თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო
2 მაისიდან 22 აგვისტოს ჩათვლით რეგისტრაცია განხორციელდება შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- ბუღალტრული აღრიცხვა - თბილისი/ქუთაისი - ხანგრძლივობა 17 თვე;
- სკოლამდელი აღზრდა - თბილისი - ხანგრძლივობა 20 თვე;
- საბჟო საქმე - თბილისი/ქუთაისი - ხანგრძლივობა 14 თვე;
- ღონისძიების ორგანიზება - თბილისი/ქუთაისი - ხანგრძლივობა 10 თვე;
- საოფისე საქმე - თბილისი/ქუთაისი - ხანგრძლივობა 10 თვე;
- საფინანსო სერვისები - თბილისი/ქუთაისი - ხანგრძლივობა 9 თვე;
- საბიბლიოთეკო საქმე - თბილისი/ქუთაისი - ხანგრძლივობა 14 თვე;
- სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა - ქუთაისი - ხანგრძლივობა 13 თვე;
პროფესიულ პროგრამებზე სწავლა დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ სრულად.
პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
ასევე, ვებგვერდზე (www.vet.emis.ge) განთავსებულ კატალოგში.
რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ონლაინ www.vet.emis.ge ვებგვერდის საშუალებით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით თსუ პროფესიული განათლების ცენტრს მეილზე:
cve@tsu.ge