31 იანვარს თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრში ჩატარდა ტრენინგი პროფესიული ინკლუზიური განათლების მიმართულებით, რომელსაც უძღვებოდა ცენტრის პროფესიული ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, ფსიქოლოგი მაია შაშვიაშვილი. ტრენინგზე განხილული იყო თემები:
- ინკლუზიური განათლების არსი და პრინციპები;
- ისტორია, რეალობა და თანამედროვე გამოწვევები;
- სსსმ სტუდენტების სასწავლო პროცესში ჩართვის თავისებურებები და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
ტრენინგს ესწრებოდნენ თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის მასწავლებლები. შეხვედრაზე გაიმართა ვიდეოჩვენებაც, სადაც გადმოცემული იყო შშმ პირების მიერ დაძლეული სირთულეები და წარმატებული შედეგები.