Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტრენინგი შრომითი უფლებების დასაცავად

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ორგანიზებით სტუდენტებისთვის ტრენინგი “როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები შრომის ბაზარზე - შრომითი ხელშეკრულება, როგორც იურიდიული გარანტი” გაიმართა. ტრენინგს იურისტი ალექსანდრე თორია უძღვებოდა.

 

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის ლევან წიქარიძის თქმით, ეს არის მორიგი შესაძლებლობა პროფესიული სტუდენტებისთვის გაიღრმაონ ცოდნა და უნარები, რაც მომავალ დასაქმებასა და კარიერულ განვითარებაში დაეხმარება მათ. “სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ გვქონდა ვორკშოპი, რომელიც სტუდენტებს დამსაქმებლებთან საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში დაეხმარებათ. ამჯერად კი ტარდება ალექსანდრე თორიას ტრენინგი, სადაც სტუდენტები მიიღებენ აუცილებელ ცოდნას და გამოცდილებას შრომით ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, რამდენად აუცილებელია ხელშეკრულების გაფორმება და ხელმოწერამდე რა დეტალებს უნდა მიაქციონ ყურადღება, და ზოგადად, როგორ უნდა დაიცვან საკუთარი უფლებები შრომის ბაზარზე”,-აღნიშნა ლევან წიქარიძემ.

 

უახლოეს პერიოდში ტრენინგი ქუთაისში პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებისთვისაც გაიმართება. ტრენინგის შემდეგ სტუდენტებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ. 

 

ლის ბოლომდე თსუ პროფესიული განათლების ცენტრი კიდევ რამდენიმე ვორკშოპს და მასტერკლასს გეგმავს სტუდენტების კარიერული განვითარების ხელშესაწყობად. დღეისთვის თსუ პროფესიული განათლების ცენტრში თბილისსა და ქუთაისში 400-მდე სტუდენტი სწავლობს.

 

 

თარიღი: 29/07/2024