Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ირინე გოგიჩაიშვილი

ირინე გოგიჩაიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის 2018 წლის კურსდამთავრებულია. ბიბლიოთეკაში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მიუხედავად, ირინემ პროფესიის სიღრმისეულად შესწავლა გადაწყვიტა.                                                                                                                                                                                                                             

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ მალევე დაიწყო მუშაობა თსუ ბიბლიოთეკაში. „თითქმის 28 წელია ვარ ბიბლიოთეკის თანამშრომელი. მუშობის დროს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების მიუხედავად მსურდა კიდევ უფრო ღრმად შემესწავლა ეს პროფესია და მქონოდა ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი დიპლომი,“-განაცხადა ირინე გოგიჩაიშვილმა.

 

მისივე თქმით, თსუ პროფესიული განათლების ცენტრს პროგრამის ხელმძღვანელის, თსუ ბიბლიოთეკის დირექტორის ზურაბ გაიპარაშვილის რჩევით მიმართა. „ბატონ ზურაბ გაიპარაშვილის რჩევით ჩავაბარე საგანმანათლებლო პროგრამა ,,საბიბლიოთეკო საქმეზე“  შესაბამისი გამოცდები და ვარ პროფესიული განათლების ცენტრის 2018 წლის პირველი კურსდათავრებული. მიღებულ ცოდნას ფართოდ ვიყენებ ჩემ საქმიანობაში“,-აღნიშნა ირინე გოგიჩაიშვილმა