კურსი განკუთვნილია როგორც დიპლომირებული, ასევე ზოგადი განათლების მქონე პირების ან მომიჯნავე პროფესიების ადამიანებისათვის, რომელთაც თავიანთი საქმიანობიდან ან სამომავლო პერსპექტივებიდან გამომდინარე აინტერესებთ აღნიშნული პროგრამის გავლა ან/და საჭიროებენ დაადასტურონ თავიანთი კომპეტენციები სურსათის უვნებლობის სფეროში.
კურსის მიზანია მოამზადოს სურსათის უვნებლობის სპეციალისტები, რომლებიც შესძლებენ, შეაფასონ:
- სურსათის უვნებლობის უზრუნველმყოფი ძირითადი ფაქტორები და პრინციპები
- სურსათის უვნებლობის მიმართ არსებული მოთხოვნები
- სხვადასხვა პროფილის სურსათის საწარმოში შეიმუშაონ და მართონ ის წინასწარი პროგრამები (PRPs), რომლებიც აუცილებელია საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის სრულყოფილი დანერგვისთვის.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება:
- სურსათის უვნებლობის სფეროში მოქმედი ძირითადო საკანონმდებლო მოთხოვნები
- სურსათის უვნებლობის მართვის თანამედროვე სისტემების შესახებ.
შეძლებს:
- მიღებული ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკაში
- სხვადასხვა პროფილის სურსათის საწარმოში დანერგოს და მართოს წინასწარი პროგრამები (PRPs)
- განახორციელოს უკვე დანერგილი წინასწარი პროგრამების (PRPs) აუდიტი
- ხელი შეუწყოს სისტემის მუდმივ გაუმჯობესებას
- შეაფასოს სხვადასხვა პროფილის საწარმოში დანერგილი წინასწარი პროგრამების (PRPs) ეფექტიანობა
- ამოიცნოს შეუსაბამობა და მათი გამომწვევი ფაქტორები
- სურსათის ბიზნესოპერატორს მიაწოდოს შესაბამისი რჩევები და რეკომენდაციები.
კურსის მოცულობა: 20 საათი
კურსის ღირებულება: 400 ლარი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1).
ტელ.: 555 603080.
ელ.ფოსტა: asmat.goderdzishvili@tsu.ge
გიორგი მიქაძე - მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, „სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტი“-ს კომპლექსური მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი
ქეთევან დადიანი - თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, „სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტი“-ს დირექტორის მოადგილე.