Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის N249 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი და მე-8 მუხლის პირველი პუნქტების თანახმად, წარმოადგენს რა უნივერსიტეტის მართვის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61–ე მუხლის პირველი, მე–3 და მე–6 ნაწილების, 63–ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ადგენს:  

 

1. ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის N249 დადგენილებას პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:

 

,,11. დადგენილება ვრცელდება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში 2011 წლამდე ჩარიცხულ სტუდენტებზე”.

 

2. ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის №249 დადგენილების დანართი №1–ით დამტიცებულ ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალ რედაქცია“–ში  შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

 

,,ა) მე–5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,1. დოქტორანტმა ჩარიცხვიდან ექვსი სემესტრის განმავლობაში სწავლისა და კვლევის პროცესში უნდა დააგროვოს არანაკლებ 180 კრედიტი. დოქტორანტის ჩარიცხვიდან ექვსი სემესტრის გასვლის შემდეგ, მისი მომდევნო სემესტრში  რეგისტრაციის წინაპირობა არის სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომ¬ლობა, რომელშიც უნდა დასაბუთდეს სწავლის/კვლევის გაგრძელების მიზანშე¬წო-ნილობა. ხელმძღვანელი შუამდგომლობას წარუდგენს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს და მის ასლს უგზავნის ფაკულტეტის დეკანსა და სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს. სწავლის გაგრძელება შესაძლებელია  არაუმეტეს 4 სემესტრისა“.

 

ბ) მე–14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,14. დისერტაციის შეფასება.

1. სადისერტაციო კომისიის წევრების მიერ დისერტაციის შეფასება ხდება კონფიდენციალურად, ასქულიანი  სისტემით.
2. დისერტაციის საბოლოო შეფასებისათვის სადისერტაციო კომისიის მიერ არჩეულ ხმის დამთვლელ კომისიას  გამოყავს ქულათა საშუალო არითმეტიკული, რომელსაც შეუფარდებს ლათინურ შეფასებას შემდეგი  სქემის მიხედვით:
ა) ფრიადი (summa cum laude) – შესანიშნავი ნაშრომი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
ბ) ძალიან კარგი (magna cum laude)  –  შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება – მაქსიმალური შეფასების 81-90%;
გ) კარგი (cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება – მაქსიმალური შეფასების 71-80%;
დ) საშუალო (bene) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აკმაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 61-70%;
ე) დამაკმაყოფილებელი (rite) – შედეგი, რომელიც, ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 51-60%;
ვ) არადამაკმაყოფილებელი (insufficienter) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო ვერ აკმაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 41-50%;
ზ) სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები.

 

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა”-,,ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება დოქტორის აკადემიური ხარისხი.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება ერთი წლის განმავლობაში გადამუშავებული სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლება.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტი კარგავს იგივე სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლებას”.

 

გ) მე–18 მუხლის მე–7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,7. ინდივიდუალურ სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვიდან ექვსი სემესტრის გასვლის შემდეგ მისი მომდევნო სემესტრში რეგისტრაციის წინაპირობა არის სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომ¬ლობა, რომელშიც უნდა დასაბუთდეს კვლევის გაგრძელების მიზანშეწონილობა. ხელმძღვანელი შუამდგომლობას წარუდგენს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს და მის  ასლს უგზავნის ფაკულტეტის დეკანსა და სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს. სწავლის გაგრძელება შესაძლებელია  არაუმეტეს 4 სემესტრისა“.

 

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ" აკადემიური საბჭოს 2009 წლის 2 თებერვლის №171 და „უნივერსიტეტში დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2007 წლის 23 აპრილის N20 დადგენილებები.
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსა–ხურების ცენტრს.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 27/2011

,,სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის N250 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი და მე-8 მუხლის პირველი პუნქტების თანახმად, წარმოადგენს რა უნივერსიტეტის მართვის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე–3 და მე–6 ნაწილების, 63–ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება ,,სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის N250 დადგენილებაში და დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“

 

2.  ,,სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის N250 დადგენილების ,,დანართი №1“–ით დამტკიცებულ ,,სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის ახალ რედაქცია“–ში  შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:


ა) ,,სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის N250 დადგენილების ,,დანართი №1“–ის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:


,,სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქცია“.

 

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

 

,,სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქცია (შემდგომში – ,,ინსტრუქცია“) განსაზღვრავს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი“) შესაბამისი ფაკულტეტების მიერ სადოქტორო პროგრამების შემუშავების წესს“.

 

გ)  მე–2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,მუხლი 2. სადოქტორო პროგრამა

 

1. სადოქტორო პროგრამა არის უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის  საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ადგენს დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვების პირობებს;
2.  სადოქტორო პროგრამა შედგება სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისაგან;
3. სადოქტორო პროგრამაში ჩართულ დოქტორანტს ჰყავს სამეცნიერო ხელმძღვანელი  და აქვს კონკრეტული კვლევითი პროექტი, რომელიც შეესაბამება შემოთავაზებული სადოქტორო პროგრამის პრობლემატიკას;
4. ფაკულტეტი დოქტორანტურაში მიღებას აცხადებს კონკრეტულ სადოქტორო პროგრამაზე“.

 

დ) მე–3 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,2. თემატური სადოქტორო პროგრამა ორიენტირებულია ცალკეული სამეცნიერო პრობლემის კვლევაზე და ხორციელდება ეროვნული ან საერთაშორისო გრანტით დაფინანსებულ სამეცნიერო პროექტის ბაზაზე“.

 

ე) მე–3 მუხლის მე–3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ბ) საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა არის არანაკლებ 1 წელი“.

 

ვ) მე–3 მუხლის მე–3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.

 

ზ) მე–3 მუხლის მე–3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.

 

თ) მე– 3 მუხლის მე–3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.

 

ი) მე–3 მუხლის მე–4 და მე–5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,4. სადოქტორო პროგრამა შეიძლება განხორციელდეს პარტნიორ დაწესებულებებთან: საქართველოს სამეცნიერო–კვლევით ცენტრებთან და ინსტიტუტებთან, უც¬ხო¬ეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სამეცნიერო–კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობით“.
5.  ერთობლივი სადოქტორო პროგრამა წარმოადგენს ერთ ან მეტ პარტნიორ  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ან სამეცნიერო–კვლევით ცენტრთან (თუ ამ უკანასკნელს აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების უფლებამოსილება)  თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელებულ სადოქტორო პროგრამას, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) პროგრამის კურიკულუმი, პროგრამაზე დაშვების პირობა და პარტნიორ დაწესებულებათა სრული შემადგენლობა შეთანხმებულია ყოველ პარტნიორ დაწესებულებასთან;
ბ) სადისერტაციო ნაშრომის დაცვის შემდეგ დისერტანტს ენიჭება აკადემიური ხარისხი თითოეული მონაწილე უნივერსიტეტიდან, ან ერთობლივი ხარისხი მონაწილე მხარეების მიერ.
გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამის განხორციელებისას რეკომენდებულია:
გ.ა) დოქტორანტმა ისწავლოს და/ან განახორციელოს კვლევა  პარტნიორ დაწესებულებაში;
გ.ბ) პარტნიორ დაწესებულებაში სწავლის და/ან  განხორციელებული კვლევისა და ჩაბარებული გამოცდების აღიარება მოხდეს სრულად და ავტომატურად;
გ.გ) ხელი შეეწყოს უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს ასწავლოს და განახორციელოს კვლევა პარტნიორ დაწესებულებაში;
გ.დ) ხელი შეეწყოს პარტნიორი დაწესებულების  აკადემიურ და/ან  სამეცნიერო პერსონალს ასწავლოს და განახორციელოს კვლევა  უნივერსიტეტში;
გ.ე) პარტნიორი დაწესებულების შესაბამისი პერსონალი იყოს დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი;
დ) საერთაშორისო ერთობლივ პროგრამას წარმოადგენს ერთობლივი პროგრამა, რომლის ერთი პარტნიორი მაინც არის უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ან სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი (თუ ამ უკანასკნელს აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების უფლებამოსილება).
ე) უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ ერთობლივი სადოქტორო პროგრამის დამტკიცების აუცილებელ  პირობას წარმოადგენს  თანხმობის წერილი  ყოველი პარტნიორი დაწესებულებიდან (თანხმობის წერილი იხ. დანართი 1)“;  


კ)  მე–3 მუხლის მე–7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„7. ინდივიდუალური სადოქტორო პროგრამა წარმოადგენს პროგრამას, რომელიც არ შეიცავს სასწავლო კომპონენტს და განკუთვნილია იმ ყოფილი ასპირანტებისა და მაძიებლებისთვის, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ ე. წ. საკანდიდატო მინიმუმის საგნები 1999–2006 წლებში. ინდივიდუალურ ანუ გარდამავალი პერიოდის სადოქტორო პროგრამას ამზადებს და დოქტორანტებს სთავაზობს ესა თუ ის მსხვილი დარგი/უნივერსიტეტის მიმართულება. ამგვარ პროგრამებში კონკრეტული ასპირანტებისა და მაძიებლების გვარებისა და საკვლევი თემების დასახელება საჭირო არ არის“.

 

ლ) მე–4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,მუხლი 4. .სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი


,,1. სადოქტორო პროგრამას, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე ხელმძღვანელი. სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს უნივერსიტეტის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან ემერიტუსი. სადოქტორო პროგრამას შეიძლება უხელმძღვანელოს  შესაბამისი აკადემიური ხარისხისა და კვალიფიკაციის მქონე მოწვეულმა პირმა. ასეთ შემთხვევაში, მოწვეული პირის  გარდა, სადოქტორო პროგრამას ასევე უნდა უხელმძღვანელოს უნივერსიტეტის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სრულმა ან ასოცირებულმა პროფესორმა;
2. სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი კოორდინირებას უწევს კურიკულუმის შემუშავების პროცესს, რომელშიც მონაწილეობენ პროგრამის განხორციელებაში ჩართული პირები, შესაბამისი დარგის სპეციალისტები, დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელები; ასევე  უზრუნველყოფს კურიკულუმის შემუშავების პროცესის საჯაროობასა და გამჭვირვალობას;
3. სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი არის ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ძირითადი საკონტაქტო პირი, რომელსაც ეცნობება პროგრამის შიდა და გარე შეფასების, ტექნიკური მონიტორინგისა და აკადემიური ექსპერტიზის შედეგები და ევალება მათზე რეაგირება პროგრამის სრულყოფის მიზნით;   
4. სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელს ევალება: სტუდენტების ინფორმირება კურიკულუმის შესახებ, დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელებთან ერთად კონსულტაციის გაწევა სტუდენტების ინდივიდუალური სასწავლო და კვლევითი კომპონენტების ოპტიმალურად დაგეგმვის მიზნით, პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელებთან ერთად მონაწილეობა სადოქტორო სემინარში, პროგრამის მონაწილე დოქტორანტების სასწავლო და კვლევითი კომპონენტების განხორციელების მონიტორინგი და სხვა;  
5. ერთი და იგივე პირი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი (შეზღუდვა არ ეხება ე. წ. ინდივიდუალურ სადოქტორო პროგრამებს, რომლებიც განკუთვნილია ყოფილი ასპირანტებისა და მაძიებლებისთვის)”.

 

მ)  მე–5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,მუხლი 5. სადოქტორო პროგრამის წარმოდგენისა და დამტკიცების პროცედურა  


1. სადოქტორო პროგრამა განიხილება ფაკულტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ინსტიტუტი, დეპარტამენტი, კათედრა, მიმართულება და ა. შ.)  მიერ. გადაწყვეტილება პროგრამის შემდგომ ეტაპზე წარდგენის  შესახებ  მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით და ფორმდება ოქმის სახით; თუ სადოქტორო პროგრამის განხორციელებაში ჩართულია  უნივერსიტეტის ერთზე მეტი ფაკულტეტი, პროგრამა განიხილება მის განხორციელებაში მონაწილე ფაკულტეტების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების (ინსტიტუტი, დეპარტამენტი, კათედრა, მიმართულება და ა.შ.) მიერ. გადაწყვეტილება პროგრამის  შემდგომ ეტაპზე წარდგენის  შესახებ   მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით და ფორმდება ოქმის სახით; ამ მუხლის პირველი ნაწილით განხილული პროგრამის შეჯერებული ვარიანტი განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის/ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს/სამსახურებს;
2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამოწმებს პროგრამის შესაბამისობას სადოქტორო პროგრამის მომზადების ინსტრუქციასათან, აგრეთვე,  ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულებებთან;
3. ფაკულტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური გადაწყვეტილებას სადოქტორო პროგრამის შემდგომ  ეტაპზე დაშვების შესახებ იღებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან შეთანხმებით;
4. ფაკულტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დადებითი დასკვნის შემთხვევაში პროგრამა განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის საბჭოს;
5. ფაკულტეტის საბჭო განიხილავს პროგრამას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
6. თუ სადოქტორო პროგრამის განხორციელებაში ჩართულია ერთზე მეტი ფაკულტეტი, ადმინისტრირებას ახდენს ერთ–ერთი ფაკულტეტი პროგრამის ხელმძღვანელების, პროგრამის განხორციელებაში ჩართული აკადემიური პერსონალისა და ფაკულტეტების ადმინისტრაციის შეთანხმების საფუძველზე. გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელი ფაკულტეტი განახორციელებს ადმინისტრირებას,  მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით და ფორმდება ოქმის სახით. პროგრამის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ფაკულტეტი უნდა მიეთითოს პროგრამის აღწერილობაში“.

 

ნ)  მე–6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,1. სადოქტორო პროგრამის სახელწოდება“

 

ო) მე–6 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,2. მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი (ქართულად და ინგლისურად):  მისანიჭებელი აკადემიური ხარისხის ფორმირება ხდება ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისად – მიმართულების ან/და დარგის/ სპეციალობის მითითებით“.

 

პ) მე–6 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,3. სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი/ხელმძღვანელები“.

 

ჟ) მე–6 მუხლის მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,4. სადოქტორო პროგრამის საკვალიფიკაციო დახასიათება:   


ა) პროგრამის მიზანი:  
დაასაბუთეთ პროგრამის აქტუალურობა და მიუთითეთ სავარაუდო საკვლევი პრობლემები.    
ბ)  პროგრამის შედეგი:  
უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის სწავლის შედეგებია:
ბ.ა) ცოდნა და გაცნობიერება - დარგის/ქვედარგის ან დარგთაშორისი სფეროს უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა, რაც არსებული ცოდნის გაფართოებისა თუ ინოვაციური მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა (რეფერირებადი პუბლიკაციისათვის აუცილებელი სტანდარტის დონეზე). არსებული ცოდნის ხელახალი გააზრებისა და ნაწილობრივ გადაფასების გზით ცოდნის განახლებული ფარგლების გაცნობიერება;
ბ.ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი - ინოვაციური კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვა, განხორციელება და ზედამხედველობა; შემუშავება ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მეთოდებისა და მიდგომებისა, რომლებიც ახალი ცოდნის შექმნაზეა ორიენტირებული და აისახება საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციებში;
ბ.გ) დასკვნის უნარი - ახალი, რთული და წინააღმდეგობრივი იდეებისა და მიდგომების კრიტიკული ანალიზი, სინთეზი და შეფასება, რითაც ხდება ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება/განვითარების ხელშეწყობა; პრობლემის გადაჭრისათვის სწორი და ეფექტური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება;
ბ.დ) კომუნიკაციის უნარი - ახალი ცოდნის არსებულ ცოდნასთან ურთიერთკავშირში დასაბუთებულად და გარკვევით წარმოჩენა, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან თემატურ პოლემიკაში ჩართვა უცხოურ ენაზე;
ბ.ე) სწავლის უნარი - უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნიდან გამომდინარე ახალი იდეების ან პროცესების განვითარების მზაობა სწავლისა და საქმიანობის, მათ შორის კვლევის პროცესში;
ბ.ვ) ღირებულებები - ღირებულებათა დამკვიდრების გზების კვლევა და მათ დასამკვიდრებლად ინოვაციური მეთოდების შემუშავება.

გ)   კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროები“.

 

რ) მე–6 მუხლის მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,5. სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობები  მიუთითეთ რომელი დარგის (დარგების) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები დაიშვებიან, აგრეთვე, სხვა პირობები (არსებობის შემთხვევაში)“.

 

ს) მე–6 მუხლის მე–6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,6. სასწავლო კომპონენტი.

 
იმ შემთხვევაში, თუ სადოქტორო პროგრამა ითვალისწინებს პრაქტიკას, წარმოდგენილი უნდა იყოს პრაქტიკის პროგრამა (სილაბუსი)“.  

 

ტ) მე–6 მუხლის მე–10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,10. პარტნიორი დაწესებულებების სრული სია (ეხება მხოლოდ იმ სადოქტორო პროგრამებს, რომელთა განხორციელებაც უნდა მოხდეს პარტნიორ დაწესებულებასთან/დაწესებულებებთან თანამშრომლობით)“.

 

უ) მე–6 მუხლის მე–11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,11. ხელშეკრულება ყოველ პარტნიორ დაწესებულებასთან (ეხება მხოლოდ იმ სადოქტორო პროგრამებს, რომელთა განხორციელებაც უნდა მოხდეს პარტნიორ დაწესებულებასთან/დაწესებულებებთან თანამშრომლობით)“.

 

ფ) მე–6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–12 პუნქტი:

 

,,12. საერთაშორისო ხელშეკრულება ან თანხმობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან (ეხება მხოლოდ უცხოენოვან სადოქტორო პროგრამებს)“.

 

ქ) მე–6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–13 პუნქტი:

 

,,13. პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა“.

 

ღ) მე–8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,მუხლი 8. სადოქტორო პროგრამის წარმოდგენისა და დამტკიცების ვადები  
სადოქტორო პროგრამების წარმოდგენისა და დამტკიცების ვადებს ადგენს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინების საფუძველზე“.   

 

ყ) სადოქტორო პროგრამის შემუშავების ინსტრუქციის თანდართული ,,ფორმა 1“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სადოქტორო პროგრამების წარმოდგენის ინსტრუქციის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 2 თებერვლის N172 დადგენილება;
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

                    


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 26/2011

 ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
2018 წლის 27 დეკემბრის  №245/2018 დადგენილებით  

 

 
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი და მე-8 მუხლის პირველი პუნქტების თანახმად, წარმოადგენს რა, უნივერსიტეტის მართვის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

 

ადგენს:  

 

1. დამტკიცდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტი“ (დანართი 1) და მისგან გამომდინარე: უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის განმარტება (დანართი 2), სასწავლო და კვლევითი კომპონენტების განმარტებანი (დანართი 3), საერთაშორისო რეცენზირებისათვის სტატიის წარმოდგენისა და მისი შეფასების წესი (დანართი 4), დოქტორანტის ინდივიდუალური კვლევითი გეგმა (დანართი 5), დოქტორანტის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (დანართი 6), ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ (პროფესორის ასისტენტობა) (დანართი 7).


2. წინამდებარე დადგენილება ვრცელდება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში ამ დადგენილების ძალაში შესვლის შემდგომ ჩარიცხულ სტუდენტებზე.


3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
რექტორი,
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 25/2011

 ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
2018 წლის 27 დეკემბრის  №245/2018 დადგენილებით  


ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
№77/2012, 10.08.2012;
 №54/2013, 25.03.2013;  

№45/2014, 19.05.2014; №124/2016, 31.10.2016;

№18/2017, 20.02.2017; №77/2018, 26.02.2018

დადგენილებებით

 

 
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი და მე-8 მუხლის პირველი პუნქტების თანახმად, წარმოადგენს რა, უნივერსიტეტის მართვის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

 

ადგენს:  

 

1. დამტკიცდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტი“ (დანართი 1) და მისგან გამომდინარე: უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის განმარტება (დანართი 2), სასწავლო და კვლევითი კომპონენტების განმარტებანი (დანართი 3), საერთაშორისო რეცენზირებისათვის სტატიის წარმოდგენისა და მისი შეფასების წესი (დანართი 4), დოქტორანტის ინდივიდუალური კვლევითი გეგმა (დანართი 5), დოქტორანტის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (დანართი 6), ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ (პროფესორის ასისტენტობა) (დანართი 7).


2. ამოღებულია. (№124/2016, 31.10.2016)


3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
რექტორი,
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 25/2011

ყოფილი სსიპ -  „თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (თეუსუ) დოქტორანტურის პროგრამის თავსებადობის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9  მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის  10.03.2011  №5411/02  წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ყოფილი სსიპ -  „თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (თეუსუ) დოქტორანტებს ჩაეთვალოთ გავლილი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში შესრულებული სასწავლო კომპონენტი არა უმეტეს 35–40 კრედიტის ფარგლებში და დარჩენილი მინიმუმ 20–25 კრედიტი შეასრულონ თსუ–ის სადოქტორო პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად.


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 24/2011

ყოფილი სსიპ -  „თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (თეუსუ) დოქტორანტურის პროგრამის თავსებადობის შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
02.05.2011, №43/2011 და 29.06.2011, №58/201

დადგენილებებით

 


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9  მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,


 
აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ყოფილი სსიპ -  „თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (თეუსუ) დოქტორანტებს ჩაეთვალოთ გავლილი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში შესრულებული სასწავლო კომპონენტი არა უმეტეს 35–40 კრედიტის ფარგლებში და დარჩენილი მინიმუმ 20–25 კრედიტი შეასრულონ თსუ–ის სადოქტორო პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად (საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის 10.03.2011, №5411/02  წერილი).


11. ყოფილი სსიპ – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის (თეუსუ) დოქტორანტებს ჩაეთვალოთ თეუსუ–ში ათვისებული კრედიტები და ინდივიდუალურად განესაზღვროთ ასათვისებელი სასწავლო კომპონენტები თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მოქმედი სადოქტორო პროგრამების კურიკულუმების შესაბამისად (02.05.2011, №43/2011; საფუძველი: თსუ–ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მ/შ  29.04.2011  №10657/02  წერილი).


12. ყოფილი  სსიპ -  „თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (თეუსუ) დოქტორანტებს ჩაეთვალოთ თეუსუ–ს სადოქტორო პროგრამის ფარგლებში შესრულებული სასწავლო კომპონენტი, დარჩენილი კრედიტები კი შეასრულონ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შესაბამისი  სადოქტორო პროგრამების მოთხოვნების შესაბამისად. (29.06.2011, №58/201; საფუძველი: თსუ–ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  27.06.2011  №16473/02  წერილი).


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 24/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე  მუხლის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 25 ნოემბრის №112/01-01 ბრძანებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2011 წლის 10 მარტის დასკვნის  (წერილი №5483/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  არჩეულ იქნეს:

 

პოლიტიკური მეცნიერების მიმართულება


ა) სალომე დუნდუა


    
2. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:


    
საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება


ა) თამარ დოლბაია;

 

სოციალური მუშაობის მიმართულება


ბ) ნინო შატბერაშვილი;

 

ჟურნალისტიკის მიმართულება


გ) მარინე ლომიძე;
დ) ელზა ლომიძე;
ე) ნინო ჭალაგანიძე;
ვ) ნათია კუპრაშვილი;

 

პოლიტიკური მეცნიერების მიმართულება


ზ) ავთანდილ ტუკვაძე;
თ) ალექსანდრე წურწუმია;
ი) ვალერიან დოლიძე;
კ) თამარ ქარაია;

 

ფსიქოლოგიის მიმართულება


ლ) ირინე ჟვანია;
მ) ია აფთარაშვილი;
ნ) თინათინ ჭინჭარაული;
ო) ირინე გედევანიშვილი;
პ) ეკატერინე ფირცხალავა;
ჟ) ხათუნა მარწყვიშვილი.

 

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

4. დადგენილების თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 23/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
16.03.2015, №43/2015; 
06.04.2015, №46/2015;

06.03.2017, №28/2017; 31.05.2017, №64/2017

დადგენილებებით

 


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე  მუხლის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 25 ნოემბრის №112/01-01 ბრძანებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2011 წლის 10 მარტის დასკვნის  (წერილი №5483/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს: 

 

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  არჩეულ იქნეს:

 

პოლიტიკური მეცნიერების მიმართულება


ა) ამოღებულია (06.03.2017, №28/2017)


    
2. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:


    
საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება


ა) თამარ დოლბაია;

 

სოციალური მუშაობის მიმართულება


ბ) ამოღებულია; (31.05.2017, №64/2017)

 

ჟურნალისტიკის მიმართულება


გ) ამოღებულია; (06.04.2015, №46/2015)
დ) ელზა ლომიძე;
ე) ამოღებულია; (06.04.2015, №46/2015)
ვ) ნათია კუპრაშვილი;

 

პოლიტიკური მეცნიერების მიმართულება


ზ) ამოღებულია; (06.04.2015, №46/2015)
თ) ამოღებულია; (06.04.2015, №46/2015)
ი) ამოღებულია; (06.04.2015, №46/2015)
კ) თამარ ქარაია;

 

ფსიქოლოგიის მიმართულება


ლ) ამოღებულია (16.03.2015, №43/2015);
მ) ამოღებულია (16.03.2015, №43/2015);
ნ) თინათინ ჭინჭარაული;
ო) ამოღებულია (16.03.2015, №43/2015);
პ) ამოღებულია (16.03.2015, №43/2015);
ჟ) ამოღებულია (16.03.2015, №43/2015).

 

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

4. დადგენილების თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, 
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 23/2011

სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე ახლადშემოერთებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ყოფილი სსიპ  – „თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ და შპს – „საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის“) საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის შესახებ №13/2011 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირი –   ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9  მუხლის „ბ” ქვეპუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის 10.03.2011  №5414/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე ახლადშემოერთებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ყოფილი სსიპ - „თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ და შპს – „საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის“) საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის შესახებ აკადემიური საბჭოს 7 თებერვლის №13/2011 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

 

ა) მე–3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“  პუნქტი:


„31. ყოფილი შპს – „საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტიდან გადმოსულ III და IV კურსის სტუდენტებს არაიურიდიული და უცხო ენის მოდულის მოთხოვნები ჩაეთვალოთ შესრულებულად სესსუ-ის პროგრამის მოთხოვნების გათვალისწინებით.“;

 

ბ) მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:


„4. ყოფილი შპს _ „საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის“ (სესსუ) მაგისტრატურის სტუდენტები გადმოვიდნენ თსუ–ის სამაგისტრო პროგრამაზე.“.

 

გ) მე–4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „41“  პუნქტი:


„41. ყოფილი სსიპ - „თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (თეუსუ) და ყოფილი შპს _ „საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის“ (სესსუ) მაგისტრატურის IV სემესტრის იმ სტუდენტებმა, რომლებიც იმავე სემესტრში დაასრულებდნენ სამაგისტრო პროგრამას, დაასრულონ სასწავლო კურსი შესაბამისად თეუსუ–ისა და სესსუ–ის პროგრამების მოთხოვნების შესაბამისად, თსუ–ის პროგრამების შესაბამისობის გათვალისწინებით და მიეცეთ არა უმეტეს 40 კრედიტის არჩევის შესაძლებლობა დამამთავრებელ სემესტრში.“;

 

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 22/2011

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ 2010  წლის 25 ივნისის №65 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებულ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმებში ცვლილებებისა და დამატებების  შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
29.09.2014, №92/2014 დადგენილებით


 
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის  და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 07.03.2011 წლის №04959/02 წარდგინების  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს,

 

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების (2010–2011) მიმდინარე სემესტრის სასწავლო გეგმებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

 

1. „პოლიტიკური მეცნიერების“ სამაგისტრო პროგრამას დაემატოს შემდეგი არჩევითი სალექციო საგნები:
ა) „სტრატეგია“ (პედაგოგი ლაშა ჭანტურიძე, მანიტობის უნივერსიტეტი, კანადა);
ბ) „პოსტკოლონიანიზმი და პოსტსოვეტიზმი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“ (პედაგოგი პალ ტამაში, სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, უნგრეთის მეცნიერებათა აკადემია, ბუდაპეშტი) (დანართი 1);

 

2. „პოლიტიკური თეორიის“ სამაგისტრო პროგრამას დაემატოს არჩევითი საგანი „ძალაუფლების თანამედროვე თეორიები და მეტამორფოზები კულტურაში“, (პედაგოგი – პროფ. აკაკი ყულიჯანაშვილი) (დანართი 2);

 

3. „სოციოლოგიის“ სამაგისტრო პროგრამაში „კულტურის პოსტმოდერნულოი ტრანსფორმაციების“ ნაცვლად ჩაიწეროს სავალდებულო-არჩევითი საგანი „სოციალური ანთროპოლოგია“ (პედაგოგი ასისტ. პროფ. თეონა მატარაძე)  (დანართი 3);

 

4. „სოციალური მუშაობის“ სამაგისტრო პროგრამაში:
ა) კურსის „საერთაშორისო სოციალური კეთილდღეობა“ სახელწოდება შეიცვალოს სახელწოდებით: „საერთაშორისო სოციალური სამუშაო და სოციალური კეთილდღეობა“ (პედაგოგი - ასისტ. პროფ. ნინო შატბერაშვილი);
ბ) სოციალური მუშაობის პრაქტიკის საკრედიტო მოცულობა 20–ის  ნაცვლად გახდეს 15 კრედიტი (დანართი 4).

 

5. „ანთროპოლოგია: ინტერდისცპლინური კვლევები“ სამაგისტრო პროგრამაში დაემატოს არჩევითი საგანი „კულტურის თანამედროვე ტრანსფორმაციები“ (პედაგოგი – პროფ. აკაკი ყულიჯანაშვილი) (დანართი 5).

 

6. „განწყობის ფსიქოლოგია, კვლევა და კონსულტირება“ სამაგისტრო პროგრამაში:
ა) დაემატოს კურსი „ორგანიზაციული კონსულტირება და ქოუჩინგი“ (პედაგოგი - ასისტ. პროფ. გიორგი გოროშიძე);
ბ) კურსის „ჯგუფის კონსულტირება“ საკრედიტო მოცულობა 10 კრედიტის ნაცვლად გახდეს 5 კრედიტი (დანართი 6).

 

7. „მედია და ახალი ტექნოლოგიების“ სამაგისტო პროგრამას დაემატოს სავალდებულო–არჩევითი საგანი „პროფესიული წერა მეცნიერების, განათლების  და ტექნოლოგიების შესახებ“ (პედაგოგი ასოცირებული პროფესორი მარიამ გერსამია) (დანართი  7);

 

8. „კონფლიქტების ანალიზისა და მართვის“ სამაგისტრო პროგრამას დაემატოს „კონფლიქტების მართვის უნარ–ჩვევების განვითარება სკოლაში“ – არჩევითი კურსი მაგისტრანტებისთვის (პედაგოგი, პროფესორი გuგული მაღრაძე); (დანართი 8);

 

9. დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურს დადგენილების  უნივერსიტეტის  ვებ–გვერდზე განთავსება.

10. დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

11. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი 

სრულად

დადგენილება N: 21/2011

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის პროფესიული უმაღლესი, საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 ივნისის №64 დადგენილების №2 დანართით დამტკიცებულ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმებში დამატებების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
29.09.2014, №92/2014 დადგენილებით


 
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის  და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 07.03.2011 წლის №04959/02 წარდგინების  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების (2010–2011) მიმდინარე სემესტრის სასწავლო გეგმებში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

 

1. „ფსიქოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამას დაემატოს საფაკულტეტო არჩევითი საგანი „სოციალურ მეცნიერებათა მეთოდოლოგია და ფილოსოფია“ (პედაგოგი - ასოც. პროფ. თამარ ცხადაძე) (დანართი 1).

 

2. „ჟურნალისტიკის“ საბაკალავრო პროგრამას არჩევითი წესით დაემატოს „საბაკალავრო ნაშრომი“ (5 კრედიტი) (დანართი 2).

 

3. „ჟურნალიტიკის“ რუსულენოვან საბაკალავრო პროგრამას დაემატოს შემდეგი არჩევითი საგნები:


ა) „მედია და საზოგადოება“ (5კრედიტი);
ბ) „მედია და პოლიტიკა“ (5კრედიტი) (დანართი 3).

 

4. დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურს დადგენილების  უნივერსიტეტის  ვებ–გვერდზე განთავსება.

5. დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი 

სრულად

დადგენილება N: 20/2011

ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტისა” და  ყოფილი სსიპ – ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის“ საბაკალავრო პროგრამებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და ჰუმინატარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2011 წლის 7 მარტის №4971/02 წარდგინების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:


    
1. ყოფილი სსიპ – „თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (თეუსუ) ინგლისური ფილოლოგიის 2007–2011 და 2008–2012 სასწავლო წლების  (სწავლების მე–3 და მე–4 წლის სტუდენტებისათვის) და გერმანული ფილოლოგიის  2007–2011 სასწავლო წლების (სწავლების მე–4 წლის სტუდენტებისათვის) საბაკალავრო პროგრამები დარჩეს უცვლელი სახით.


2. ყოფილი სსიპ – „თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ინგლისური ფილოლოგიის 2007–2011 და 2008–2012 სასწავლო წლების საბაკალავრო პროგრამების სასწავლო გეგმაში და გერმანული ფილოლოგიის 2007–2011 სასწავლო წლების საბაკალავრო პროგრამის სასწავლო გეგმაში საგანი „პროფესიული პრაქტიკა“ (10 კრედიტი) შეიცვალოს 2 საგნით: „პრესის ენა“ (5 კრედიტი) და „ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა“ (5 კრედიტი) (დანართი 1).


3. ცვლილებების გათვალისწინებით დამტკიცდეს ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ინგლისური ფილოლოგიის 2009–2013 და 2010–2014 სასწავლო წლების საბაკალავრო პროგრამების სასწავლო გეგმები (სწავლების პირველი და მე–2 წლის სტუდენტებისათვის)  (იხ. დანართი 2 და დანართი 3).


