- თსუ პროფესიული განათლების ცენტრი ქალაქ თბილისში აცხადებს მიღებას პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“.
- პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი საბუნებისმეტყველო, სიცოცხლის შემსწავლელი, გამოყენებითი ბიომეცნიერების, ბიოტექნოლოგიის, გარემოს დაცვის, აგრარული, სოფლის მეურნეობის, მედიცინის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფარმაცის, ფარმაკოლოგიის მიმართულებებით ან/და ლაბორატორიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პროფესიულ კვალიფიკაციას (შემდეგი მიმართულებით: ნივთიერებებისა და მასალების ქიმიური ანალიზის ლაბორანტი; ქიმიური და სასურსათო პროდუქტების ექსპერტი; ქიმიური და კვების მრეწველობის უსაფრთხოების სპეციალისტი; ქიმიური წარმოების სპეციალისტი; ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალისტი; სამედიცინო და ფარმაცევტულ მოწყობილობათა ოპერატორი; ფარმაცია და ფარმაციის თანაშემწე; ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი).
♦ გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია განხორციელდება 17.11.2022- 23.11.2022 წ.
დაინტერესებულ აპლიკანტებს გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია შეუძლიათ ვებგვერდზე www.vet.emis.ge.
► ვებგვერდზე რეგისტრაციის/ავტორიზაციის გავლის შემდეგ აპლიკანტმა უნდა მონიშნოს „მომზადებისა და გადამზადების პროფესიული პროგრამები“. შემდეგ აირჩიოს „პროგრამების“ ფანჯარა და საძიებო სისტემაში მიუთითოს - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ პროგრამის სახელწოდება სახელწოდება.
► ვებგვერდის საშუალებით აპლიკანტს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია გადამზადების პროგრამის განხორციელების ვადების, მისაღწევი სწავლის შედეგებისა და მისაღები ადგილების რაოდენობის შესახებ.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ პირადი შეტყობინებაში ან დარეკეთ 579782001!