ლუკა ჯინჭარაძე თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია და ამერიკისმცოდნეობის სპეციალობას ეუფლება. დამატებით, ლუკა მოტივირებულია — შეიძინოს ახალი უნარები და წვლილი შეიტანოს მე-4 ხელისუფლების ფორმირებაში უკეთესი მედია გარემოს შესაქმნელად. სწორედ ამ ინტერესით ჩაერთო ის თსუ-ის პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრის სტაჟირების პროგრამაში. „ჩემი მიზანია დეზინფორმაციასთან ბრძოლა და სანდო ინფორმაციის მიტანა მკითველამდე თუ მსმენლამდე“, — ამბობს ლუკა, რომელიც თვლის, რომ საქართველოში არ არსებობს ობიექტური მედია. იგი ყველა არხზე ყველანაირ ინფორმაციას ეცნობა და ფაქტებზე დაყრდნობით საკუთარი აზრი გამოაქვს. უნდა -ისეთი საქმე აკეთოს, რაც უყვარს და თვლის, რომ კარგად გამოუვა. „სიამოვნებით ვიმუშავებდი ტელევიზიაში, ჟურნალში, სკოლაში, გამომცემლობებში, ისეთ დაწესებულებეში, სადაც მექნებოდა უცხოელებთან შეხება და კიდევ უფრო გავიღმავებდი სხვა და სხვა ენებს“, — ასეთია ლუკას სამომავლო ფიქრები. ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მის შეფასებებს და ანალიზს კვალი დაატყო და სწორ გზაზე გაიყვანა: „მარცხი შეიძლება ჩვენს სასიკეთოდაც გამოვიყენოთ, ვგულისხმობ იმას, რომ ვისწავლოთ შეცდომაზე. მარცხია მეგობრების დაკარგვა, რაც პიროვნული ტრაგედიაცაა, ვგულისხმობ სხვა და სხვა აზროვნების ჩამოყალიბებას, რომელიც დიდობაში უფრო თვალსაჩინო ხდება. მარცხია ის, რომ, შესაძლოა, პოლიტიკური, რელიგიური ან ორიენტაციის გამო დაკარგო შენთვის ძვირფასი ადამიანი“, — ამბობს ლუკა.
მიზნები ბევრი აქვს: განვითარება თავის საქმეში (გულისხმობს აკადემიურ სივრცეს), ბევრი საინტერესო ქალაქის მონახულება, სხვა და სხვა ენის შესწავლა და ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება.