თამარ დადიანი
საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიაში ბიო სამედიცინო კვლევების საკოორდინაციო საბჭო გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა მეცნიერი, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი სამედიცინო ონკოლოგიისა და კლინიკური გენეტიკის საკითხებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე თავართქილაძე უაღრესად საინტერესო პრეზენტაციით წარსდგა. მის მიერ შექმნილი პრეპარატი „სულანჟერი" კოვიდის საწინააღმდეგო, ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატია. პრეპარატის კლინიკური ცდები ჩატარდა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, „მიხაილოვის“ საავადმყოფოსა და საჩხერის კლინიკაში. საქართველოსა და უცხოეთში ჩატარებულმა ფართო კვლევებმა დაამტკიცა, რომ ეს პრეპარატი არის აქტიური.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინიციატივით გამართული შეხვედრის მიზანი იყო პრაქტიკული მედიცინის დაახლოება აკადემიურ მედიცინასთან. ყოველდღიურ სამედიცინო სწავლებაში მეცნიერული კვლევების ჩართვა და ამ კვლევეის განვითარება.
პრეზენტაციაზე საბჭომ განიხილა პრეპარატის ავტორის, ალექსანდრე თავართქილაძის მოხსენება კოვიდის საწინააღმდეგო, ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატის „სულანჟერი"-ს შესახებ. დაისვა საინტერესო კითვები და დაისახა სტრატეგიული გეგმები — თუ როგორ უნდა გახდეს ეს პრეპარატი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი.
როგორც საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ აღნიშნა: „მცენარეული პრეპარატები თითქმის ყველა დაავადებების სამკურნალოდ არის შექმნილი და ისინი დიდი წარმატებით სარგებლობენ. საქართველოში გაგვაჩნია 1100 ენდემური მცენარე და ამ მცენარეების პოტენციალს გამოყენება უნდა. მცენარეული წამლები გამოყენებამდე აუცილებლად უნდა იქნას სიღრმისეულად შესწავლილი. პრეპარატ „სულანჟერი"-ს გამოყენებამ პაციენტებში კარგი შედეგები მოგვცა და ვფიქრომ, რომ ამ წამალს კარგი პერსპექტივა აქვს არა მარტო საქართველოს, მსოფლიო მასშტაბითაც“.
პრეზენტაციაზე პრეპარატის კვლევებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს აკადემიკოსმა, პროფესორმა რამაზ ხეცურიანმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მუდმივმოქმედი კონგრესის წევრმა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ელენე ამირეჯიბმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა რამაზ ყურაშვილმა და სხვა.
შეხვედრაზე საბჭოს წევრებისა და სტუმრების მიერ ასევე საინტერესო აქცენტები გაკეთდა მცენარეული სამკურნალო საშუალებებისა და უპირატესობების შესახებ. ქიმიურად სინთეზირებული წამლები ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ არიან ბიოდეგრარირებადი და ორგანიზმს არ გააჩნია ის ფერმენტული სისტემები რომელიც მას დაშლის. მცენარეული პრეპარატები კი ორგანიზმისთვის არ არის საშიში და გვერდითი მოვლენებიც ნაკლებად გააჩნიათ. ამიტომ მცენარეული პრეპარატების შექმნა და მისი პოპულარიზაცია დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ქიმიურად სინთეზირებული წამლების საფრთხეები.
ახალ ქართულ ბიოლოგიურ პრეპარატზე — „სულანჟერი“ — დაკვირვება, ობსერვაციული კვლევის სახით, საქართველოში, ჰოსპიტალურ პირობებში, 155 პაციენტზე ჩატარდა. ნანახია მისი ძლიერი დამთრგუნველი ზემოქმედება ციტოკინების გამოთავისუფლების სინდრომზე, ეგრეთწოდებულ ციტოგენურ შტორმზე, რაც გამოიხატებოდა ათობითი მარკირების პროგრესულ შემცირებაში. პრეპარატის შესახებ ავტორის მოხსენება სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო მეთოდოლოგიურმა საბჭომ დადებითად შეაფასა. თუმცა ეს ჯერ კიდევ მხოლოდ დასაწყისია! პრეპარატს წინ კიდევ დიდი გზა აქვს...
როგორც პრეპარატის შექმნაში მონაწილე ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა აღნიშნა, მას სულ ახლო მომავალში გაუხსნის გზას არაერთი ქვეყანა. იმედია, ქართველი ექიმისა და მკვლევრის ალექსანდე თავართქილაძის პრეპარატი თავს დაიმკვიდრებს საერთაშორისო სამედიცინო სამყაროში და, რაც მთავარია, დიდ შვებას მოჰგვრის ავტორის თანამემამულეებს, ქართველ პაციენტებს.