Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სტუდენტური პროექტები წარმატებით განხორციელდა

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებმა მარიამ ხმიადაშვილმა და ანი ჩიღოშვილმა (“ღონისძიების ორგანიზება”, თბილისი) და ლენა მეშველიანმა (“ღონისძიების ორგანიზება”, ქუთაისი) წარმატებით განახორციელეს სტუდენტური პროექტები თბილისსა და ქუთაისში. პროექტების მიზანი იყო პროფესიული სტუდენტებისთვის დამატებით ისეთი ცოდნის და უნარების მიცემა, რაც მათ  მომავალში დასაქმებასა და კარიერულ განვითარებაში დაეხმარებათ.

 

სტუდენტური პროექტები თბილისსა და ქუთაისში მასტერკლასების ჩატარებას ითვალისწინებდა. ტრენერებმა თსუ ასოცირებულმა პროფესორმა, ფსიქოლოგიის დოქტორმა ნატა ასათიანმა და სოციალური მედიის სპეციალისტმა, მასკომუნიკაციის მაგისტრმა გვანცა ბზიავამ სტუდენტებისთვის გამართეს მასტერკლასები: „საჯარო გამოსვლები და ეფექტური პრეზენტაცია” და “სოციალური მედია როგორც კომუნიკაციის ეფექტური საშუალება”.

 

მასტერკლასების დასრულების შემდეგ თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან წიქარიძემ და ტრენერებმა ნატა ასათიანმა და გვანცა ბზიავამ სტუდენტებს სპეციალური სერტიფიკატები გადასცეს. როგორც ლევან წიქარიძემ აღნიშნა, თსუ პროფესიული განათლების ცენტრი სტუდენტებისთვის ყოველწლიურად აცხადებს კონკურსს სტუდენტური პროექტების დაფინანსებაზე. მისივე თქმით, თსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ნებისმიერ სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს  შეუძლია წარმოადგინოს პროფესიულ/საგანმანათლებლო და კულტურულ/სპორტული პროექტები, რომელიც თსუ პროფესიული განათლების ცენტრის მხარდაჭერით და დაფინანსებით განხორციელდება. ამასთან, ლევან წიქარიძის განცხადებით, 2025 წლიდან იგეგმება სტუდენტური პროექტებისთვის გამოყოფილი ყოველწლიური დაფინანსების გაზრდა, რათა კიდევ უფრო მეტ სტუდენტს შეეძლოს თსუ პროფესიული განათლების ცენტრის მხარდაჭერით განათლებასა და განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელება.

სრულად

ბრძანების N:

მე-2 საერთაშორისო კონკურსი პროფესორ-მასწავლებელთა ჯილდოს მოსაპოვებლად

PROFFORMANCE+ ფარგლებში ცხადდება მე-2 საერთაშორისო კონკურსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებელთა ჯილდოს მოსაპოვებლად. კონკურსი ორგანიზებულია PROFFORMANCE+ პარტნიორ ქვეყნებში: საქართველოს, ავსტრია, ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი და სერბეთი.

 

კონკურსი მიზნად ისახავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამორჩეული სწავლების პრაქტიკების იდენტიფიცირებას და აღიარებას. იგი ასევე ხელს უწყობს თანამშრომლობას და საუკეთესო პრაქტიკების ურთიერთგაზიარებას უმაღლესი განათლების სივრცეში. სწავლების საუკეთესო პრაქტიკა შესაძლებელია ეხებოდეს შემდეგ საკითხებს: სწავლის, სწავლებისა და შეაფსების ინოვაციური მეთოდების დანერგვა; სტუდენტზე ორიენტირებული პროცესის განხორციელება; სტუდენტებისა და მასწავლებლების ციფრულ უნარების განვითარება ტექნოლოგიების გამოყენებით; ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად; მხარს უჭერს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელებას; საერთაშორისო და კულტურათაშორისი კომპეტენციების ხელშეწყობა; ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფა სხვადასხვა საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის. კონკურსი ღიაა იმ პირებისათვის, რომლებიც ეწევიან უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობას PROFFORMANCE+ პარტნიორ ქვეყნებში, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. გთხოვთ, გაეცნოთ განაცხადის წარდგენისთვის საჭირო სრულ ინფორმაციას დანართის სახით. აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილე პირებმა უნდა აირჩიონ ერთი ძირითადი კატეგორია ქვემოთ მოცემული ჩამონათვალიდან:

 

კატეგორია 1: სტუდენტზე ორიენტირებული კურსის დიზაინი; კატეგორია 2: ინოვაციური სწავლება და სწავლა; 2 კატეგორია 3: სტუდენტთა სწავლის შეფასება; კატეგორია 4: უნივერსიტეტების მესამე მისიით გათვალისწინებული მიზნების იმპლემენტაცია. ასევე, აპლიკანტებმა უნდა აირჩიონ ერთი მთავარი ჰორიზონტალური პრიორიტეტი შემდეგი ჩამონათვალიდან: დიგიტალიზაცია; ინტერნაციონალიზაცია; ინკლუზია და მრავალფეროვნება; მდგრადობა.

