Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2020 წლის 9 ნოემბრის №104/2020 დადგენილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 59-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2020 წლის 29 ოქტომბრის №215/01-01 და №216/01-01  ბრძანებების, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2020 წლის 14 დეკემბრის №21576/29 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 14 დეკემბრის №23 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:


1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2020 წლის 9 ნოემბრის №104/2020  დადგენილებაში და პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„დ)  ნანული ოქრუაშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;“.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 118/2020

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №63/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2020 წლის 10 დეკემბრის №23911/10-02 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 14 დეკემბრის №23 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №63/2018 დადგენილებაში:


ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 


,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო  ერთეულის - აფხაზეთის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ“; 


ბ) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო  ერთეულის - აფხაზეთის ინსტიტუტის დებულება (დანართი  №1).”;


გ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის:


გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 


,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - აფხაზეთის ინსტიტუტის დებულება“;


გ.ბ)  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 


,,მუხლი 1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - აფხაზეთის ინსტიტუტის  სტატუსი 


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - „უნივერსიტეტი“) აფხაზეთის ინსტიტუტი (შემდგომში - „ინსტიტუტი“) არის უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეული, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებითა და წინამდებარე დებულებით.
2. ინსტიტუტი სარგებლობს უნივერსიტეტის ერთიანი სახაზინო ანგარიშით, აქვს ბლანკი უნივერსიტეტის გერბით და ბეჭედი, რომლის გამოყენება ხდება ინსტიტუტის  ხელმძღვანელის მიერ კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.“;


გ.გ) მე-2 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 


,,მუხლი 2. ინსტიტუტის  მიზანი


1. აფხაზური ეთნოკულტურული სივრცის აღწერა და შესწავლა მისი განვითარებისა და საზოგადოებისათვის გაცნობის ხელშეწყობის მიზნით;
2. ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა პრობლემატიკის შესწავლა და კვლევა უნივერსიტეტის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პოტენციალის გამოყენებით; 
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თემატიკის დამუშავების პროცესში სტუდენტი ახალგაზრდობის აქტიური ჩაბმა, მათში მეცნიერული კვლევის საფუძვლების განვითარების მიზნით; 
4. ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოების ყურადღების გააქტიურება  ინსტიტუტის მიზნებით განსაზღვრულ საკითხებზე.";


გ.დ)  მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 


,,მუხლი 3. ინსტიტუტის  მართვის ორგანოები და სტრუქტურა
1. ინსტიტუტის  მართვის ორგანოებია: ინსტიტუტის საბჭო და  ინსტიტუტის ხელმძღვანელი (შემდგომში - დირექტორი). 
2. ინსტიტუტისთვის გათვალისწინებული თანამდებობების დასახელებებია: ინსტიტუტის დირექტორი, ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, მთავარი სპეციალისტი და უფროსი ლაბორანტი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობების ფუნქციები და შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა თუ შინაარსი განსაზღვრულია შესაბამისი სამუშაო აღწერილობებითა და შრომითი ხელშეკრულებებით.“; 


გ.ე) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,მუხლი 4. ინსტიტუტის  საბჭო 


1. ინსტიტუტის  საბჭოს შემადგენლობას ინსტიტუტის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს რექტორი.
2. ინსტიტუტის საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით. დაუშვებელია ხმის უფლების გადაცემა.
3. ინსტიტუტის საბჭო: 
ა) განსაზღვრავს ინსტიტუტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის პრიორიტეტულ მიმართულებებს; 
ბ) განიხილავს დირექტორის ანგარიშს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს;
გ) გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის შიდასამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე.
4. ინსტიტუტის საბჭო იკრიბება ყოველი საგანმანათლებლო  სემესტრის დაწყებამდე ერთი თვით ადრე დირექტორის ან ინსტიტუტის საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის ინიციატივით. 
5. ინსტიტუტის საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს დირექტორი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - დირექტორის  მოადგილე.
6. ინსტიტუტის საბჭოს დღის წესრიგს განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე ინსტიტუტის საბჭოს წევრთა წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით; ხოლო რიგგარეშე ინსტიტუტის საბჭოს დღის წესრიგი განისაზღვრება ინსტიტუტის საბჭოს მოწვევის ინიციატორ წევრთა მიერ.
7. ინსტიტუტის საბჭოს დღის წესრიგი წევრებს ეგზავნებათ სხდომის გამართვამდე ერთი კვირით ადრე.
8. ინსტიტუტის საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. 
9. ინსტიტუტის საბჭოს სხდომის მიმდინარეობა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.“;


გ.ვ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 


,,მუხლი 5. ინსტიტუტის დირექტორი 


1. ინსტიტუტის საქმიანობას ხელმძღვანელობს ინსტიტუტის დირექტორი.
2. დირექტორს ნიშნავს რექტორი 4 წლის ვადით.
3. ინსტიტუტის დირექტორი ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორისა და ინსტიტუტის საბჭოს წინაშე.“. 


