Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების, მეცნიერი თანამშრომლის - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N 1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის და ინსტიტუტის დირექტორის ნანა ბოლაშვილის 2024 წლის 27 ნოემბრის N 32073/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ოქმი N 7 27.11.2024) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) თამაზ ყარალაშვილი – ჰიდროლოგია - კლიმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი - თანამშრომელი.

ბ) გიორგი ლომინაძე – გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი - თანამშრომელი.

გ) მარიამ ციცაგი – ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ თამაზ ყარალაშვილი, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი ლომინაძე, მდივნად მარიამ ციცაგი.

3. დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2025 წლის 10 იანვრისა.

5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი).

6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ - გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 332/01-01

ახალი სასწავლო წელი, ახალი პროგრამები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან წიქარიძემ და პროგრამის ხელმძღვანელებმა მიულოცეს. ღონისძიება თბილისსა და ქუთაისში გაიმართა.

 

16 პროფესიულ პროგრამაზე თბილისსა და ქუთაისში 400-მდე სტუდენტი ისწავლის. 2024 წელს თსუ პროფესიული განათლების ცენტრმა ახალი პროფესიული პროგრამები შესთავაზა პროფესიის შესწავლის მსურველებს, თბილისში 2 და ქუთაისში 4 ახალი პროგრამა. ამჯერად თბილისსა და ქუთაისში ცენტრმა სტუდენტები მიიღო პროგრამებზე: ბუღალტრული აღრიცხვა, სკოლამდელი აღზრდა, საბაჟო საქმე, საფინანსო სერვისები, საბიბლიოთეკო საქმე, საექთნო განათლება, Front end  დეველოპმენტი, ტვირთების ექსპედირება, საწყობის ოპერირება.  

 

2024 წლის მიღებაზე 2000-ზე მეტი აპლიკანტი იყო რეგისტრირებული. 400-მდე სტუდენტს შორის არიან სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანები, რომელთაც ახალი პროფესიის დაუფლება სურთ. 

 

თსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან  ხორციელდება. თსუ-ში მოქმედი ყველა პროფესიული პროგრამა  სახელმწიფოს მიერ 100 %-ით ფინანსდება.

სრულად

ბრძანების N:

წიგნის პრეზენტაზია

მიმდინარე წლის 28 ნოემბერს 19:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) II კორპუსის (ჭავჭავაძის გამზ. №3) №119 საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სამართლის დოქტორის, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის - ნათია ჩიტაშვილის წიგნის „მედიაციის ეთიკის საფუძვლები“ პრეზენტაცია.

 

წიგნი წარმოადგენს მედიაციის ეთიკის სფეროში პირველ მონოგრაფიულ კვლევას საქართველოში და განკუთვნილია აკადემიური  და პროფესიული საზოგადოების ფართო წრისათვის. 

სრულად

ბრძანების N:

დოქტორანტ რუსუდან დევაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2024 წლის 6 დეკემბერს, 18:00 გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის  დოქტორანტურის  საგანმანათლებლო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“ დოქტორანტ რუსუდან დევაძის  სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.

სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „საკვერცხის ეპითელური სიმსივნეების იმუნური მიკროგარემოს ფენოტიპური თავისებურებანი და მისი როლი სიმსივნის პროგრესიაში“    

სამეცნიერო  ხელმძღვანელები: ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, მედიცინის დოქტორი მაია მჭედლიშვილი, თსსუ პროფესორი გიორგი ბურკაძე

სხდომა გაიმართება მორფოლოგიის ინსტიტუტში, აუდიტორია N201

სრულად

ბრძანების N:

ცვლილება "გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების" პროგრამაში

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსებას.

„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ 2024 წლის 16-18 სექტემბრის№28 სხდომაზე, მიიღო გადაწყვეტილება 2024-2025 სასწავლო წელს სტუდენტთა დაფინანსების გაგრძელების თაობაზე.

შესაბამისად, 2024 წლის 1 ნოემბერს მიღებული იქნა საქართველოს მთავრობის №1562 განკარგულება, ხოლო მინისტრის 2024 წლის 13 ნოემბრის №1462643 ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების" პროგრამა. „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების" პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა სწავლის დაფინანსებისთვის განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულ პორტალზე http://socreg.mes.gov.ge 2024 წლის 14 ნოემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით. დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და ელექტრონულად განცხადებების წარდგენის შესახებ, განთავსებულია სამინისტროს ვებგვერდზე www.mes.gov.ge, ბანერში - „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება".

დეატლური ინფორმაციისთვის იხილეთ

სრულად

ბრძანების N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის „სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა“ სტუდენტებისთვის 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე „პოლიტიკის ანალიზი და მართვა“ რიგგარეშე შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადებისა და ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის, და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 14 ნოემბრის N30905/30 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს 14 ვაკანტური ადგილი რიგგარეშე შიდა მობილობისათვის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე „პოლიტიკის ანალიზი და მართვა“.