 

განაცხადის წარდგენის ვადები: განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 10 დეკემბერი, 17:00 CET (ცენტრალური ევროპის დროით); შეფასების პერიოდი: 2025 წლის იანვარი-თებერვალი. მოგმართავთ თხოვნით, კონკურსის შესახებ ინფორმაცია გაუზიაროთ თქვენს აკადემიურ, სამეცნიერო პერსონალს, რომლებიც შესაძლოა დაინტერესდნენ გამოცხადებული კონკურსით. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ PROFFORMANCE ვებგვერდს: https://award.profformance.eu/ საკონტაქტო ინფორმაცია: award.profformance@tpf.hu

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო თსუ-ს ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი  სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ სტუდენტებს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7);

2. წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ იქნეს მომდევნო ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისას სწავლის საფასურად;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 1053/01-04  

კონკურსი ბერლინის წარმომადგენელთა პალატის სასწავლო ფონდის გრანტებზე

ბერლინის წარმომადგენელთა პალატის სასწავლო ფონდი აცხადებს კონკურსს,  იმ სტუდენტებისა და მეცნიერებისთვის, ვისაც სურს სწავლა ბერლინის უნივერსიტეტში, ან სურთ სამაგისტრო/სადოქოტორო ნაშრომისთვის ბერლინში მდებარე კვლევითი დაწესებულებების გამოყენება.

 2025/26 სასწავლო წლისთვის ფონდი  გასცემს 15 გრანტს. გრანტები შეადგენს 1100 ევროს მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის; და 1,630 ევრო პოსტდოქტორებისთვის თვეში.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 15 დეკემბერი. პროგრამა დაიწყება 2025 წლის 1 ოქტომბერს და დასრულდება 2026 წლის 31 ივლისს: http://www.parlament-berlin.de/de/Das-Parlament/Studienstiftung

სრულად

ბრძანების N:

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „შუა საუკუნეების ქართული კულტურული მემკვიდრეობა საზღვარგარეთ“ კონფერენცია ეძღვნება პროფ. გიორგი ოთხმეზურის 70 წლის იუბილეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ს/ს ინსტიტუტი და საქართველოს ისტორიის სტუდენტთა სამეცნიერო წრე 2024 წლის 29-30 ნოემბერს გამართავენ ცნობილი ქართველი მეცნიერის, თსუ პროფესორის გიორგი ოთხმეზურის დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას.

კონფერენციის თემატიკა

შუა საუკუნეების ქართული კულტურული მემკვიდრეობა საზღვარგარეთ. სხვადასხვა ქვეყანაში დაცული არტეფაქტები და სიძველეები; შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურული ძეგლები; მწერლობისა და კულტურის კერები; ქართველი პოლიტიკური, სამხედრო და სასულიერო მოღვაწეები; ხელოვნების ნიმუშები; ხელნაწერი წიგნები; დიპლომატიკური და ეპიგრაფიკული ძეგლები; სამუზეუმო ექსპონატები.

კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.

სამუშაო ენა: ქართული.

რეგლამენტი:

მოხსენება – 15 წუთი;

მსჯელობა – 5 წუთი;

მნიშვნელოვანი თარიღები:

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 29-30 ნოემბერი, 2024 წელი

თეზისების მიღების ვადა: 19 ნოემბერი, 2024 წელი

სავალდებულოა პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის/რეკომენდატორის, წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარდგენილი იყოს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე – „შუა საუკუნეების საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა საზღვარგარეთ“, ეძღვნება პროფ. გიორგი ოთხმეზურის 70 წლის იუბილეს.

საკონტაქტო პირი: ისტორიის დოქტორი, თსუ ასისტ. პროფ. ალექსანდრე ბოშიშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ჭავჭავაძის გამზ. #1, ოთახი №211 (საპროფესორო), თბილისი, საქართველო

ელ-ფოსტა: medievalgeorgia@tsu.ge

თეზისების გაფორმების წესი:

ფონტი: Sylfaen

ზომა: 12

სტრიქონებს შორის მანძილი: 1,5 სმ.

