მიხეილ კაპანაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სამართლის მიმართულების სტუდენტია. თვლის, რომ ჟურნალისტიკა, მასთან ასოცირებული უნარები ახლოს არის იურისპრუდენციასთან თუ პოლიტიკასთან და ამიტომ ამ პროფესიის შესწავლა მის აკადემიურ შესაძლებლობებზე დადებით გავლენას იქონიებს. ამ მიზნით გადის მიხეილი თსუ პუბლიცისტიკისა და ელეტრონული მედია ცენტრის სტაჟირების პროგრამას. მისი შეფასებით, ქართულ მედიაში დღეს ობიექტურობის პრინციპი დარღვეულია, რაც ხალხში კონფლიქტურ სიტუაციას აღვივებს. სურს, რომ არსებული ვითარების შეცვლაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს. მიხეილ კაპანაძეს ცხოვრების გზაზე შეხვედრილი წარუმატებლობა და შეცდომა მამოძრავებელ ძალად მიაჩნია, რაც საკუთარი სისუსტის დანახვის პარალელურად მისი დაძლევისკენ უბიძგებს — „ეს მიქმნის მოტივაციას — არ გავრჩერდე, სანამ დასახულ მიზანს არ მივაღწევ“, — ამბობს მიხეილი და სამოქმედემო გეგმას აყალიბებს: „უნდა მივაღწიო ფინანსურ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. მინდა ოჯახის შექმნა ისეთ ადამიანთან, ვისთანაც ემოციური სიახლოვე მექნება. საინტერესო და თავგადასავლებით სავსე მოგონებები მინდა დამიგროვდეს“.