გ.ზ) მე-6, მე-7 და მე-8 მუხლები ამოღებულ იქნეს;


გ.თ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,მუხლი 9. ინსტიტუტის წევრობა


1. ინსტიტუტის წევრი მონაწილეობს ინსტიტუტის მუშაობის კონცეპტუალური საკითხების განსაზღვრაში. საჭიროების შემთხვევაში ეხმარება ინსტიტუტის თანამშრომლებს კონკრეტული პრობლემების გადაჭრაში. ინსტიტუტის წევრობა ანაზღაურებადი  არ არის. თუმცა, ინსტიტუტის მიერ დამატებითი დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში შესაძლებელია იყოს ანაზღაურებადი და ინსტიტუტის დირექტორი შესაბამის წევრს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ხელშეკრულების გასაფორმებლად.
2. ინსტიტუტის წევრი მოვალეა: 
ა) დაიცვას დებულება და დაემორჩილოს ინსტიტუტის საბჭოს გადაწყვეტილებებს; 
ბ) დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისას გაითვალისწინოს ინსტიტუტის ინტერესები და რეგულარულად მიიღოს მონაწილეობა მის ღონისძიებებში; 
გ) გაუფრთხილდეს ინსტიტუტის რეპუტაციას, ხელი შეუწყოს მის მუშაობას, ერთიანობას, მიზნების განხორციელებას; 
დ) ინსტიტუტის წევრს უფლებამოსილება უწყდება საკუთარი სურვილით, ინსტიტუტის საბჭოს გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში.“; 


გ.ი) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,მუხლი 10. დაფინანსება 


ინსტიტუტის  დაფინანსების წყაროებია: 
ა) უნივერსიტეტის ბიუჯეტი;
ბ) საგრანტო დაფინანსება;
გ) შემოწირულობები;
დ) ინსტიტუტის მიერ მიღებული შემოსავლები (უნივერსიტეტში დადგენილი წესის საფუძველზე სასწავლო კურსების განხორციელების საფუძველზე მიღებული შემოსავლები, საკონსულტაციო და მთარგმნელობითი საქმიანობის განხორციელების საფუძველზე მიღებული შემოსავლები);
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.


გ.კ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,მუხლი 12. ძალაში შესვლა 


დებულება ძალაში შედის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მისი დამტკიცებისთანავე“. 


2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 117/2020

,,სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №112/2013 დადგენილებაში  ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 29 დეკემბრის №122/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 30 ნოემბრის №22 სხდომის ოქმის  საფუძველზე,  


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №112/2013 დადგენილებაში  ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 29 დეკემბრის №122/2014 დადგენილებაში და მე-2 პუნქტით დამტკიცებული №2, №3, №4, №5, №6 და №7 დანართები ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით (დანართი №2, დანართი №3, დანართი №4, დანართი №5, დანართი №6, დანართი №7).


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 116/2020

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის  №112/2013 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა  და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 30 ნოემბრის №22 სხდომის ოქმის  საფუძველზე,  


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის  №112/2013 დადგენილებაში და პირველი პუნქტით დამტკიცებული №2, №3, №4, №5, №6 და №7 დანართები ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით (დანართი №2, დანართი №3, დანართი №4, დანართი №5, დანართი №6, დანართი №7).


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 115/2020

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2020 წლის 27 ნოემბრის №20649/10 და 2020 წლის 28 ნოემბრის №20733/10, №20732/10, №20731/10, №20730/10, №20729/10, №20728/10, №20727/10, №20726/10, №20725/10, №20724/10, №20723/10  წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 30 ნოემბრის №22 სხდომის ოქმის საფუძველზე, 


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები რეაკრედიტაციის მიზნით „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „მათემატიკა“ (დანართი 2);
ბ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-4 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ქიმია“ (დანართი 4);
გ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-7 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გეოლოგია“ (დანართი 7);
დ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-12 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „მათემატიკა“ (დანართი 12);
ე) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-13 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი მათემატიკა“ (დანართი 13);
ვ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-16 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „ქიმია“ (დანართი 16);
ზ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-17 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „ქიმიური ექსპერტიზა“ (დანართი 17);
თ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის 21-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „გეოლოგია“ (დანართი 21);
ი) I ნაწილის „გ“ პუნქტის 25-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „მათემატიკა“ (დანართი 25);
კ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 27-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „ქიმია“ (დანართი 27);
ლ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 30-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „გეოლოგია“ (დანართი 30);
მ) IV ნაწილის „ბ“ პუნქტის 90-ე  ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“ (დანართი 90).