4. ყოფილი სსიპ – ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის“ (სესსუ) ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო  პროგრამაზე 2009 და 2010  წელს ჩარიცხულ სტუდენტებს ჩაეთვალოთ მათ მიერ გავლილი ყველა საგანი და 2010–2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სწავლა გააგრძელონ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის 2010–2014 სასწავლო წლების საბაკალავრო პროგრამის სასწავლო გეგმით.


5. ამ დადგენილებით დამტკიცებულ სასწავლო გეგმებში ცვლილებები თსუ ჰუმინატარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ასახოს ამავე ფაკულტეტის 2009-2013 და 2010-2014 სასწავლო წლების ყველა საბაკალავრო პროგრამის სტრუქტურაში და მოდიფიცირებული სახით გამოქვეყნდეს თსუ ვებ–გვერდზე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრის მიერ.

 

6. წინამდებარე დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7. წინამდებარე დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
8 დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 19/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
2017 წლის 20 თებერვლის №19/2017 დადგენილებით



,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე  მუხლის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010  წლის 20 დეკემბრის №122/01-01 ბრძანებისა და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის (სრულ და ასოცირებულ პროფესორთა) შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2011 წლის 7 მარტის დასკვნის (წერილი №04927/02) საფუძველზე,

 


აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

 

კერძო სამართლის მიმართულებით:


ა) თამარ ზარანდია;
ბ) ეკატერინე შენგელია;
გ) სოფიო ჩაჩავა.

 

კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით:


დ) ვასილ გონაშვილი

 

სისხლის სამართლის მიმართულებით:


ე) ნონა თოდუა;
ვ) მორის შალიკაშვილი.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილების თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 18/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
2017 წლის 20 თებერვლის №19/2017 დადგენილებით


ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
29.09.2014, №93/2014 დადგენილებით



,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 20 დეკემბრის №122/01-01 ბრძანებისა და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის (სრულ და ასოცირებულ პროფესორთა) შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2011 წლის 7 მარტის დასკვნის (წერილი №04927/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

 

კერძო სამართლის მიმართულებით:


ა) თამარ ზარანდია;
ბ) ეკატერინე შენგელია;
გ) სოფიო ჩაჩავა.

 

კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით:


დ) ვასილ გონაშვილი

 

სისხლის სამართლის მიმართულებით:


ე) ამოღებულია; (29.09.2014, №93/2014)
ვ) მორის შალიკაშვილი.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილების თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 18/2011

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში“ ცვლილების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.07.2011, № 77/2011 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ 21 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„5. შიდა მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს სასწავლო სემესტრებს შორის პერიოდში, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში.“.

 

2. წინამდებარე დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

3. წინამდებარე დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 17/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №259/2009 დადგენილებით  დამტკიცებული თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2009–2013 სასწავლო წლების საბაკალავრო პროგრამების და  №64/2010 დადგენილებით დამტკიცებული 2010–2014 სასწავლო  წლების საბაკალავრო პროგრამების სასწავლო გეგმებში ცვლილებებისა და დამატებების  შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის  და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 11.02.2011 №2834/02 წარდგინების  საფუძველზე,

 

თსუ აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფაკულტეტზე უცხო ენების სწავლების გაუმჯობესების მიზნით 2009–2013 და 2010–2014 წლების საბაკალავრო პროგრამების სასწავლო გეგმებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ და სასწავლო გეგმებში საფაკულტეტო საგნების მოდული დამტკიცდეს შემდეგი სახით (იხ. დანართი).


2. ამ დადგენილებით დამტკიცებულ სასწავლო გეგმებში ცვლილებები თსუ ჰუმინატარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ასახოს ამავე ფაკულტეტის 2009-2013 და 2010-2014 სასწავლო წლების ყველა საბაკალავრო პროგრამის სტრუქტურაში და მოდიფიცირებული სახით გამოქვეყნდეს თსუ ვებ–გვერდზე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრის მიერ.


3. დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი 

სრულად

დადგენილება N: 16/2011

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის წესისა და სტუდენტთაგან  საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 29 დეკემბერის  №148/2010 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის  „ს“ ქვეპუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,ტ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილებები ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის წესისა და სტუდენტთაგან  საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 29 დეკემბერის №148/2010 დადგენილებაში და დადგენილების მე–2 პუნქტის ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„ბ) ნანა სიჭინავა – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი (კომისიის წევრი);
გ) რუსუდან სანადირაძე – სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (კომისიის წევრი);
დ) სოფიო ცინცაძე – იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (კომისიის წევრი).“.

 

2. დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის  გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 15/2011

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შემუშავებული სადოქტორო კურსის „ენათა კვლევის თეორიული საფუძვლები და გამოყენებითი ასპექტები“ სილაბუსის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის  პირველი პუნქტის ,,ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  11.02.2011  №2836/02  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს თანდართული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით (ალისა ჰარისი – აშშ მასაჩუსეტის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის დეპარტამენტის პროფესორი, დოქტორი;  იოსტ გიპერტი – გერმანიის მაინის ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი, დოქტორი) შემუშავებული სადოქტორო კურსის „ენათა კვლევის თეორიული საფუძვლები და გამოყენებითი ასპექტები“ სილაბუსი (დანართი 1).

 

2. დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის  გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

3. დადგენილება  ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 14/2011

სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე ახლადშემოერთებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ყოფილი სსიპ-  "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის"   და შპს  – "საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის") საგანმანათლებლო პროგრამების  თავსებადობის საკითხი

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის "ბ" და "ს" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "სსიპ -  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-9 მუხლის "ბ" ქვეპუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის 03.02.2011, №2008/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:


 
1. დამტკიცდეს სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე ახლადშემოერთებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ყოფილი სსიპ - "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის"  და შპს _ "საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის") საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის საკითხი.


2. ყოფილი სსიპ - "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის":


ა) IV კურსის სტუდენტებმა დაასრულონ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა თეუსუ-ის პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, თსუ-ს პროგრამის შესაბამისობის გათვალისწინებით და მიეცეთ არა უმეტეს 40 კრედიტის არჩევის შესაძლებლობა დამამთავრებელ სემესტრში;


ბ)  III კურსის სტუდენტებმა დაასრულონ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა თსუ-ს პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, თეუსუ-ის პროგრამის შესაბამისობის გათვალისწინებით და მიეცეთ შესაძლებლობა აირჩიონ სემესტრში არა უმეტეს 35 კრედიტისა;


გ) III-IV კურსის სტუდენტებს არაიურიდიული და უცხო ენის მოდულის მოთხოვნები ჩაეთვალოთ შესრულებულად თეუსუ-ის პროგრამის მოთხოვნების გათვალისწინებით;


დ)  III კურსის სტუდენტებს სავალდებულოდ ჩასაბარებელ საგნებად განესაზღვროთ:


1)    ქართული სამართლის ისტორია;
2)    ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები;
3)    კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები;
4)    შესავალი სამართალმცოდნეობაში.


ე) I და II კურსის სტუდენტებმა დაასრულონ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა თსუ-ს პროგრამების მოთხოვნების გათვალისწინებით და მიეცეთ შესაძლებლობა აირჩიონ წელიწადში არა უმეტეს 65 კრედიტისა;

 

3. ყოფილი შპს _ "საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი"-დან გადმოსულმა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა საგნების თანხვედრის გამო მთლიანად დაასრულონ თსუ-ის პროგრამის მოთხოვნები; IV კურსის სტუდენტებს მიეცეთ არა უმეტეს 40 კრედიტის არჩევის შესაძლებლობა დამამთავრებელ სემესტრში; I, II და III კურსის სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა აირჩიონ წელიწადში არა უმეტეს 65 კრედიტისა;

 

4. ყოფილი სსიპ - "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის"  და შპს _ "საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის" მაგისტრატურის სტუდენტები გადმოვიდნენ თსუ-ის სამართალმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე.

 

5. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 13/2011

სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე ახლადშემოერთებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ყოფილი სსიპ-  "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის" და შპს  – "საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის") საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
10.03.2011, №22/2011 დადგენილებით
 


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის "ბ" და "ს" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "სსიპ -  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-9 მუხლის "ბ" ქვეპუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის 03.02.2011, №2008/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე ახლადშემოერთებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ყოფილი სსიპ - "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის" და შპს _ "საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის") საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის საკითხი.


 
2. ყოფილი სსიპ - "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის":


ა) IV კურსის სტუდენტებმა დაასრულონ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა თეუსუ-ის პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, თსუ-ს პროგრამის შესაბამისობის გათვალისწინებით და მიეცეთ არა უმეტეს 40 კრედიტის არჩევის შესაძლებლობა დამამთავრებელ სემესტრში;

 

ბ)  III კურსის სტუდენტებმა დაასრულონ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა თსუ-ს პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, თეუსუ-ის პროგრამის შესაბამისობის გათვალისწინებით და მიეცეთ შესაძლებლობა აირჩიონ სემესტრში არა უმეტეს 35 კრედიტისა;


გ) III-IV კურსის სტუდენტებს არაიურიდიული და უცხო ენის მოდულის მოთხოვნები ჩაეთვალოთ შესრულებულად თეუსუ-ის პროგრამის მოთხოვნების გათვალისწინებით;


დ)  III კურსის სტუდენტებს სავალდებულოდ ჩასაბარებელ საგნებად განესაზღვროთ:


1)    ქართული სამართლის ისტორია;
2)    ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები;
3)    კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები;
4)    შესავალი სამართალმცოდნეობაში.


ე) I და II კურსის სტუდენტებმა დაასრულონ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა თსუ-ს პროგრამების მოთხოვნების გათვალისწინებით და მიეცეთ შესაძლებლობა აირჩიონ წელიწადში არა უმეტეს 65 კრედიტისა.


 
3. ყოფილი შპს _ " საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი "- დან გადმოსულმა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა საგნების თანხვედრის გამო მთლიანად დაასრულონ თსუ - ის პროგრამის მოთხოვნები ; IV კურსის სტუდენტებს მიეცეთ არა უმეტეს 40 კრედიტის არჩევის შესაძლებლობა დამამთავრებელ სემესტრში ; I, II და III კურსის სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა აირჩიონ წელიწადში არა უმეტეს 65 კრედიტისა .


 
31. ყოფილი შპს – „საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტიდან გადმოსულ III და IV კურსის სტუდენტებს არაიურიდიული და უცხო ენის მოდულის მოთხოვნები ჩაეთვალოთ შესრულებულად სესსუ - ის პროგრამის მოთხოვნების გათვალისწინებით. (10.03.2011, №22/2011)


 
4. ყოფილი შპს _ „საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის“ (სესსუ) მაგისტრატურის სტუდენტები გადმოვიდნენ თსუ – ის სამაგისტრო პროგრამაზე . (10.03.2011, № 22/2011)


 
41. ყოფილი სსიპ - „თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (თეუსუ) და ყოფილი შპს _ „საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის“ (სესსუ) მაგისტრატურის IV სემესტრის იმ სტუდენტებმა, რომლებიც იმავე სემესტრში დაასრულებდნენ სამაგისტრო პროგრამას, დაასრულონ სასწავლო კურსი შესაბამისად თეუსუ – ისა და სესსუ – ის პროგრამების მოთხოვნების შესაბამისად, თსუ – ის პროგრამების შესაბამისობის გათვალისწინებით და მიეცეთ არა უმეტეს 40 კრედიტის არჩევის შესაძლებლობა დამამთავრებელ სემესტრში. (10.03.2011, № 22/2011)


 
5. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
 
6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


 
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 13/2011