პანდემიის განმავლობაში მიღებულმა გამოცდილებამ ბევრ სფეროში შეიტანა ცვლილებები. ამ კონტექსტში შეიცვალა ლიდერობის პარადიგმები და მიდგომებიც. შუალედური და აღმასრულებელი რგოლის მენეჯერებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ ცოდნისა და უნარების განახლება, რათა არ ჩამორჩნენ დროს და უპასუხონ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს. კურსი მათ დაეხმარება:
- აწარმოონ თვითშეფასება და ამის საფუძველზე დაგეგმონ თვითგანვითრების შემდგომი ნაბიჯები
- შეისწავლონ პროექტების მართვის თანამედროვე მექანიზმები და მენეჯერის/ლიდერის უნარები
- ისწავლონ დროის მართვის ეფექტიანი გზები
- განაახლონ ცოდნა ეფექტიანი კომუნიკაციის მეთოდების შესახებ
- კურსში მონაწილეობა მათ საშუალებას მისცემს, მეტი თავდაჯერებით წარმართონ პროფესიული საქმიანობა, კრიტიკულად გააანალიზონ საკუთარი პროფესიული პრაქტიკა და გახდნენ უფრო მეტად პროდუქტიულები.
ტრენინგი რეკომენდებულია შუალედური რგოლისა და აღმასრულებელი ხელმძღვანელებისათვის, პროექტების მენეჯერებისათვის, მენეჯერობის მსურველებისა და ხელმძღვანელ პოზიციაზე მყოფი სხვა პირებისათვის.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ:
- რას ნიშნავს ლიდერობა 21 ე საუკუნეში; თანამედროვე ლიდერის პროფესიული ჩარჩო;
- ლიდერის თვითშეფასებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
- პროექტების მართვის თანამედროვე სტანდარტები
- სხვადასხვა თაობის თანამშრომლების მახასიათებლები და მათთან განსხვავებული კომუნიკაციის გზები;
- დროისა და ცვლილებების მენეჯმენტი;
შეეძლება:
- სტეიკჰოლდერებთან სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით ეფექტიანი კომუნიკაცია
- კეთილგანწყობილი და პროდუქტიული გახადოს სამუშაო გარემო
- აწარმოოს შედეგზე ორიენტირებული უკუკავშირი და რეპორტინგი.
სწავლების ენა: ქართული
კურსის ხანგრძლივობა: 16 საათი
სწავლის ღირებულება: 490 ლარი
თსუ-ის თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის - 290 ლარი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
ცენტრი იტოვებს უფლებას, ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში შეცვალოს ან გააუქმოს კურსის დაწყების თარიღი, რის შესახებაც დამატებით ეცნობებათ კურსზე დარეგისტრირებულ მსმენელებს.
საკონტაქტო ინფორმაცია: ილია ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ორსართულიანი შენობა თსუ პირვლი კორპუსის გვერდით, მეორე სართული), ტელ.: 225 04 84 (შიდა ნომერი 1466 ან 1465), ან 577 587 802, 599 930 920
ელფოსტა: tsulifelonglearning@tsu.ge
ნინო ელბაქიძე, განათლების ექსპერტი, დოქტორის აკადემიური ხარისხის კანდიდატი, ჰაიდელბერგისა და მაგდებურგის უნივერსიტეტების მაგისტრი, კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის ლიდერობის საერთაშორისო დიპლომის მფლობელი, საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით, ზრდასრულთა განათლების ტრენერი.