2. რიგგარეშე შიდა მობილობის წესით გადასვლის მსურველთა დოკუმენტაციის მიღება - 22 ნოემბერი;

3. კრედიტების აღიარება - 25 ნოემბერი;

4. ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - - 26 ნოემბერი;

5.სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის რიგგარეშე მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - - 27 ნოემბერი;

6. რიგგარეშე შიდა მობილობის პროცესი განხორციელდეს მატერიალურად;

7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

8. ბრძანების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;

9. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

10. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

ჯაბა სამუშია რექტორი

 

სრულად

ბრძანების N: 321/01-01

დოქტორანტ თამარი ბარბაქაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2024 წლის 5 დეკემბერს, 16:00 გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის  დოქტორანტურის  საგანმანათლებლო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“ დოქტორანტ თამარი ბაქრბაქაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.

სადისერტაციო ნაშრომის სათაური:  „მაღალი ასაკის უნაყოფო ქალებში ენდომეტრიუმის  რეცეფციულობის დადგენის მნიშვნელობა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ეფექტურობის გაუმჯობესებაში“

სამეცნიერო  ხელმძღვანელი: პროფესორი ჯენარო ქრისტესაშვილი

სხდომა გაიმართება მორფოლოგიის ინსტიტუტში, აუდიტორია N201

სრულად

ბრძანების N:

თსუ-ში ოთხი უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულთა დიპლომები გაიცა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ „განათლების მეცნიერებები“-ის მიმართულებით ოთხი უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულთა დიპლომებს საზეიმო ვითარებაში მოაწერა ხელი.

 

თსუ რექტორთან ერთად კურსდამთავრებულთა დიპლომებს ხელი მოაწერეს  სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებმა.

 

,,ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის. ჩვენ ვეცდებით მომავალშიც ხელი შევუწყოთ გამოცდილების  გაზიარებასა და სიახლეების ერთობლივად დანერგვას. საინტერესო იქნება, მსგავსი პროგრამები სხვა მიმართულებებზეც შევიმუშაოთ.“-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020 წლიდან მოქმედებს ოთხი უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა “განათლების მეცნიერებები“. პროგრამის შექმნა ეფუძნება განათლების სფეროში არსებული ვითარების გაუმჯობესების საერთო ხედვას და მიზნად ისახავს მოამზადოს მკვლევარი, რომელიც შეძლებს თანამედროვე ქართული საგანმანათლებლო სივრცის საჭიროებებისა და გამოწვევების გადაწყვეტას საფუძვლად დაუდოს მეცნიერული კვლევები. ასევე, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცის გამოცდილებისა და განვითარების გაზიარების კვალდაკვალ, შეძლოს ახალი ცოდნის შექმნა და  წვლილის შეტანა როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცის განვითარების პროცესში.

 

ამჟამად სადოქტორო პროგრამაზე ირიცხება 60 დოქტორანტი. ერთობლივ სადოქტორო პროგრამას  14 კურსდამთავრებული ჰყავს.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1);

2. წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ იქნეს მომდევნო ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისას სწავლის საფასურად;

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;

6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

ჯაბა სამუშია რექტორი 

სრულად

ბრძანების N: 1180/01-04

12 საათში შექმნილი "ლეგენდა"

უკვე 16 წელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სტუდენტურ-ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით, ყველა უმაღლესი სასწავლებლის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს სთავაზობს. როგორც  კონკურსის ორგანიზატორები განმარტავენ, იგი იმ სტუდენტებისთვისაა, ვისაც ლიტერატურა უყვარს, საკუთარი თავის  მწერლის  სტატუსით გამოცდა სურს, ან  საამისოდ უნარების დახვეწა უნდა.

 

 კონკურსი ორ ეტაპად ტარდება.  მეორე, იმპროვიზაციულ ტურში მონაწილეობას პირველი ტურის შედეგად გამოვლენილი 10 ფინალისტი იღებს და ლიტერატურული ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე, 12 საათის განმავლობაში, ახალ, პროზაულ ნაშრომებს ქმნის. ყოველ წელს სპეციალურად შერჩეულ ახალ გარემოში და ახალ თემაზე.  2024 წლის ლეგენდის მონაწილეებისთვის ჟიურიმ  ორი თემა შეარჩია: 1. "გთხოვთ, გაიაროთ ვერიფიკაცია", 2. "არავის უნდა დაიჯეროს, რომ ბაღი კვდება." ამ ორიდან თითოეულ მონაწილეს  მისთვის სასურველი უნდა აერჩია. ცნობისათვის,  წელს შატო მუხრანში (სადაც კოკურსანტებს სამი დღის გატარების საშაულება ჰქონდათ) შექმნილი ნაწარმოებებიც, ტრადიციისამებრ  ყოველწლიური კრებულის სახით დაიბეჭდება.

 

ფართო საზოგადოებისთვის „შემოდგომის ლეგენდის“ სახელით  ცნობილი კონკურსი,  წელს უკვე „ლეგენდის“  სახელს ატარებს.  წლევანდელი „ლეგენდის“ პირველ ტურზე 236 ნაშრომი იყო შემოსული, რომელიც დაშიფრული სახით გადაეცათ შიდა ჟიურის წევრებს. ლეგენდის შიდა შესარჩევი ჟიურის შემადგენლობაში უკვე წლებია მწერლები: სალომე ბენიძე, სალომე მხეიძე და ბექა ადამაშვილი არიან.

