ნატო ობოლაძე
2021 წლის მესამე სტუდენტური პროექტების კონკურსის შედეგები ცნობილია. სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭო 5 პროექტს დააფინანსებს:
„კავკასია — სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“ – დაჩი ჩიტაია
„პროგრამის/კურსის წარმომადგენლების მოსამზადებელი ტრენინგი“ — ელენე ბებერაშვილი
საგანმანათლებლო ტრენინგები ვენეციის კა'ფოსკარის უნივერსიტეტში“ — გიგა ბაქრაძე
„NADH-Cyb5 — რედუქტაზას ინჰიბირების გავლენა ქოლინერგული სისტემის ფუნქციონირებისა და ჰიპოკამპში ეპილეფტოფორმულ აქტივობაზე“ — სერგო გეგეჭკორი
„კრიტიკული დემოკრატიის სკოლა“ — ნუცა ძანძავა.
პროექტები მიმდინარე წლის ბოლომდე განხორციელდება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების ახალი წესი 2017 წლიდან ამოქმედდა. შეიქმნა საკონკურსო საბჭო, რომელიც საკონკურსო პროექტებს სპეციალურად შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით აფასებს. სტუდენტებს კონკურსზე სამეცნიერო და კულტურული/სპორტული/საგანმანათლებლო პროექტების წარდგენის შესაძლებლობა წელიწადში სამჯერ აქვთ: მიმდინარე კალენდარული წლის 10 თებერვლის ჩათვლით შეტანილი პროექტების განხილვა ხორციელდება არაუგვიანეს 25 თებერვლისა, 15 აპრილის ჩათვლით შეტანილი პროექტების განხილვა განხორციელდება არაუგვიანეს 1 მაისისა, 1 ოქტომბრის ჩათვლით შეტანილი პროექტების განხილვა — არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა.