Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შალვა საბაური

შალვა საბაური ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კონფლიქტების ანალიზისა და მართვის მიმართულების დოქტორანტი. 2013 წელს დაასრულა ამავე ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, 2015 წელს კი დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა. 
2019 წლის სექტემბრიდან მუშაობს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივნის პოზიციაზე. 
2017-2019 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციებზე. 
2018 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმყოფებოდა ესტონეთში, ქ. ტალინში სასწავლო ვიზიტით. 
2014-2016 წლებში იკავებდა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის პოზიციას და ამავე პერიოდში იყო სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტუდენტური თვითმმართველობების განვითარების კომისიასა და თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოში, 2014-18 წლებში - თსუ-ის უმაღლესი წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი. 2015-2016 წლებში გახლდათ საქართველოს პრეზიდენტის ახალგაზრდული ანალიტიკური სადისკუსიო ჯგუფის წევრი. 
2015 წელს მსოფლიო სტუდენტთა გაერთიანების ორგანიზებით, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ბელგიასა და ლუქსემბურგში, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრები ევროკავშირის და ნატოს ძირითად ინსტიტუტებსა და საქართველოს წარმომადგენლობებთან. ამავე წელს მონაწილეობდა ევროპელ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) სამუშაო კონფერენციაში თურქეთში.