 

 „ლეგენდა 2024-ის“ ჟიური 5 წევრისგან შედგება, მათ შორის არიან: სამი მუდმივი წევრი, მწერლები: დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი და მაკა ლდოკონენი, ახალი წევრი, ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე და „ლეგენდის“ შარშანდელი გამარჯვებული თორნიკე ლელაშვილი.

 

 „ძალიან  დადებითი შთაბეჭდილება მაქვს, რადგან მართლაც მშვენიერი ბავშვები არიან.  მიხარია, რომ   მონაწილეების ასეთი მრავალფეროვნებაა, რადგან ოთხი სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები (თსუ, ილიაუნი, აკწუ და ჯიპა) მონაწილეობენ. ნიჭიერები რომ არიან,  იქიდანაც ჩანს, რომ  200-ზე მეტი კაციდან საუკეთესო ათეულში მოხვდნენ. თუმცა, ამავე დროს ალბათ ბევრი აქვთ სასწავლი. შეთავაზებული თემები იმდენად საინტერესოა, რომ თავადაც დავწერდი. ამავე დროს, მაინტერესებს როგორ შეიძლება დაწერო ასეთ სიტუაციაში, როდესაც გარშემო ასეთი მწერისთვის თითქოს ხმაურია. მონაწილეებს რომ ვკითხე,  ხელი არ გვეშლებაო, მიპასუხეს. ალბათ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კონკურსი უკვე მე-16 წელია ტარდება და ორგანიზატორებს ეს საკითხი არ გამორჩებოდათ.  ჟიურიში ხომ თავად არიან კონკურსანტები, რომლებმაც ეს ყველაფერი უკვე გამოიარეს.  გარდა ამისა,  ძალზე მიხარია, რომ ჟიურის შემადგენლობაში თსუ-დან  გიორგი ლობჟანიძეა, რომელიც არა მხოლოდ როგორც პიროვნება იმსახურებს უმაღლეს შეფასებას, არამედ როგორც  თავის საქმის პროფესიონალიც, რედაქტორი“, - ასე შეაფასა კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა ერეკლე ასტახიშვილმა.

 

„ჟიურის წევრის სტატუსით მონაწილეობის პატივი წელს პირველად მერგო,  მაგრამ ფაქტობრივად დაარსების შესახებ ვიცი ამ კონკურსის შესახებ და იმდროიდანვე  ვგულშემატკივრობდი, რადგან თავიდანვე დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალი  მწერლების ლიტერატურულ დაოსტატებას და ჩამოყალიბებას. თუკი,  საქართველოს მომავალი  ექნება, იგი ჩვენი ლიტერატურის მომავლითაც უნდა იყოს განსაზღვრული. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორი თაობა მოდის. ჯერ არ ვიცი როგორი შედეგები იქნება, მაგრამ დღეს გავიცანი ბავშვები და არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დამრჩა. ისინი თუნდაც ჩემი თაობისაგან ძალიან განსხვავებულები არიან და  ძალიან მაინტერესებს, რას და როგორ ფიქრობენ, რა აინტერესებთ და რა აწუხებთ. და ის კი, რომ ნიჭიერები არიან აშკარაა“, - ასე უკვე ჟიურის წევრი  მწერალი და აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე თვლის.

 

 ჟიურის წევრის გარდა კიდევ ერთი სიახლე  კონკურსის გამარჯვებულთათვის გათვალისწინებული გაზრდილი საპრიზო ფონდია.

 

პირველი ადგილისთვის 1500 ლარი და კონკურსის სიმბოლო, მეორე ადგილისთვის- 1000 ლარი, მესამე ადგილისთვის კი- 700 ლარი.  შეგახსენებთ, გარდა ამისა,  პირველი ადგილის პრიზიორი შემდგომი წლის ჟიურის შემადგენლობაშია.

 

 მწერალი მაკა ლდოკონენი ფაქტობრივად, კონკურსის დაარსებიდან მისი ჟიურის წევრია.    „შემოდგომის ლეგენდას სტუდენტებთან ერთად, ჟიურის წევრებიც მოუთმენლად ველოდებით... უკვე მეთექვსმეტე წელია. გამოცხადების დღიდან ვკითხულობ: შემოდის მოთხრობები? წელს როგორი აქტივობაა? რეგიონებიდან არიან? რომელი უმაღლესი სასწავლებლიდან უფრო აქტიურობენ სტუდენტები?...

და მერე: აბა, რამდენი ფინალისტი გვეყოლება? წელს როგორი ნაკადი გვყავს?..  არანაკლებ სასიამოვნო  გამოწვევებით სავსე პროცესი თემის ასარჩევად შეკრებაა... და ბოლოს, სტუდენტებთან შეხვედრის დღეც დგება -  როდესაც ახალ სახეებზე არანაკლებ ძველი მონაწილეებიც მახარებენ. როგორც ჩანს, მართლა ერთი ოჯახი ვართ ლეგენდელები, ამიტომაც გვიბრუნდებიან; ასეთ წუთებში ვრწმუნდები, რომ მართლაც საუკეთესო კონკურსია, დროს გაუძლო და ცვლილებებსაც არ შეუშინდა“,- აცხადებს მაკა ლდოკონენი.

