამება);
გამოყენებული ლიტერატურის სია (დეტალურად მიუთითეთ ციტირებული
ლიტერატურა. გთხოვთ, გამოიყენოთ კომპეტენტური წყაროები).
ნაშრომს შეაფასებს ჟიური.
კონკურსის ეტაპები:
• კონკურსი ტარდება სამ ძირითად ეტაპად:
1. განცხადებების მიღება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - 10 აპრილის ჩათვლით.
2. ნაშრომების მიღება - 30 აპრილის ჩათვლით.
3. 15 მაისს დაანონსდება ჟიურის მიერ გამოვლენილი 5 საუკეთესო ნაშრომის
პრეზენტაციის თარიღი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
განაცხადის ფორმა:
• მომხსენებლის სახელი, გვარი;
• პედაგოგის სახელი, გვარი;
• სკოლა;
• მისამართი;
• ტელეფონი(მობილური);
• ელექტრონული ფოსტის მისამართი;
• ნაშრომის სათაური;
ესეს გაფორმების წესი:
• ფურცლის ზომა A4;
• მინდორი:ზევით-ქვევით - 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ - 2,5 სმ.
• შრიფტი - უნიკოდი (Sylfaen)
• შრიფტის ზომა -12;
• სტრიქონებს შორის მანძილი -1;
• გვერდების რაოდენობა -2-4.
გადმოგზავნა ელ.ფოსტაზე junior@tsu.ge
გამარჯვებული კონკურსანტები დაჯილდოვდებიან, ხოლო კონკურსში მონაწილე ყველა
მოსწავლეს გადაეცემა სერტიფიკატი.