ნატო ობოლაძე
ამერიკის სტუდენტური ლიგის (NCAA1) ერთ-ერთი გამორჩეული უნივერსიტეტის, LIBERTY-ის კურსდამთავრებული და წარსულში საკალათბურთო გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ლოველ ქაბილი თსუ-ის კალათბურთის ნაკრებში ითამაშებს.
ქაბილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და მომავალ სეზონს თსუ-ში გაატარებს.
2019-2020 წლების სეზონში ლოველ ქაბილი სუპერლიგის გუნდ „მგზავრებში“ თამაშობდა, სადაც 9 მატჩი ჩაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა: საშუალოდ 14.6 ქულა, 5.1 პასი და 3.3 მოხსნა.
თსუ-ის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ხარჯავანიძე ამბობს, რომ გუნდის მენეჯმენტი მთლიანად შეცვლილია და გაძლიერებულია პროფესიონალი მოთამაშეებით. თსუ-ის გუნდში ეროვნული ნაკრების წევრები — ნიკოლოზ დარბაიძე, მიხეილ ბერიშვილი და გიორგი ცინცაძეც ითამაშებენ. ამ დროისთვის გუნდი წვრთნებს ბათუმში გადის და დუდუ დადიანის მემორიალური თასის ტურნირისთვის ემზადება, რომელიც 5 ოქტომბერს იწყება.