თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის (ქუთაისი) სტუდენტები ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებს: „ბათუმის პორტი“, და ,,სარფი“, ასევე ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონას ესტუმრნენ.
საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა “საბაჟო საქმის” პროფესიული პროგრამის სტუდენტებს დეტალურად გააცნეს საბაჟო კონტროლის ფორმალობები, დეკლარაციების/ტვირთების გაფორმების პროცედურები და ბარგის სკანირებისთვის განკუთვნილი უახლესი რენტგენო ინსპექტირების სისტემები.
უნივერსიტეტის სტუდენტები ასევე დაესწრნენ ნარკოტიკული საშუალების ძებნა-აღმოჩენაზე გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლების იმიტირებულ ჩვენებას. შეხვედრების ფარგლებში. საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დეტალურად უპასუხეს სტუდენტების კითხვებს.