სათაური: ცენტრში, შრიფტის ზომა: 16 Bold (მუქი შრიფტით)

ავტორის სახელი, გვარი, დაწესებულება მარჯვნივ, შრიფტის ზომა 14

მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი (250 სიტყვა)

ველები ყველა მხარეს: 2,5 სმ.

სრულად

ბრძანების N:

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს კონკურსი Uni4Verse

 Uni4Verse  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ ორგანიზებული საუნივერსიტეტო კონკურსი, ხოლო პროექტის განმახორციელებელია ინოვაციური განათლების ფონდი. 2024 წელს პროექტი მწვანე ეკონომიკის თემას ეძღვნება და მასში  18 უნივერსიტეტი მონაწილეობს.

 

24 ოქტომბერს, 20.00  საათზე,  გაიმართება UNI4VERSE კონკურსთან დაკავშირებული ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა კონკურსში მონაწილე სტუდენტებისა და მენტორებისთვის. ასევე  უნივერსიტეტებში კონკურსზე პასუხისმგებელ პირების/კოორდინატორებისთვის.

 

შეხვედრაზე გარდა კონკურსის შესახებ ზოგადი ინფორმაციის კიდევ ერთხელ წარმოდგენისა, დეტალურად იქნება  წარმოდგენილი ინფორმაცია კონკურსის მომდევნო ეტაპების ვადების, სტრუქტურის, მოლოდინების და სხვა შინაარსობრივი თუ ლოგისტიკური საკითხების თაობაზე.

 

 მათი შორის:

- პროექტის სტრუქტურა და მისი 3 ფაზა;

- რა დეტალებს უნდა მიექცეს ყურადღება რეგისტრაციის დროს;

- რა კრიტერიუმებით შეფასდება იდეა;

- როგორ წარადგინოთ საკუთარი იდეა და წარმოაჩინოთ მისი უნიკალურობა;

- რა ეტაპები უნდა გაიაროთ სანამ ჟიურის წინაშე საკუთარ იდეას წარადგენთ და რას უნდა ელოდოთ თითოეული ეტაპისგან.

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრის ფეისბუქ გვერდია:

www.facebook.com/events/556650420210905 

ონლაინ შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა სარეგისტრაციო ფორმის შევსება:

https://forms.gle/MJuu5SZ6ytmnR5Hs5

დარეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ შეხვედრის ბმულს Zoom პლატფორმაზე.

 

 

 

სრულად

ბრძანების N:

თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ევროპულ გამოცდილებას ეზიარნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეხუთე კურსის  სამმა სტუდენტმა ერთთვიანი სტაჟირება Forschungszentrum Jülich-ის ნეირომეცნიერებებისა და მედიცინის ინსტიტუტში გაიარა.

ნინი შავაძემ, ნინო ხარაიშვილმა და მერაბ ჭანტურიამ, ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის ფარგლებში ჩატარებულ საგრანტო კონკურსში მიიღეს მონაწილეობას და გრანტიც მოიპოვეს.  მის ფარგლებში  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა  ერთთვიანი სტაჟირება გერმანიაში Forschungszentrum Jülich-ის ნეირომეცნიერებებისა და მედიცინის ინსტიტუტში გაიარეს (INM-4). 

გერმანიაში სასწავლო  მივლინებისთვის,  საგრანტო კონკურსის შესარჩევ ეტაპზე, სტუდენტებმა წარადგინეს მოხსენებები კვლევებზე, რომლებიც მათ მიერ თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მორფოლოგიის კათედრაზე პროფესორ დიანა ძიძიგურის ხელმძღვანელობით ტარდებოდა.

Forschungszentrum Jülich-ის ნეირომეცნიერებებისა და მედიცინის ინსტიტუტი, 
წარმოადგენს კვლევით ცენტრს, რომელიც არის გერმანიის კვლევითი ცენტრების ჰელმჰოლცის ასოციაციის წევრია და   მთლიანად გერმანიის ფედერალური მთავრობისა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური შტატის მიერ ფინანსდება. ამასთან, იგი აღიარებულია,  როგორც სპეციალიზებული სასწავლო დაწესებულება უცხოელი სტუდენტებისთვის. 

ერთი თვის განმავლობაში ქართველ სტუდენტებს საშუალება მიეცათ შეესწავლათ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) პრინციპები, შევიძინეთ ახალი უნარები. მათ შორის, ისეთ საკითხებში, როგორიცაა თეორიული ცოდნის მონაცემთა მოპოვების მეთოდებში გადატანის საშუალებები.  ასევე,  თუ  როგორ მუშავდება მიღებული MRI სიგნალები სხვადასხვა ქსოვილის შესახებ ინფორმაციის რაოდენობრივი განსაზღვრისთვის.


