თსუ უწყვეტი განათლების ცენტრმა და მისმა ტრენერებმა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანების საფუძველზე მოიპოვეს უფლება, განახორციელონ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №68/ნ-ით დამტკიცებულ აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის სასერტიფიკატო პროგრამა.
ტრენინგებს ჩაატარებენ სერტიფიცირებული ტრენერები.
ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლის შემდეგ ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, აღმზრდელ-პედაგოგის სახელმწიფო სტანდარტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამის, ოფიციალურად აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატებს. თუ კურსის მონაწილეები აკმაყოფილებენ აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, აღნიშნული სერტიფიკატის მიღების შემდეგ შეეძლებათ, აღმზრდელ პედაგოგად მუშაობის დაწყება.
ტრენინგის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, მათ შორის პირებს, რომლებმაც ვერ გაიარეს მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული უკვე ჩატარებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგი და არ ფლობენ შესაბამის სერტიფიკატს.
აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული მოიცავს 66 საათს.
კურსის ღირებულება: 450 ლარი
ტრენინგი ჩატარდება ონლაინ googlemeet-ის პლატფორმის გამოყენებით.
საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1).
ტელ.: 2250484 (შიდა ნომერი1466)
ელფოსტა: tsulifelonglearning@tsu.ge