თსუ პროფესიული განათლების ცენტრის პროფესიული პროგრამის „საბაჟო საქმის“ (ქუთაისი) სტუდენტებმა „გაცნობითი პრაქტიკის“ მოდულის ფარგლებში, მოინახულეს ქუთაისის საბაჟო გაფორმების განყოფილება, ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ქუთაისის ინდუსტრიული ზონა და ქუთაისის აეროპორტის საბაჟო ობიექტები.
სტუდენტები დეტალურად გაეცნენ თითეული სამსახურის მუშაობის სპეციფიკას, განახორციელეს დაკვირვება მებაჟე-ოფიცრების მიერ საბაჟო გაფორმების, ფიზიკური პირების მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ პროცედურებსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში საქონლის შეტანა-გატანის პროცესებზე.