თუმცა, გერმანული გამოცდილების მიღებამდე,  ნინი შავაძემ, ნინო ხარაიშვილმა და მერაბ ჭანტურიამ  ბელგიაშიც შეიძინეს გარკვეული ცოდნა, როდესაც ანტვერპენის უნივერსიტეტის კარდიო-ონკოლოგიისა და ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების საზაფხულო სკოლაში მიიღეს მონაწილეობა. 
რომელიც ფოკუსირებული იყო ფარმაკოლოგიურ უსაფრთხოებასა და კარდიო-ონკოლოგიაზე.

საზაფხულო სკოლა თსუ მედიცინის ფაკულტეტის სამი სტუდენტისთვის  კარდიო-ონკოლოგიის სფეროში კვლევებისა და ინოვაციებს შესახებ მაღალი დონის ლექციებზე დასწრების შესანიშნავი საშუალება აღმონდა.  როგორც სტუდენტები აცხადებენ, მათ ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ პრაქტიკულ სესიებში, სადაც განიხილავდნენ რთულ კლინიკურ შემთხვევებსა და ფარმაკოლოგიურ რისკებს, პაციენტებისთვის, რომლებსაც კიბოს მკურნალობის პარალელურად გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ.

როგორც სამივე სტუდენტი აღნიშნავს, ანტვერპენის საზაფხულო სკოლამ მისცა შესაძლებლობა, გაეცნოთ წამყვანი სპეციალისტები და დაუფლებოდნენ  მომავალი ექიმებისთვის საჭირო პრაქტიკული ცოდნას.   სკოლამ გააღრმავა  ასევე მათი ინტერესები კარდიო-ონკოლოგიისადმი, გულის დაავადებებსა და კიბოს მკურნალობას შორის არსებული  ურთიერთქმედებების შესახებ. 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში  მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის   იურიდიული   პირის   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის,
,,სსიპ    - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის  სამეცნიერო  პერსონალის  სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”         ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი  ინსტიტუტის  დებულების  მე-10  მუხლის  პირველი პუნქტის, ილია  ვეკუას     სახელობის  გამოყენებითი  მათემატიკის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის  დირექტორის გ. ჯაიანის  2024 წლის  23 ოქტომბრის  N28339/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის  სამეცნიერო  საბჭოს   2024 წლის   23 ოქტომბრის  სხდომის  ოქმი   N5) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) შოთა ზაზაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მათემატიკის მიმართულების პროფესორი.

ბ) არჩილ ყიფიანი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი.

გ) ალექსანდრე აპლაკოვი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი.

დ) თამაზ თადუმაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი. ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დიფერენციალური განტოლებების და ოპტიმალური მართვის განყოფილების ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.

ე) რომან ჯანჯღავა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის უწყვეტ გარემოთა მექანიკის მათემატიკური პრობლემების და ანალიზის მონათესავე საკითხების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ - შოთა ზაზაშვილი, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ -არჩილ ყიფიანი და საკონკურსო კომისიის მდივნად - ალექსანდრე აპლაკოვი.

3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2024 წლის 9 დეკემბრისა.

5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).

