კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ როგორც რელევანტური პროფესიების, ასევე ზოგადი განათლების მქონე პირები, რომელთაც თავიანთი საქმიანობიდან ან პერსპექტივებიდან გამომდინარე აქვთ დაინტერესება მიიღონ ცოდნა პრაქტიკულ ნუტრიციოლოგიურ საკითხებზე და საჭიროებენ აიმაღლონ თავიანთი კომპეტენციები რაციონის სწორად დაგეგმვისა და შემუშავების სფეროში.
ტრენინგის მიზანია მსმენელებმა კურსის გავლის შემდეგ იცოდნენ:
- კვების დღიურის წარმოებისა და მისი დეტალური ანალიზის შესახებ, რაც საშუალებას მისცემს თვალყური ადევნონ, თუ რომელი ზედმეტი სურსათი იქნა მიღებული დღის განმავლობაში, რა გავლენას ახდენს მეტაბოლიზმი წონაზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასევე, გააკონტროლონ ან საკუთარი თავი, ან სხვა პირების კვების ხასიათი რათა გონივრულად დაგეგმონ მენიუ;
- შეაფასონ კვებითი ბალანსი ABCD მეთოდის (ანთროპომეტრია, ბიოქიმია, კლინიკური გამოკვლევა, დიეტური ანალიზი) გამოყენებით და განახორციელონ მიღებული შედგების ინტერპრეტაცია;
- დასახონ მიზნები SMART მეთოდოლოგიის გამოყენებით;
- შეადგინონ სრულფასოვანი რაციონი საჭირო ინსტრუმენტებისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.
კურსის მოცულობა: 21 სთ
კურსის ღირებულება: 450 ლარი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა კურსის წარმატებით დასრულების დამდასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი
საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1). ტელ.: 555 603080.
ელფოსტა: asmat.goderdzishvili@tsu.ge