ნატო ობოლაძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტის, საია-ს სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის მარიამ ჭიკაძის თანაავტორობით ადვოკატთა სახელმძღვანელო - „ეფექტიანი გამოძიება სამართალდამცავთა მიერ ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე“ - გამოქვეყნდა.
„მე ვიმუშავე პირველ თავზე, რომელიც მოიცავს ეფექტიანი გამოძიების წარმოების ვალდებულებას და იმ კრიტერიუმებს, რომლისგანაც შედგება ეფექტიანი გამოძიება (ვგულისხმობ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართალოს პრეცენდენტული სამართლის მიხედვით დადგენილი ეფექტიანი გამოძიების კრიტრიუმების განმარტება-მიმოხილვას),“ - განმარტა მარიამ ჭიკაძემ.
„სახელმძღვანელოს მიზანია, წვლილი შეიტანოს იმ ადვოკატთა გაძლიერებაში, რომლებიც დაზარალებულთა ინტერესებს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით წარმოადგენენ. სახელმძღვანელო ორ ნაწილად იყოფა: პირველ ნაწილში მიმოხილულია ის ზოგადი სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფოს მიერ საქმის ეფექტიანი გამოძიება, მეორე ნაწილში მოცემულია პრაქტიკული რჩევები, რომლებიც დაეხმარება ადვოკატებს ეროვნულ დონეზე საქმის სრულყოფილად წარმოებაში“, - წერს საია.