 

ირმა კიკაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მეორე კურსის სტუდენტია. მართალია, ძირითადად, დიდი ხნის განმავლობაში ლექსებს წერდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ პროზაული ნამუშევრების წერაც დაიწყო.  ერთ-ერთი წინა წელსაც გამოგზავნა, მაგრამ გამარჯვებულებში ვერ აღმოჩნდა.“წელს არ ვიცი, ბედმა გამიღიმა თუ ნაშრომი იყო უკეთესი, ლეგენდის ფინალურ ტურში აღმოჩნდი. ყველაფერმა  საბოლოოდ კი იმაში დამარწმუნა, რომ ყველაფერი უნდა სცადო და ის ბარიერები კი, რაც თუნდაც ნაკლები თავდაჯერებულობის სახით არსებობს, უნდა გადალახო.  მომავალში, როდესაც მსგავსი კონკურსის ან პროექტის  შესახებ გავიგებ, უკვე აღარ მომერიდება და მონაწილეობას  აუცილებლად მივიღებ“. ირმასთვის ლექსების წერა, როგორც თავად აღნიშნავს,  თავისებურად სასარგებლო გამოცდილება აღმოჩნდა,  რადგან მისი წყალობით იმპროვიზაციული ტურისათვის შექმნილი ტექსტი ზოგი მონაწილისგან განსხვავებით, უფრო ლაკონიური გამოუვიდა.

 

 სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონკურსის 10 ფინალისტს შორის წელს პირველად მოხვდა  თბილისს გარეთ მდებარე სასწავლებლის სტუდენტი. აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტ მალხაზ ქორიძისთვის,  ლეგენდის იმპროვიზაციულ ტურში  მონაწილეობა გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო გამოცდილება აღმოჩნდა. მანამდე, მართალია ლეგენდაში არა, მაგრამ სხვა ერთ კონკურსში მონაწილეობდა. ლეგენდის შესახებ თავისი მეგობრების და სოციალური ქსელის შესახებ შეიტყო. როგორც ამბობს,  მეორე ტურის ნაწერით „გამარჯვების იმედი საშუალოდ აქვს“.

 

გოგა გუგავა-ილიაუნის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის) სტუდენტია ლიტერატურათმცოდნეობის  სპეციალობით. მაინორად კინომცოდნეობა აქვს და ლიტერატურის მუზეუმში მუშაობს. მანამდე ძირითადად რეცენზიებს, წერდა რომლებიც სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემებში ქვეყნდებოდა,  შემდეგ უკვე მოთხრობებს. კონკურსის შესახებ რამდენიმე მეგობრისგან შეიტყო, რომლებიც მისი თქმით, ლეგენდის ყოფილი როგორც წარმატებული  ისე წარუმატებელი მონაწილეები არიან.

„შეიძლება კარგი მწერალი არ ვარ, მაგრამ როგორც მკითხველი ვიცი, რომ კარგი ვარ და ზუსტად ამიტომ მივხვდი, რაც საკონკურსედ პირველი ტურისთვის  გამოვგზავნე, ძალიან ცუდი არ იყო. ლეგენდის იმპროვიზაციული ტურის ნამუშევარზე მკითხველი რას იფიქრებს არ ვიცი, მაგრამ  პირადად მე, წერის პროცესისგან სიამოვნება მივიღე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის სამი დღე, რადგან ახალი ხალხი გავიცანი, რომელიც ჩემი ინტერესების მქონეა“, - ამბობს გოგა.

 

ახალი და  თან მსგავსი ინტერესების  მქონე თანატოლების, თუ ჟიურის წევრების სახით უფრო გამოცდილი მწერლების გაცნობის გამო კმაყოფილებას ბევრი  კონკურსანტი გამოთქვამდა. ისევე როგორც სამი დღის სასიამოვნო გარემოში  გატარების გამო.  

 

ლეგენდა 2024-ის გამარჯვებულები ნოემბრის ბოლოს გამოვლინდებიან.

სრულად

ბრძანების N:

თსუ კურსდამთავრებული მკვლევარი ჰეინემანის პრემიით დაჯილდოვდა

თსუ-ს კურსდამთავრებული, ირლანდიის სამეფო აკადემიის  (RIA)  ნამდვილი წევრი, პროფესორი სამსონ შათაშვილი მათემატიკურ ფიზიკაში ახლახანს დაჯილდოვდა დენი ჰეინემანის პრემიით, რომელიც დაარსებულია ამერიკის ფიზიკოსთა საზოგადოებისა და ამერიკის ფიზიკის ინსტიტუტის მიერ და გაიცემა გამორჩეული პუბლიკაციებისათვის მათემატიკურ ფიზიკაში (იხილეთ https://www.aps.org/funding-recognition/prize/dannie-heineman).

