Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მომავალი ბიბლიოთეკარების დისკუსია ქალთა უფლებებზე

თსუ პროფესიული პროგრამის „საბიბლიოთეკო საქმე“ სტუდენტებმა მოდულის „კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები“ ფარგლებში ღონისძიება „საბედისწერო მშვენიერება“ გამართეს, რომელსაც თსუ რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის მ.შ. ინეზა ვაწაძე, პროფესიული მასწავლებლები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

 

ქართველი რეჟისორის თენგიზ აბულაძის ფილმი „ნატვრის ხე“ პროფესიულმა სტუდენტებმა სტუდენტებმა ქალთა მიმართ ძალადობის და მათი უფლებების დაცვის ჭრილში განიხილეს. ფილმის ჩვენება სტუდენტების დისკუსიის თანხლებით მიმდინარეობდა, რომელშიც ახალგაზრდებთან ერთად ფსიქოლოგი ნინო ბოკუჩავა მონაწილეობდა.

 

როგორც თსუ ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სამკითხველო დარბაზის ხელმძღვანელმა, პროფესიულმა მასწავლებელმა ხათუნა ჩუგოშვილმა აღნიშნა, სტუდენტებმა ღონისძიება დამოუკიდებლად დაგეგმეს და გაანხორციელეს, თუმცა მნიშვნელოვანი  იყო ბიბლიოთეკის მეგობართა ჯგუფის მხარდაჭერა, რომელთაც ამ მხრივ დიდი გამოცდილება აქვთ.  მისივე თქმით, ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია სტუდენტების პრაქტიკული გამოცდილების, ასევე მათი საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე მსჯელობაში მონაწილეობის კუთხით.

თარიღი: 19/12/2024