კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ როგორც დიპლომირებული, ასევე ზოგადი განათლების მქონე პირები, ან მომიჯნავე პროფესიების ადამიანები, რომელთაც თავიანთი საქმიანობიდან ან სამომავლო პერსპექტივებიდან გამომდინარე აინტერესებთ აღნიშნული პროგრამის გავლა ან/და საჭიროებენ დაადასტურონ თავიანთი კომპეტენციები სურსათის უვნებლობისა და სურსათის უვნებლობის მართვის სფეროში.
კურსში ჩართვის წინაპირობა: ზოგადი განათლების საბაზო საფეხური. მინიმალური ასაკი 18 წელი.
დამატებითი აუცილებელი მოთხოვნა: დაინტერესებულ აპლიკანტს გავლილი უნდა ჰქონდეს სურსათის უვნებლობის მართვის - HACCP-ის სისტემის დანერგვის სასერტიფიკატო ან/და ტრენინგკურსი (კუსზე რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი)
კურსის მიზანია, მოამზადოს სურსათის უვნებლობის მართვის სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ შეაფასონ სურსათის უვნებლობის მიმართ არსებული მოთხოვნები, სურსათის უვნებლობაზე მოქმედი პოტენციური საფრთხეები (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური), სხვადასხვა პროფილის სურსათის საწარმოებში დანერგონ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა და განახორციელონ კონტროლი და შიდა აუდიტი დანერგილი სისტემის ეფექტური ფუნქციონირების შესაბამისობის დადგენის მიზნით.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება:
- სურსათის უვნებლობაზე მოქმედ პოტენციური საფრთხეები (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური), სურსათის უვნებლობის მართვის სისტემებთან დაკავშირებული საქართველოში და სხვა ქვეყნებში არსებული საკანონმდებლო მოთხოვნები, საერთაშორისო სტანდარტებით (ISO 22000; FSSC 22000) სერტიფიცირების საკითხები, აუდიტის განხორციელების ფორმები და მეთოდები.
შეძლებს:
- მიღებული ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკაში. მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა პროფილის სურსათის საწარმოებში დანერგილი HACCP-ის სისტემის აუდიტში, ხელი შეუწყოს სისტემის მუდმივ გაუმჯობესებას, მოამზადოს სურსათის საწარმოები საერთაშორისო სტანდარტებით სერტიფიცირებისთვის.
- შეაფასოს სხვადასხვა პროფილის საწარმოებში სურსათის უვნებლობაზე მოქმედი პოტენციური საფრთხეების (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური) აღმოცენების, გამოვლენისა და პრევენციის მიმართ სურსათის ბიზნესოპერატორის მიერ დადგენილი კონტროლის ღონისძიებების ეფექტიანობა, ამოიცნოს შეუსაბამობა და მათი გამომწვევი ფაქტორები, სურსათის ბიზნესოპერატორს მიაწოდოს შესაბამისი რჩევები და რეკომენდაციები.
- მიღებული ცოდნისა და ინფორმაციის საფუძველზე მოიძიოს შესაბამისი წყაროები, რომლებიც უზრუნველყოფენ მის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.
კურსის მოცულობა: 18 სთ
(9 საათი ჩატარდება - ონლაინ, მომდევნო 9 საათი ჩატარდება თსუ უწყვეტი განათლების ცენტრში; მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ 3-3 საათი)
კურსის ღირებულება: 400 ლარი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა კურსის წარმატებით დასრულების დამდასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი
საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1). ტელ.: 555 603080.
ელფოსტა: asmat.goderdzishvili@tsu.ge
ქეთევან დადიანი - თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, „სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტი“-ს დირექტორის მოადგილე.
გიორგი მიქაძე - მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, სამედიცინო ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტი“-ს კომპლექსური მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.