 

სამსონ შათაშვილმა 1981 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტი სპეციალობით ,,თეორიული ფიზიკა“ და ამავე წელს ჩააბარა თსუ-ს ასპირანტურაში. მალევე იგი მიწვეულ იქნა მათემატიკური ფიზიკის დარგის მსოფლიო მასშტაბის ლიდერის, მრავალი საერთაშორისო პრემიის ლაურეატის, აკადემიკოს ლუდვიგ ფადდეევის   მიერ სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ლენინგრადის განყოფილებაში. 2 წელიწადში მან უკვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია  (ლენინგრადის უნივერსიტეტში) და სამუშაოდ დარჩა ფადდეევის ჯგუფში. 1989 წელს კი დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ასევე ლენინგრადში (ახლანდელი სანკტ პეტერბურგი). ამ დროიდან იგი პროფესორის პოზიციაზე მუშაობდა აშშ-ში ჯერ ჩიკაგოს უნივერსიტეტში, შემდგომში პრინსტონის მოწინავე კვლევების ინსტიტუტში (Institute for Advanced Studies, Princeton, USA) და იელის უნივერსიტეტში.

 

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს პროფესორ სამსონ შათაშვილს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში (სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა საზღვარგარეთ, უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარება, ახალგაზრდების სამეცნიერო-პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება) შეტანილი წვლილისათვის.

 

სამსონ შათაშვილის კვლევითი ინტერესები ბოლო ოთხი ათწლეულის მანძილზე შეიძლება დაიყოს ექვს ძირითად მიმართულებად: კვანტური ანომალიები; უსასრულო-განზომილებიანი  ჯგუფების თანაშეუღლებული (coadjoint) ორბიტები და წარმოდგენათა თეორია; ღია სიმების ველის თეორია; მანიფოლდები (მრავალსახეობები) გამონაკლისი ჰოლონომიით; სუპერსიმეტრიული კვანტური ველის თეორია; კვანტური ინტეგრირებადი სისტემები.

 

სამსონ შათაშვილი  ამჟამად გახლავთ დუბლინის ტრინიტის კოლეჯში/ტრინიტი კოლეჯ დუბლინის (TCD)  ნატურალური ფილოსოფიის საუნივერსიტეტო კათედრის გამგე – University Chair of Natural Philosophy (1847).  ეს კათედრა ლორდთა პალატამ სპეციალურად შეუქმნა ჰამილტონს 1847 წელს და ასე ჰქვია დღემდე. პროფესორი სამსონ შათაშვილი, ასევე, TCD-ს ჰამილტონის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორია.

 

ინფორმაციისთვის: ჰეინემანის პრემია მათემატიკურ ფიზიკაში წარსულში მსოფლიო მნიშვნელობის ფიზიკოსებს ჰქონდათ მიღებული, როგორებიცაა: ნობელის პრემიის ლაურიატები –  სტივენ ვეინბერგი,  გერალდ ჰოფტი  და ჯულიან დაისონი; ასევე ისეთ გიგანტებს, როგორებიცაა – სტივენ ხოუკინგი, ნიკოლაი ბოგოლუბოვი, ლუდვიგ ფადდეევი, მუეი გელლმანი,  იუჯიჰირო  ნამბუ, სუბრაჰამან  ჩანდრასეკარი, ალექსანდრე პოლიაკოვი, ედუარდ  ვიტენი, ვლადიმერ არნოლდი და სხვ.

,,ისეთი საერთაშორისო დონის მეცნიერის არსებობა, როგორიც პროფესორი სამსონ შათაშვილია, უდაოდ საამაყოა თსუ-ს ზუსტ  და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის, განსაკუთრებით კი ფიზიკოსებისა და მათემატიკოსებისათვის, მთელი უნივერსიტეტისათვის, საქართველოსთვის და სამაგალითოა მომავალი თაობისათვის! ძალიან სასიხარულოა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეეძლო და ახლაც შეუძლია ისეთი მოტივირებული ახალგაზრდების აღზრდა, რომლებიც მომავალში ასეთ წარმატებულ მეცნიერებად ყალიბდებიან! ვფიქრობთ, ბატონი სამსონის შემთხვევა არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ სწორედ საქართველოში, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული განათლება არის საფუძველი შემდეგში დიდი მეცნიერული წარმატებებისა ფიზიკაში, მათემატიკასა და სხვა საბუნებისმეტყველო დარგებში!

 

ვუსურვებთ  ბატონ  სამსონს  ნაყოფიერ  სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას და კიდევ მრავალ წარმატებას მეცნიერების ამ ურთულეს სფეროში!“ – აღნიშნა თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა პეტრე ბაბილუამ.

 

ვრცელი ინტერვიუ სამსონ შათაშვილთან იხილეთ (https://www.ria.ie/blog/samson-shatashvili-mria-theoretical-and-mathematical-physicist/), რომელიც გამოქვეყნდა ირლანდიის სამეცნიერო აკადემიის მიერ 2024 წლის 17 ოქტომბერს.

მასალა მოამზადეს: თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა პეტრე ბაბილუამ და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების ასისტენტ-პროფესორმა თეიმურაზ ნადარეიშვილმა.  

სრულად

ბრძანების N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ " საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე -2 პუნქტის , 34-ე მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , 35-ე მუხლის მე -3 პუნქტის , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის , მე -8 პუნქტის „ა", „ბ" და „პ" ქვეპუნქტების , მე-9 პუნქტის, 28- ე მუხლის , 29-ე მუხლის მე -3 პუნქტის , ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირეული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №3 18.03.2024წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 9 ოქტომბრის N21/04 ერთობლივი ბრძანების და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის 2024 წლის 7 ნოემბრის N30123/29 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად.

2. უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 14 ნოემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 16 დეკემბრიდან 2024 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2025 წლის 15 იანვრისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრა ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“);

5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;

ე)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);

თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;

ი) სამოტივაციო წერილი;

6. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №29/2024 დადგენილების დანართი 1- ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;

7. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2024 წლის 16 დეკემბრიდან 2024 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, 10.00-სთ-დან 17.00 სთ-მდე, შესვენება 13.00-დან 14.00 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა), ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N 2, თსუ X კორპუსი, IV სართული, ოთახი N403;

8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე.

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვ ის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი).

11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 305/01-01

იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სტუდენტთა VI სამეცნიერო კონფერენცია

2024 წლის 21 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართება იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სტუდენტთა VI სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის თემატიკა: ქართული და მსოფლიო ლიტერატურის ისტორია, ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორია, პედაგოგიკა, იაკობ გოგებაშვილის შემოქმედება.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 30 ნოემბრამდე მოხსენების თეზისები და სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: levan.beburishvili@tsu.ge

 

თეზისების გაფორმების წესი:

მომხსენებლის სახელი, გვარი;

აკადემიური სტატუსი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;

მოხსენების სათაური;

თეზისები.

ფონტი: sylfaen

ფონტის ზომა: 12

ინტერვალი: 1,5

თეზისის მოცულობა: 300 სიტყვამდე.

 

კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებების თეზისებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.

 

საკონტაქტო პირი:  ასისტენტ პროფესორი ლევან ბებურიშვილი

ელ. ფოსტა: levan.beburishvili@tsu.ge

ტელ.: 593162044

სრულად

ბრძანების N:

ვორქშოფი მხოლოდ ფრანგულენოვანი სტუდენტებისათვის

მხოლოდ ფრანგულენოვანი სტუდენტებისათვის,  გაიმართება ვორქშოფი : პროფესიული ინტეგრაცია და სამუშაოს ძებნა ფრანგულენოვან სამყაროში. 

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 15:00 საათზე, 11 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით 

თსუ-ში მდებარე (მისამართი: თსუ მე 5 კორპუსი, ჭავჭავაძის 36, 309 აუდიტორია) თბილისის ფრანკოფონული დასაქმების ცენტრი - CEF თბილისი გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ვორქშოფების სერიაში, რომელიც ეძღვნება პროფესიული ინტეგრაციისა და სამუშაოს ძიებას ფრანგულენოვან ქვეყნებში.

სემინარების ეს სერია ამზადებს მონაწილეებს წარმატებული პროფესიული ინტეგრაციისთვის ფრანგულენოვან სამყაროში. ისინი ისწავლიან როგორ გააუმჯობესონ CV, განავითარონ პერსონალური ნეთვორქინგი, გაიარონ წარმატებული გასაუბრება სამსახურის ძებნისას და მოერგონ კულტურულ განსხვავებებს.

ყველა ეს უნარ-ჩვევა მაქსიმალურად გაზარდის თქვენს შანსებს რომ წარმატებულად დასაქმდეთ ფრანგულენოვან ქვეყანაში, ან ფრანგულენოვან საწარმოში საქართველოში.

არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა, გააფართოვოთ თქვენი პროფესიული ჰორიზონტი და აღმოაჩინოთ წარმატების გასაღები ფრანგულენოვან ქვეყნებში!

ენა:

სემინარები ჩატარდება ფრანგულ ენაზე, მაგრამ ხელმისაწვდომი იქნება ყველა დონის მსმენელისთვის.

რეგისტრაცია: https://forms.gle/2N54xDXyZfcnczs36

1. 11 ნოემბერი - 15:00 სთ. CV-ის მომზადება

ამ სემინარზე თქვენ შეისწავლით როგორ შექმნათ და დაწეროთ CV, რომელიც ხაზს უსვამს თქვენს ყველაზე მნიშვნელოვან უნარებსა და გამოცდილებას.

2. 18 ნოემბერი - 15:00 სთ ნეთვორქინგი, კონტაქტები და LinkedIn

ეს სემინარი საშუალებას მოგცემთ შეიმუშაოთ ეფექტური სტრატეგია თქვენი პროფესიული ქსელის გაფართოებისა და შესანარჩუნებლად.

3. 25 ნოემბერი - 15:00 სთ სამუშაოს ძებნა და სამოტივაციო წერილი

შეიტყვეთ, თუ როგორ მართოთ თქვენი სამუშაოს ძიება თქვენთვის საინტერესო სექტორებისა და ქვეყნების მიხედვით. ეს სემინარი ასევე დაგეხმარებათ სამოტივაციო წერილის დაწერაში.

4. 2 დეკემბერი - 15.00 სთ სამუშაო გასაუბრება

ეს სემინარი საშუალებას მოგცემთ მოემზადოთ სამუშაო გასაუბრებისთვის ფრანგულ ენაზე. პრაქტიკული რჩევებისა და ინტერვიუს სიმულაციების მეშვეობით გამოგიმუშავებთ უნარებს, რომლებიც საჭიროა რეკრუტერების კითხვებზე პასუხის გასაცემად.

5. 9 დეკემბერი - 15:00 სთ. კულტურული შოკი და ინტერკულტურული კომუნიკაცია სამუშაო ადგილზე

ეს სემინარი იკვლევს კულტურული შოკისა და კულტურათაშორისი კომუნიკაციის გამოწვევებს სამუშაო ადგილზე. თქვენ შეისწავლით კულტურულ განსხვავებების უკეთესად გაგებას და მართვას, რათა ხელი შეუწყოთ თქვენს ინტეგრაციას ფრანგულენოვან პროფესიულ გარემოში.

სრულად

ბრძანების N:

ცნობილი ფსიქოლოგის პიერო ფერუჩის საჯარო ლექცია თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ცნობილ იტალიელ ფსიქოლოგს, ფლორენციისა და იტალიის ფსიქოსინთეზის ინსტიტუტის, ევროპის ფსიქოსინთეზის ფსიქოთერაპიის ფედერაციის წარმომადგენელს პიერო ფერუჩის შეხვდა. შეხვედრაზე ჯაბა სამუშიამ თსუ-ში ფსიქოლოგიის სწავლების ისტორიასა და თანამედროვეობაზე ისაუბრა. აგრეთვე, ხაზი გაუსვა საერთაშორისო გამოცდილებისა და მეთოდების გაზიარებაზე.

 

შეხვედრის შემდეგ პიერო ფერუჩიმ თსუ სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია „ფსიქოსინთეზი, ფსიქოთერაპიული მეთოდი, გზა თვითრეალიზაციისთვის“. ლექციას თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი მზია წერეთელი, პროფესორები ესწრებოდნენ. ლექციის შემდეგ ფერუჩიმ უპასუხა სტუდენტების კითხვებს.

 

ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი  პიერო ფერუჩი ფსიქოსინთეზის ფუძემდებლის რობერტო ასაჯიოლის ყოფილი სტუდენტი და თანამშრომელი, ფსიქოსინთეზის, როგორც ფსიქოთერაპიული მიმდინარეობის განმავითარებელი და ამ მიმართულებით მრავალი წიგნის ავტორია. მათ შორის: ,,What We May Be’’, ,,Inevitable Grace”; ,,Beauty and the Soul”; “Your Inner Will”.

სრულად

ბრძანების N:

ბრძანების N:

თამაზ ჩხენკელისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა ს/ს ინსტიტუტი და  აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის არმენოლოგიის კათედრა   2024 წლის 25 დეკემბერს  გამართავენ თამაზ ჩხენკელისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.

იმუშავებს შემდეგი სექციები:

თარგმანი, ლიტერატურული ურთიერთობები და ლიტერატურათმცოდნეობა

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2 დეკემბრამდე თეზისები უნდა გამოგზავნონ ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: 

tsuconference@tsu.ge

 

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება – 20  წუთი

მსჯელობა – 5 წუთი.

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.

 

იხ. თეზისების გაფორმების წესი:

1. ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;
2. თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;
3. ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
4. ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
5. თეზისების ძირითადი ტექსტი (MS Word-ით)
ქართულად და ინგლისურად;
6. 3-5 საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად;
7. ფორმატი — A4
8. შრიფტი — UNICODE (Sylfaen)
9. თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო, ახალი
გვერდიდან, 12 ზომის შრიფტით.
10. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული
ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
11. თეზისის მოცულობა: 300-300 სიტყვა თითოეულ ენაზე.
12. თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
· ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
· სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
· ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
· ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
· ბოლოს — 3-5 საკვანძო სიტყვა.

საკონტაქტო პირი: ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი
თსუ პირველი კორპუსის 204-ე ოთახი. 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული  პირებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტატუსის შეჩერების შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის  პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის    11 სექტემბრის   N135/ნ  ბრძანებით   დამტკიცებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის  თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2021 წლის   18 ოქტომბრის  N90/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული   „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის    მე-2   პუნქტის,  „სსიპ     - ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სასწავლო პროცესის   მარეგულირებელი    წესის დამტკიცების შესახებ“   თსუ  აკადემიური საბჭოს 2018 წლის 22 იანვრის N12/2018 დადგენილების პირველი  პუნქტით  დამტკიცებული  N1 დანართის  მე-7  მუხლის   მე-2 პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტისა  და  სასწავლო პროცესის  მართვის  ელქტრონული  სისტემის (Uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუჩერდეთ     სტატუსი      2024-2025 სასწავლო   წლის    შემოდგომის    სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის    გაუვლელობის   გამო  სსიპ      – ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის  მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ  პირებს წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (N1 დანართი);

2. ბრძანების   დაინტერესებული  პირებისათვის   გადაცემა  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;

3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;

4. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული  იქნას კანონმდებლობით დადგენილი  წესით  ძალაში შესვლის დღიდან  ერთი თვის  ვადაში  ქ. თბილისის   საქალაქო სასამართლოში (მისამართი:  ქ.  თბილისი,   დავით   აღმაშენებლის ხეივანი N64)

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 1078/01-04

მასწავლებელთა XIII საუნივერსიტეტო კონფერენცია ,,უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი მართავს მასწავლებელთა XIII საუნივერსიტეტო კონფერენციას ,,უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს“ - სწავლების აღმზრდელობითი ფუნქციის რეალიზება სკოლაში. 

 

კონფერენცია მიზნად ისახავს დარგში არსებული ცოდნისა და სიახლეების ურთიერთგაცვლის/გაზიარების ხელშეწყობას.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედ მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.


კონფერენცია გაიმართება 2024 წლის 30 ნოემბერს ონლაინ ფორმატში. შეხვედრის ბმულს მიიღებთ 29 ნოემბერს ელ.ფოსტის საშუალებით.
 

კონფერენციის მიზანია გამოავლინოს სკოლებში სწავლების აღმზრდელობითი ფუნქციის რეალიზების საუკეთესო პრაქტიკები და შექმნას პედაგოგთა პროფესიული საზოგადოებისთვის მათი გაზიარების შესაძლებლობა.
 

კონფერენციის თემატიკა:

  • ხელოვნური ინტელექტის (AI) ეთიკური ნორმების დაცვით გამოყენება სასწავლო პროცესში;
  • ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების ჩამოყალიბება სასწავლო პროცესში;
  • დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარება სასწავლო პროცესში;

 

ღირებულებები:

  • ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაფასება;
  • კულტურული მრავალფეროვნების დაფასება;
  • დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასება;

 

დამოკიდებულებები:

  • კულტურული განსხვავებულობისა და სხვა რწმენებისადმი, მსოფლმხედველობების, შეხედულებებისა თუ პრაქტიკისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულებისათვის მზაობა;
  • პატივისცემა;
  • მოქალაქეობრივი აზროვნება;
  • პასუხისმგებლობა;
  • თავდაჯერებულობა;
  • გაურკვევლობისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება.

 

უნარები:

  • დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევები;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები;
  • მოსმენისა და დაკვირვების უნარ-ჩვევები;
  • ემპათია;
  • მოქნილობა და შეგუების უნარი;
  • ენობრივი, კომუნიკაციური და მრავალენობრივი უნარები;
  • თანამშრომლობის უნარ-ჩვევები;
  • კონფლიქტების მოგვარების უნარ-ჩვევები;

 

ცოდნა და კრიტიკული გააზრება:

საკუთარი თავის შეცნობა და კრიტიკული გააზრება;

ენისა და კომუნიკაციის ცოდნა-შემეცნება და კრიტიკული გააზრება;

მსოფლიოს (პოლიტიკის, კანონის, ადამიანის უფლებების, კულტურის, კულტურათა, რელიგიის, ისტორიის, მედიის, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების) შეცნობა-შემეცნება და კრიტიკული გააზრება.

 

სამუშაო ენა:

ქართული ენა

 

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება - 15 წუთი;

მსჯელობა - 10 წუთი;

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

თეზისების გაგზავნის ვადა: 2023 წლის 20 ნოემბერი

კონფერენციის ელექტრონული ფოსტის მისამართი: pedconference@tsu.ge

კონფერენციაზე მომხსენებლად დაშვების შეტყობინება: 2023 წლის 25 ნოემბერი

 

თეზისების გაფორმების წესი:

აბსტრაქტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ძირითად ინფორმაციას:

წარმოდგენილი სასწავლო-სააღმზრდელო აქტივობების შესაბამისობა სასკოლო სასწავლო გეგმასთან;

განხორციელებული სასწავლო-სააღმზრდელო აქტივობების მიზნობრიობა და მიღწეული შედეგები;

განხორციელებული სასწავლო-სააღმზრდელო აქტივობების განხორციელების ეტაპები;

ფონტი: Sylfaen

ზომა: 12

ინტერვალი: 1,5

მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი (არაუმეტეს 500 სიტყვისა)

ასევე, აბსტრაქტში თავფურცლის სახით მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

- სახელი და გვარი (პირადობის მიხედვით);

- ორგანიზაციის დასახელება, რომელშიც მუშაობთ და დაკავებული თანამდებობა;

- მოხსენების სათაური;

- ელექტრონული ფოსტა;

- მობილური ნომერი;

 

საკონტაქტო ფოსტა: pedconference@tsu.ge

სრულად

ბრძანების N: