Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესიული სტუდენტები საბაჟო პროცედურებს და სასაწყობე-სადისტრიბუციო ოპერაციებს გაეცნენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტები პროგრამის ხელმძღვანელთან ლაშა ჩაკვეტაძესთან ერთად საქართველოს ფინანსთა სამინისტრის შემოსავლების სამსახურის ქუთაისის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრს, ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას და შპს დეილის სასაწყობე-სადისტრიბუციო ცენტრს ეწვივნენ.

 

საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პროფესიული პროგრამების “საბაჟო საქმე” (ქუთაისი) და “ტვირთების ექსპედირება” (ქუთაისი) სტუდენტებს საბაჟო კონტროლის ფორმალობები და ტვირთების გაფორმების პროცედურები გააცნეს, ასევე წარმოადგინეს  პრეზენტაცია საგადასახდო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ.

 

შპს “დეილის” ობიექტზე კი პროფესიულ სტუდენტებს საწყობის მენეჯერმა აპოლონ ჭეიშვილმა უმასპინძლა და მათ A კლასის საწყობის მუშაობის პროცესი გააცნო.  სტუდენტებმა დაათვალიერეს სასაწყობე მეურნეობა და დაესწრნენ სადისტრიბუციო ქსელში გამსვლელ სატრანსპორტო საშუალებების დატვირთვა და ქსელში განაწილების დაგეგმვის პროცედურებს.

თარიღი: 11/12/2024