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 114/2020

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2020 წლის 23 სექტემბრის №184/01-01 ბრძანების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2020 წლის 12 ოქტომბრის №101/2020 დადგენილება) გადაწყვეტილებისა (წერილი: 18.11.2020, №23261/28) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 30 ნოემბრის №22 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნეს პეტრე ბაბილუა.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


 
გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 113/2020

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 20 ნოემბრის №20222/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 30 ნოემბრის №22 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილების პირველი პუნქტის I ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის „ზ.ა“ ქვეპუნქტი.


2.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 112/2020

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 7 სექტემბრის №193/2018 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 18 ნოემბრის №20088/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 30 ნოემბრის №22 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1.  ამოღებულ იქნეს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 7 სექტემბრის №193/2018 დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი. 


2.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 111/2020

“ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 სექტემბრის №80/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 16 ნოემბრის №19946/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 30 ნოემბრის №22 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. ამოღებულ იქნეს “ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 სექტემბრის №80/2012 დადგენილების პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის „თ.დ“ ქვეპუნქტი. 


2.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 110/2020

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2020 წლის 6 ნოემბრის №19415/10, №19420/10 წერილებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 9 ნოემბრის №21 სხდომის ოქმის საფუძველზე, 


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


ა) III ნაწილის „ა“ პუნქტის 77-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეკონომიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 77);
ბ) III ნაწილის „ა“ პუნქტის 78-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) “ (დანართი 78);
გ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-80 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ეკონომიკა“ (დანართი 80);
დ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 81-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ (დანართი 81);
ე) III ნაწილის „გ“ პუნქტის 85-ე  ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ (დანართი 85);
ვ) VI ნაწილის „ბ“ პუნქტის 105-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა  „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (აფხაზურენოვანთათვის/აზერბაიჯანულენოვანთათვის/სომხურენოვანთათვის/ოსურენოვანთათვის) (დანართი 105).


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 109/2020

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2020 წლის 3 ივლისის №125/01-01 ბრძანების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2020 წლის 9 ივლისის №59/2020 დადგენილების მე-8 პუნქტი) გადაწყვეტილებისა (წერილი: 21.09.2020, №18660/28) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 9 ნოემბრის №21 სხდომის ოქმის საფუძველზე, 


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტების მათემატიკური ლოგიკისა და დისკრეტული სტრუქტურების კათედრის (ინტერდისციპლინური) აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:


ა) ვლადიმერ ოდიშარია - ასისტენტ-პროფესორი;
ბ) არჩილ ყიფიანი - ასისტენტ-პროფესორი.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 108/2020

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის  მედლის მინიჭების პირობებისა და  დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2020 წლის 5 ნოემბრის №19324/29 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 9 ნოემბრის №21 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის  მედლის მინიჭების პირობები და  დაჯილდოების წესი (დანართი №1).


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 107/2020

ნოდარ ჭიჭინაძისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №38/2014 დადგენილების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის  - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის 2020 წლის 2 ნოემბრის №18943/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 9 ნოემბრის №21 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, ანდროლოგიური დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ანატომიისა და ექსპერიმენტული მოდელირების დეპარტამენტის უვადო მთავარ მეცნიერ თანამშრომელს ნოდარ ჭიჭინაძეს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.


2.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 106/2020

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 11 სექტემბრის №83/2020 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტის 2020 წლის 4 ნოემბრის №19147/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 9 ნოემბრის №21 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1.  ამოღებულ იქნეს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 11 სექტემბრის №83/2020 დადგენილების პირველი პუნქტის „ა.ა.ბ“ ქვეპუნქტი. 


2.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 105/2020

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2020 წლის 29 ოქტომბრის №215/01-01 და №216/01-01  ბრძანებების, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2020 წლის 2 ნოემბრის №18951/29, №18952/29 წერილებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 9 ნოემბრის №21 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) მარინა ჩავლეიშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) იოსებ ხელაშვილი - თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) გულნაზ ერქომაიშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ)  ნანა ოქრუაშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) ფიქრია წოწკოლაური - საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) ეთერ ხარაიშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ)  მერაბ ჯიქია - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მარინა მაისურაძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).


2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) ნინო ფარესაშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მანანა ლობჟანიძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მაია გიორგობიანი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) მარინე კობალავა - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) ნინო დამენია - საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) მიხეილ ჩიკვილაძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ბადრი რამიშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნაზირა კაკულია - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 104/2020

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2020 წლის 12 ოქტომბრის №17024/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 12  ოქტომბრის №20 სხდომის ოქმის საფუძველზე, 


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „მათემატიკა“ (დანართი 2);
ბ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-14 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „ფუნდამენტური ფიზიკა“ (დანართი 14);


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 103/2020

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2020 წლის 11 სექტემბრის №90/2020 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2020 წლის 12 ოქტომბრის №17024/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 12 ოქტომბრის №20 სხდომის ოქმის საფუძველზე, 


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2020 წლის 11 სექტემბრის №90/2020 დადგენილებაში  და დაემატოს შემდეგი შინაარსის 11, 12 და 13 პუნქტები:


„11. საბაკალავრო პროგრამის „ქიმია“ ახალი რედაქციით წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცებამდე ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცეთ დაასრულონ საბაკალავრო პროგრამა ,,ქიმია“ ამ დადგენილების მიღებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად. 
12. საბაკალავრო პროგრამის ,,ქიმია“ სტუდენტებს სურვილის შემთხვევაში საშუალება მიეცეთ ხსენებული პროგრამა გაიაროს ამ დადგენილებით დამტკიცებული რედაქციით (შემდგომი ცვლილებების გათვალისწინებით). 
13. დადგენილების 11 და 12 პუნქტების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2021 წლის 31 სექტემბრამდე.“.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 102/2020

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2020 წლის 23 სექტემბრის №184/01-01  ბრძანების, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2020 წლის 2 ოქტომბრის №16266/28 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 12 ოქტომბრის №20 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის (ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრა) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) ელიზბარ ნადარაია - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ვახტანგ კვარაცხელია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თინათინ დავითაშვილი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) თეიმურაზ ახობაძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) ოთარ ჯოხაძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) მალხაზ შაშიაშვილი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ომარ ფურთუხია - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნატალია ჩინჩალაძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 101/2020

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ 

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

2021 წლის 29 ივლისის №64/2021 დადგენილებით

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის 2020 წლის 29 სექტემბრის №15863/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის პირველი ოქტომბრის №19 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი (დანართი №1).


2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 22 ივლისის №94/2019 დადგენილება.


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას. 
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 100/2020

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2020 წლის 3 ივლისის №124/01-01 და №125/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2020 წლის 9 ივლისის №59/2020 დადგენილების პირველი და მე-6 პუნქტები) გადაწყვეტილებებისა (წერილები: 17.09.2020, №18261/28; 17.09.2020, №18262/28; 18.09.2020, №18431/28) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის პირველი ოქტომბრის №19 სხდომის ოქმის საფუძველზე, 


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:


ა) ქიმიის დეპარტამენტი:


ა.ა) ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრა:


ა.ა.ა) გიორგი ბეზარაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ა.ა.ბ) ნინო თაყაიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;


ა.ბ) ზოგადი, არაორგანული და მეტალორგანული ქიმიის კათედრა:


ქრისტინე გიორგაძე - ასისტენტ-პროფესორი;


ა.გ) ორგანული ქიმიის კათედრა:


ელენე კაცაძე - ასისტენტ-პროფესორი;


ბ) მათემატიკის დეპარტამენტი:


ბ.ა) მათემატიკური ანალიზის კათედრა:


ბ.ა.ა) ანა დანელია - ასისტენტ-პროფესორი; 
ბ.ა.ბ) შალვა ზვიადაძე - ასისტენტ-პროფესორი; 
ბ.ა.გ) გივი ნადიბაიძე - ასისტენტ-პროფესორი; 


ბ.ბ) ალგებრა-გეომეტრიის კათედრა:


რუსლან სურმანიძე - ასისტენტ-პროფესორი;


ბ.გ) მექანიკის კათედრა: 


მაია სვანაძე - ასისტენტ-პროფესორი.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 99/2020