6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 287/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების  შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის   პირველი პუნქტის,  37-2 მუხლის   პირველი  პუნქტის,  მე-4  და  მე-5  პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14  მუხლის   პირველი  პუნქტის, მე-8  პუნქტის "ა" და  "პ" ქვეპუნქტების, მე-9  პუნქტის, 32-2 მუხლის  პირველი  მე-5  და  მე-6  პუნქტების,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის   დამოუკიდებელი   სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების  დამატებითი პირობების  დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების)  საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ  რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 9 ოქტომბრის N21/04 ერთობლივი ბრძანების და ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტის  დირექტორის    ნინო ფარცვანიას   2024 წლის   9 ოქტომბრის N26665/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.გამოცხადდეს   კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის  სახელობის   მათემატიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად:
2.მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს   მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური  ხარისხი,სამეცნიერო - კვლევითი  საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს  არა მხოლოდ სამეცნიერო-  კვლევით,  უმაღლეს  საგანმანათლებლო ან  სხვა  პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც)   აქვს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ ერთი  რეიტინგული     სამეცნიერო     პუბლიკაცია     მაინც      სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.
3. მეცნიერი   თანამშრომლის  თანამდებობა   შეიძლება  დაიკავოს   პირმა,  რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების  ერთიანი  წესითა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული  ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
4. კონკურსი  გამოცხადდეს  2024 წლის 18 ოქტომბერს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 19 ნოემბრიდან 2024 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი დასამტკიცებლად  წარედგინოს თსუ  რექტორს არაუგვიანეს 2024 წლის 29 ნოემბრისა.
5.  კონკურსი გამოცხადდეს ანდრია რაზმაძის  სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში:
მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
მათემატიკური ლოგიკის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული.
6. სამეცნიერო თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში  მონაწილეობის მსურველი ვალდებულია  განსაზღვრული  პირობებისა  და  ვადების  დაცვით  წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება    საკონკურსო   კომისიის    სახელზე    დადგენილი    ფორმის  მიხედვით (აკადემიური  საბჭოს  2017  წლის  31  მაისის   N63/2017  დადგენილება,  დანართი  N2);
ბ)  პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV).
დ)   შესაბამისი   აკადემიური  ხარისხის  დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო  ქვეყანაში მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი.
ე)სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი  პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის  შემთხვევაში   სამეცნიერო-კვლევით  პროექტებში  მონაწილეობის  შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობის  გამოცდილების  ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გაცემული  დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის  ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა - სქესობრივი  თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ;
7. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 19 ნოემბრიდან 2024 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე, თსუ  ანდრია რაზმაძის სახელობის 
მათემატიკის  ინსტიტუტში. მისამართი: ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის II შეს. N2, მე-2 სართული ოთახი N7.
8. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. ბრძანება განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის  უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.
10.წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით  გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო  დეპარტამენტი, პერსონალის  მართვის     დეპარტამენტი,    შიდა აუდიტის   სამსახური,    საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ანდრია რაზმაძის სახელობის მატემატიკის ინსტიტუტი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემითანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 282/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების მუხლი 4. -ის 4 – 9 პუნქტებისა და ფაკულტეტის დეკანის N 15/30; 04.04.2024 ბრძანების საფუძველზე ვბრძანებ:

 

1) ფაკულტეტის საბჭოში სასწავლო - სამეცნიერო მიმართულებებიდან აკადემიური პერსონალის წარმომადგენლების არჩევის მიზნით დაინიშნოს არჩევნები შემდეგ მიმართულებებზე:

  • ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება - კონკურსი გამოცხადებულია  2 ვაკანსიაზე; ჩატარების დრო და ადგილი: 31 ოქტომბერი; 15:00-17:00 საათი, თსუ VI კორპუსი, აუდიტორია #303;
  • სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება  - კონკურსი გამოცხადებულია  1  ვაკანსიაზე; ჩატარების დრო და ადგილი: 31 ოქტომბერი; 15:00- 17:00 საათი, თსუ VI კორპუსი, აუდიტორია #303;
  • საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება - კონკურსი გამოცხადებულია  1  ვაკანსიაზე; ჩატარების დრო და ადგილი: 31 ოქტომბერი; 15:00- 17:00 საათი, თსუ VI კორპუსი, აუდიტორია #303;

2) საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი ფაკულტეტის საბჭოს გადასცეს არჩევნების ჩატარებიდან ერთ დღეში;

3) კომისიის სახელზე კონკურსანტთა განაცხადები  მიიღება  21 ოქტომბრიდან - 28 ოქტომბრის    ჩათვლით 10:00 დან 15 :00 საათამდე თსუ VI კორპუსი ოთახი 203ა;

4) არჩევნების შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობისა და თსუ - ის სამართლებრივი რეგულაციების შესაბამისად;

5) ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.

სრულად

ბრძანების N: 74/30

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო ჟურნალების დაფინანსება იწყება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური და კვლევითი პოტენციალის გაძლიერების მიზნით, სამეცნიერო ჟურნალების დაფინანსების პროექტი იწყება. აღნიშნული ნაბიჯი ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევების განვითარებას, თსუ-ს მეცნიერების მხარდაჭერას და  საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში უნივერსიტეტის პოზიციების გაძლიერებას.

 

თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია: „უნივერსიტეტის მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ მეცნიერებისა და კვლევის მუდმივ განვითარებას, რათა შევქმნათ გარემო, რომელიც წაახალისებს ინოვაციებსა და მეცნიერების სხვადასხვა დარგებს. უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალები განიხილება როგორც პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა დარგში სამეცნიერო იდეებისა და ინოვაციების გაცვლას, ასევე ახალგაზრდა მეცნიერებისთვის კვლევების გამოქვეყნების შესაძლებლობას. დაფინანსების გამოყოფა სამეცნიერო ჟურნალებისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვნად წინ გადადგმულ ნაბიჯს ამ მიზნის მისაღწევად.”

