Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პროფესიული განათლების ცენტრი საერთაშორისო კვირეულზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრმა პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი მასპინძლობს.

 

ღონისძიება პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საერთაშორისო თანამსრომლობის გაღრმავების მიზნით იმართება.

 

კვირეული, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და პარტნიორი ორგანიზაციები 10 ქვეყნიდან, მოიცავს პრეზენტაციებსა და ვორქშოპებს, პანელურ დისკუსიებს. მონაწილეებს ასევე ქონდათ შესაძლებლობა მოეწყოთ საგამოფენო სივრცე ერთმანეთის უკეთ გასაცნობად და სამომავლო თანამშრომლობაზე სამსჯელოდ.

 

ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბაია კვიციანი და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი ირინე მარგიშვილი ესწრებოდნენ.

 

კვირეულის ფარგლებში პრეზენტაციით წარსდგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი. პრეზენტაციისას აქცენტი გაკეთდა ცენტრის საქმიანობაზე, ინტერნაციონალიზაციის პროცესზე, განხორციელებულ პროფესიულ პროგრამებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

 

თარიღი: 23/10/2024