Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთო სამაგისტრო და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილება აცხადებს მიღებას საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის მოსამზადებელ ზოგადი უნარების (ვერბალური და რაოდენობრივი კომპონენტები) კურსებზე.

 

1. ზოგადი უნარები


•    ვერბალურ კომპონენტი - ანალიტიკური წერა, წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა;
•    რაოდენობრივი კომპონენტი - რაოდენობრივი მსჯელობა;.


კურსის ხანგრძლივობა: სრული კურსი - 56 საათი. კვირაში ორჯერ ორი საათი (28 საათი ვერბალური ნაწილი, 28 საათი რაოდენობრივი ნაწილი);


ფასი: ზოგადი უნარების სრული კურსი - 700 ლარი

ვერბალური კომპონენტი - 350 ლარი

რაოდენობრივი კომპონენტი - 350 ლარი 
 

ფასი თსუ-ის სტუდენტების, თანამშრომლების, თანამშრომლების შვილებისა და კურსდამთავრებულებისთვის:


ზოგადი უნარების სრული კურსი - 450 ლარი

ვერბალური კომპონენტი - 225 ლარი

რაოდენობრივი კომპონენტი - 225 ლარი

 


რეგისტრაციის ვადა: 15 მარტამდე
 

სწავლის დაწყების თარიღი: 20 მარტი

 

 

2. უცხო ენა

 

ინგლისური ენა B1 და B2 დონეები (მიღება მოხდება ტესტირების საფუძველზე). თითოეული დონის ხანგრძლივობა - 60 საათი.


ფასი: თითოეული დონის ფასი შეადგენს 600 ლარს.

თსუ-ის სტუდენტების, თანამშრომლების, თანამშრომლების შვილებისა და  კურსდამთავრებულებისთვის კი 500 ლარს.


რეგისტრაციის ვადა: 10 აპრილამდე


სწავლის დაწყების თარიღი: 16 აპრილი

 

 

3. სამართლის მიმართულება:


•    კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში;
•    კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა ადმინისტრაციულ  სამართალში;
•    კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა კერძო სამართალში;
•    საჯარო სამართლის მიმართულებით - კონსტიტუციური სამართალი;

 

თითოეული კურსის ხანგრძლივობა: 30 საათი
 

თითოეული კურსის ფასი: 500 ლარი

თსუ-ის სტუდენტების, თანამშრომლების, თანამშრომლების შვილებისა და  კურსდამთავრებულებისთვის თითოეული კურსის ფასი:  400 ლარი.


რეგისტრაციის ვადა: 10 მაისამდე


სწავლის დაწყების თარიღი: 15 მაისიდან


შეღავათები: სოციალურად დაუცველი, დედ-მამით ობოლი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მყოფი და ერთი ოჯახიდან ორი ან/და მეტი მაგისტრანტობის კანდიდატის მოსამზადებლად კურსზე დარეგისტრირების    შემთხვევაში, მსმენელის   მიერ 2 ან მეტი საგნის არჩევისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მომზადების შემთხვევაში, მაგისტრანტობის კანდიდატის მომზადების წლიური საფასური  განისაზღვროს  საერთო  ღირებულების 80%-ის ოდენობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის იხილეთ ლინკი:

https://bit.ly/3W9PHJZ