 

პროექტის ფარგლებში ფაკულტეტებზე შეიქმნება სამეცნიერო ჟურნალები, რაც ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნებას და კვლევების შედეგების ფართო საზოგადოებაში გავრცელებას. უნივერსიტეტის მიზანია, უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ჟურნალების ფუნქციონირება, რაც გაამყარებს უნივერსიტეტის როლს როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო წრეებში.

 

დაფინანსება შეეხება როგორც არსებული, ასევე ახალი სამეცნიერო ჟურნალების შექმნისა და განვითარებისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფას.

სრულად

ბრძანების N:

მე-5 სამეცნიერო კონფერენცია "ათეროსკლეროზისა და ცერებრო–ვასკულური სინდრომების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები"

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია "ათეროსკლეროზისა და ცერებრო–ვასკულური სინდრომების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები" გაიმართა. უახლესი მიღწევების შესახებ მოხსენებები წარმოადგინეს თსუ პროფესორებმა, ქართველმა მეცნიერებმა და ექიმებმა.

 

კონფერენცია საქართველოს ათეროსკლეროზის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ მედიცინის ფაკულტეტმა უმასპინძლა.

 

თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მაია ბიწკინაშვილის თქმით, კონფერენციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დარგის სპეციალისტებისთვის, არამედ სტუდენტებისთვისაც, რადგან  ისინი ცნობილი ქართველი მეცნიერებისგან მოისმენენ სფეროს უახლესი მიღწევების შესახებ. „ჩვენი  უნივერსიტეტი ყოველთვის ღიაა სიახლეებისთვის, სამეცნიერო მუშაობისთვის, თსუ არის კერა, სადაც ვზრდით მომავალ მეცნიერებს და ასეთი კონფერენციების მასპინძლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“,-განაცხადა მაია ბიწკინაშვილმა.  

 

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ შინაგანი მედიცინის, კარდიოლოგიის, რადიოლოგიის და მომიჯნავე სპეციალობების ექიმები. კონგრესს ესწრებოდნენ რეზიდენტურის პროგრამის  სტუდენტები, რომლებიც კარდიოლოგიით არიან დაინტერესებული.

სრულად

ბრძანების N:

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდი „ფეხოსანი“ Liga TSU-ს გამარჯვებულია

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდი „ფეხოსანი“ Liga TSU-ს გამარჯვებულია!

„ფეხოსნებმა“ ფინალში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდი „სპორტული ჟურნალისტები“ 3:1 დაამარცხეს.  მესამე ადგილი დაიკავა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდმა „ფრონტი“, რომელმაც ანგარიშით 6:1 ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გუნდი „რეკორდმაისტერი“დაამარცხა.

ფინალურ შეხვედრას თსუ რექტორი ჯაბა სამუშია, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი სალომე დუნდუა, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ლუკა ტაბიძე, სტუდენტები, პროფესორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

თსუ სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ საფეხბურთო ჩემპიონატში სულ 16 გუნდი მონაწილეობდა. Liga TSU-ს გამარჯვებულებს თასი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა  ჯაბა სამუშიამ გადასცა.

სრულად

ბრძანების N:

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დიპლომის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების დადგენის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ“ დეკანის 2014 წლის 21 მაისის #9/29-1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                   

№  25/29-01

11.10.2024

ქ.თბილისი

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დიპლომის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების დადგენის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ“ დეკანის 2014 წლის 21 მაისის  #9/29-1 ბრძანებაში  ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი 29-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ა“, ,,ე“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“, ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

                                                                  ვბრძანებ:

1. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დიპლომის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების დადგენის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ“ დეკანის 2014 წლის 21 მაისის  #9/29-1 ბრძანების პირველ პუნქტში  შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დიპლომის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების დადგენის მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) მანანა ლობჟანიძე - თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე;

ბ) აკაკი მიქაბერიძე - მენეჯერი საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში;

გ) დავით მახვილაძე - კონსულტანტი იურიდიულ საკითხებში;

დ) ირმა მშვენიერაძე - კომისიის მდივანი,  სასწავლო პროცესის მართვის  სამსახურის უფროსი;

ე) ია ნაცვლიშვილი - ასოცირებული პროფესორი, ხარისხის მართვის სამსახურის მთავარი  სპეციალისტი;

ვ) ელისო კვირკაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის   სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

ზ) ლალი ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი.“

2. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი          პროფესორი                 გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 25/29-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2024 წლის 19 ივლისის №199/01-01 და თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 22 ივლისის №201/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2024 წლის 31 ივლისის №91/2024 დადგენილება) გადაწყვეტილებებისა (წერილები: 16.09.2024, №16449/28; 26.09.2024, №17769/28; 25.09.2024, №17641/28; 01.10.2024, №18112/28) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 7 ოქტომბრის №14 სხდომის ოქმის საფუძველზე, 


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:


ა) ფიზიკის დეპარტამენტის არაწრფივი მოვლენების ფიზიკის კათედრა:


რამაზ ხომერიკი - პროფესორი;


ბ) ბიოლოგიის დეპარტამენტის გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის მიმართულება:


ნინო არჩვაძე - ასისტენტ-პროფესორი;


გ) გეოგრაფიის დეპარტამენტის ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიის კათედრა:


ეთერ დავითაია - ასისტენტ-პროფესორი;


დ) მათემატიკის დეპარტამენტისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის მათემატიკური ლოგიკისა და დისკრეტული სტრუქტურების კათედრა (ინტერდისციპლინური):


დ.ა) ვლადიმერ ოდიშარია - ასისტენტ-პროფესორი;
დ.ბ) არჩილ ყიფიანი - ასისტენტ-პროფესორი.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

ბრძანების N: 117/2024

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2024 წლის 28 ივნისის №170/01-01 და №171/01-01  ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2024 წლის 16 ივლისის №79/2024 დადგენილების პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტები) გადაწყვეტილებებისა (წერილები: 18.09.2024, №16926/10-02; 27.09.2024, №17938/10-02; 19.09.2024, №17016/10-02) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 7 ოქტომბრის №14 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:


ა) საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება:


ფიქრია ასანიშვილი - ასოცირებული პროფესორი;


ბ) საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება:


ბ.ა) ია იაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ბ.ბ) ნინო პავლიაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ბ.გ) ვალერიან მელიქიძე - ასოცირებული პროფესორი;
ბ.დ) გიორგი კვინიკაძე - ასოცირებული პროფესორი;
ბ.ე) ვლადიმერ ჩხაიძე - ასისტენტ-პროფესორი;


გ) ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება:


გ.ა) მარი წერეთელი  - ასოცირებული პროფესორი;
გ.ბ) ნანული ტალახაძე - ასოცირებული პროფესორი;
გ.გ) ნათია კუპრაშვილი - ასოცირებული პროფესორი.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე  

სრულად

ბრძანების N: 119/2024

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 10 ივლისის №175/2018 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 4 ოქტომბრის №26130/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 7 ოქტომბრის №14 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. ამოღებულ იქნეს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 10 ივლისის №175/2018 დადგენილების 1.1. პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი. 


2.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე  

 

სრულად

ბრძანების N: 121/2024

სტუდენტურ პროექტებზე განაცხადების მიღება გრძელდება!

თსუ პროფესიული სტუდენტების საყურადღებოდ!

 

თსუ პროფესიული განათლების ცენტრი აგრძელებს კონკურსს სტუდენტური პროექტების მიღებაზე. 

 

4 ოქტომბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით, თსუ პროფესიული პროგრამების ნებისმიერ სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს  შეუძლია წარმოადგინოს პროფესიულ/საგანმანათლებლო და კულტურულ/სპორტული პროექტი, რომელიც თსუ პროფესიული განათლების ცენტრის მხარდაჭერით და დაფინანსებით განხორციელდება.

 

გამარჯვებული პროექტები  პროფესიული პროგრამების სასწავლო პერიოდში განხორციელდება

 

სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესი, განაცხადის, სამოქმედო გეგმის და ბიუჯეტის ფორმების სანახავად იხ. დანართის სახით.

 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა განაცხადი და საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა გაგზავნოთ cve@tsu.ge

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში და ინფორმაციისთვის მიმართეთ nana.mamagulishvili@tsu.ge

 

ბრძანება-სტუდენტების, მსმენელების პროექტების დაფინანსების წესი

 

 

ბრძანება-სტუდენტების, მსმენელების პროექტების დაფინანსების წესი დანართ N1

 

 

განცხადების ფორმა დანართი N2

 

სამოქმედო გეგმა დანართი N3

 

ბიუჯეტი დანართი N4

 

შეფასების ფორმა დანართი N5

სრულად

ბრძანების N:

ჟან მონეს მოდული „ევროპული და შედარებითი კონკურენციის სამართალი და პოლიტიკა“

 

საინაუგურაციო იმიტირებული სასამართლო პროცესი კონკურენციის სამართალში

(14 დეკემბერი 2024)

 

2024-2026 წლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს ჟან მონეს მოდულს „ევროპული და შედარებითი კონკურენციის სამართალი და პოლიტიკა“ (European and Comparative Competition Law and Policy – ECCLAP). მოდულის ფარგლებში, დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ კონკურენციის სამართლის საინაუგურაციო იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობისთვის.

 

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დარეგისტრირებულ სამართლის საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის  სტუდენტს. მონაწილეობისთვის აუცილებელია 2-3 სტუდენტისგან შემდგარი გუნდი. ერთი და იმავე დაწესებულებიდან შესაძლებელია ერთზე მეტი გუნდის მონაწილეობა.

 

იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდება სამ ეტაპად:

  •   რეგისტრაცია/ინტერესის გამოხატვა
  •   წერილობითი რაუნდი
  •   ზეპირი რაუნდი

 

რეგისტრაცია/ინტერესის გამოხატვა შესაძლებელია სპეციალური ფორმის მეშვეობით (იხ. ქვემოთ).

 

წერილობით რაუნდში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ გუნდებს. ხსენებული რაუნდის ფარგლებში, გუნდებმა უნდა წარმოადგინონ წერილობითი პოზიცია მათთვის წინასწარ მიწოდებულ კაზუსთან დაკავშირებით, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პერსპექტივით.

 

ზეპირ რაუნდში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ წერილობითი რაუნდის წარმატებით გადამლახავი გუნდები. ხსენებული რაუნდიც დაეფუძნება წერილობითი რაუნდის ფარგლებში განსახილველ კაზუსს.

 

ზეპირ რაუნდში მონაწილე გუნდებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები. გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება ფულადი პრიზით - 300 ევრო.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტები:

 

შეკითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: liana.japaridze@tsu.ge

სრულად

ბრძანების N:

ჯაბა სამუშიამ ფრანკფურტის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრა გამართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ენრიკო შლეიფთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოებასა და ფრანკფურტის უნივერსიტეტში ქართველოლოგიური ცენტრის განვითარებაზე ისაუბრეს.

 

შეხვედრას გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გერდ კარლინგი და ქართველოლოგიის მიმართულების პროფესორი მანანა თანდაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე, თსუ-სა და ფრანკფურტის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურების ხელმძღვანელები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თითქმის 30-წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს ფრანკფურტის უნივერსიტეტთან. სწორედ ფრანკფურტის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველოლოგიური ცენტრი, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს კვლევები და ვითარდება სრულიად ახალი მიმართულება - დიგიტალური ჰუმანიტარია. თსუ რექტორმა მადლობა გადაუხადა ფრანკფურტის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ცენტრის აქტიური ფუნქციონირებისთვის, რომელიც ხელს უწყობს გერმანიაში ქართველოლოგიის განვითარებას. „ჩვენთვის ამ პროექტს სახელმწიფოებრივად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. თსუ-შიც გვინდა ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრის შექმნა, რის შემდეგაც ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება“,-განაცხადა ჯაბა სამუშიამ. რექტორის ინფორმაციით, ფრანკფურტის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ევროკავშირის პროგრამა ერასმუს პლუსის ფარგლებშიც  იგეგმება, რაც კიდევ უფრო გააფართოებს თანამშრომლობის სფეროს.

 

ფრანკფურტის უნივერსიტეტის პრეზიდენტის ენრიკო შლეიფის თქმით, ძალიან ბევრ სტუდენტს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ფრანკფურტის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის მიმართულებაზე ესწავლა და კვლევები ჩაეტარებინა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ კულტურული იდენტობა, განსაკუთრებით ისეთი მდიდარი კულტურის მქონე ქვეყნების, როგორიც საქართველოა. ის კვლევები, რაც ამ წლების განმავლობაში ჩვენს უნივერსიტეტში ქართველოლოგიის მიმართულებით მიმდინარეობდა, არის განძი, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ თქვენც ძალიან ბევრს შეგმატებთ. გვსურს, ამ მიმართულების სწავლება სამივე საფეხურზე განვითარდეს,“- აღნიშნა ფრანკფურტის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა.

 

ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის ფარგლებში ფუნქციონირებს ქართველოლოგიის მიმართულება, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ისწავლონ. უნივერსიტეტში ასევე არსებობს რუსთაველის კაბინეტი.

სრულად

ბრძანების N: