Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დავით ალხანიშვილი

2011  წელს, თბილისის 24-ე საჯარო სკოლის  დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის საბაკალავრო პროგრამაზე.

თსუ–ში სწავლის პერიოდში დავითი აქტიურად მონაწილეობდა საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციებსა და , აგრეთვე, “შოთა რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდის” მიერ დაფინანსებულ პროექტებში პროფესორ ნოდარ ცინცაძის ხელმძღვანელობით, რომლის ფარგლებშიც გამოქვეყნდა სტატია ფერმის სითხეში გავრცელებადი ტალღების შესახებ. სწავლის პერიდში იგი ასევე ფლობდა პრეზიდენტის სტიპენდიას წარჩინებული სტუდენტებისთვის. 2015 წელს დავითმა წარჩინებით დაასრულა საბაკავრო პროგრამა.

2016 წელს დავითი ჩაირიცხა ბონის უნივერსიტეტში ასტროფიზიკის სამაგისტრო პროგრამაზე, რომლის განმავლობაშიც ფლობდა “DAAD”-ის სტიპენდიას.  იმავე უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი მან მოიპოვა 2018 წელს.

ამჟამად დავითი სწავლობს სადოქტორო პროგრამაზე ბონის უნივერსიტეტში კოსმოლოგიის მიმართულებით. კერძოდ მისი კვლევა ეხება შავი მატერიისა და გალაქტიკების ფიზიკას ფართო მასშტაბებზე.

დავით ალხანიშვილი : “ალბათ ცნობისმოყვარეობა და გამოწვევების სიყვარული იყო ის ორი მნიშნელოვანი ფაქტორი, რამაც მიბიძგა ფიზიკისაკენ. კმაყოფილი ვარ, რომ ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა თსუ-ში გავიარე.  იქ სწავლისას შევიძინე მყარი საბაზისო ცოდნა, რომელიც განსაკუთრებით დამეხმარა საზღვარგარეთ სამაგისტრო და , ამჟამად, სადოქტორო პროგრამის პერიოდში ჩატარებულ კვლევებში.”