კურსის მიზანია - მსმენელებს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს იდიშურენოვანი მემკვიდრეობის შესახებ - ამასთანავე, შეასწავლოს ებრაული ანბანი, რომელიც გამოიყენება ივრითისა და იდიშური დამწერლობისათვის.
კურსის მიმდინარეობისას - მსმენელები დაეუფლებიან იდიშურ ენას ელემენტარულ სასაუბრო დონეზე.
კურსზე დასწრება შეუძლიათ ჰუმანიტარულ, სოციალურ, პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს და კულტურათაშორისი დიალოგის თემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს. აგრეთვე კურსი ღია იქნება ნებისმიერი იმ მსურველისათვის, რომელსაც სურს, შეისწავლოს ებრაულ ენათა საწყისები, იდიშურენოვანი კულტურა და მისი გავლენა თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოსა და ებრაულ სამყაროზე.
კურსის მოცულობა: 60 საათი
სწავლება წარიმართება დისტანციურად.
პირველ ჯგუფში დარეგისტრირებული მსურველებისათვის კურსში მონაწილეობა უფასოა.
საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1).
ცენტრი იტოვებს უფლებას შეცვალოს ან გააუქმოს კურსის დაწყების თარიღი ობიექტურად გამოწვეული მიზეზების გამო, რის შესახებაც წინასწარ ეცნობება ყველა დარეგისტრირებულ მსმენელს.
ლაშა შაყულაშვილი
თელ ავივის უნივერსიტეტის ხაიმ როზენბერგის არქეოლოგიისა და ებრაისტიკის სკოლის და ოქსფორდის უნივერსიტეტის იშვიათ ებრაულ ენათა იდიშური პროგრამის კურსდამთავრებული.
ისრაელის ეროვნული ბიბლიოთეკის მოწვეული მკვლევარი. როტშილდების ფონდისა და ისააკ ბაშევის ზინგერის სახელობის 2021/2022 წლების სტიპენდიანტი.