დიდი მამულიშვილის დაბადებიდან 175 წელი შესრულდა
დასამახსოვრებელი შეხვედრა შედგა რამდენიმე დღის წინივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კიდევ ერთხელ გავიხსენეთსამშობლოსთვის თავდადებული მამულიშვილი ვარლამ ჩერქეზიშვილი. მიმდინარე წლის 16 სექტემბერსმას დაბადებიდან 175 წელი შეუსრულდა.სწორედ ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმს საჩუქრად გადავეცით ქ.ლონდონიდან ჩამოტანილიმცირე ზომის საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა და ლითონის ყუთი,რომელშიც 1925-დან ინახებოდა ვარლამ ჩერქეზიშვილის ფერფლი. ის ათწლეულების განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა და მხოლოდ ხანგრძლივი ძებნის შემდეგ 2001 წლის შემოდგომაზე მივაკვლიეთლონდონის ერთ-ერთ უძველეს „Golders Green“-ის კრემატორიუმში. პოვნისას ის ჟანგისგან უკვე იმდენად იყოდაზიანებული, რომ 2013 წელს საჭირო გახდა მისი ჩანაცვლება ქართული მარმარილოსგან სპეციალურად ამ მიზნით დამზადებული ახალი სარკოფაგით. ვარლამის ფერფლის ძველი მცველიკი, რომელიც 88 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა პატრონს, დროშასთან და ჩემთან ერთად დაბრუნდა საქართველოში.
სამწუხაროა, რომ სამშობლოს სიყვარულისთვის ჯერ მეფის რუსეთის სპეცსამსახურებისგან, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობის შემდეგ კი საბჭოთა ხელისუფლებისგან დევნილი,მთელ ევროპაში კარგად ცნობილითანამემამულის შესახებ დღემდე მხოლოდ სპეციალისტთა ვიწრო წრისთვისაა ცნობილი. ამიტომ ვანიჭებთ დიდ მნიშვნელობასვარლამ ჩერქეზიშვილის სახელის ყველასთვის შესახსენებლად და საუკუნოვანი ბურუსის გასაფანტად გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს, ყოველ შეხვედრას, მით უფრო, თუ ამ შეხვედრების ინიციატორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია.
სამი წლის წინ, 2019 წლის გაზაფხულზე,ქართველ მეცნიერთა ჯგუფის ინიციატივით, სწორედ უნივერსიტეტის რექტორის, ბატონ გიორგი შარვაშიძის უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ვარლამ ჩერქეზიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედებითი მემკვიდრეობის შესასწავლად, მისი სახელის ცნობადობის ასამაღლებლად და საქართველოში „ღირსეული დაბრუნების“ უზრუნველსაყოფად.იმავე წელს ქართველი და უცხოელი მეცნიერების მონაწილეობით ჩატარდა ვარლამ ჩერქეზიშვილისადმი მიძღვნილი პირველი დარგთაშორისი სამეცნიერო კონფერენცია;ვარლამის სახელი ეწოდა ერთ-ერთ ქუჩას ქ.საგარეჯოში, ასევე, საჯარო სკოლას მის მშობლიურ სოფელ თოხლიაურში.
ცხადია, ამ ყველაფრის მოსწრება, ისიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში, შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა თანადგომა, რომელიც ჩვენ გვქონდა როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი სახელისუფლებო სტრუქტურების მხრიდან. მხედველობაში მაქვს განათლების სამინისტრო და პირადად მინისტრის მოადგილე — ქალბატონი ეკატერინე დგებუაძე; ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მინისტრის მოადგილე — ბატონი ილია ბეგიაშვილი; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი ოთარ ჩალათაშვილი;საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი, ქალბატონი მანანა ცუცქირიძე; სკოლის დირექტორი,ბატონი ირაკლი ჩარკვიანი, ამავე სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები.
ცალკე მინდა გამოვყო ამ მამულიშვილურ საქმეშისაქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის გვერდშიდგომა. მხედველობაში გვაქვს, უპირველეს ყოვლისა, ქალბატონ თამარ თაგვაძის მიერ ორსერიანი, ძალიან საინტერესო ფილმის მომზადება ვარლამ ჩერქეზიშვილის შესახებ და წინასაიუბილეო დღეებში მისირამდენჯერმე ჩვენება.
ვარლამ ჩერქეზიშვილის შესახებ კიდევ ერთ დოკუმენტურ ფილმზე უკვე დაწყებულია მუშაობათბილისის სახემწიფო უნივერსიტეტშიგაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ მთავარი რედაქტორის, ქალბატონ ნინო კაკულიას ხელმძღვანელობით.
უნივერსიტეტის კანცლერ, ბატონ ლაშა საღინაძესთან ერთად ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთან და საქართველოს ფოსტასთან დიდი მამულიშვილის 175-ე წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო საფოსტო მარკის გამოშვების თაობაზე.
ვამზადებთ და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაპირებთვარლამ ჩერქეზიშვილისადმი მიძღვნილი უკვე მეორე დარგთაშორისი სამეცნიეროკონფერენციის ჩატარებას; კონფერენციის დღეებშივე მოეწყობა გამოფენა, რომელიც სწორედ ამ საიუბილეო თარიღს, ვარლამ ჩერქეზიშვილის დაბადებიდან 175-ე წლისთვას მიეძღვნება.
ცხადია,ისმის კითხვა: -თითქმის საუკუნოვანი დუმილის შემდეგ რამ განაპირობა ვარლამ ჩერქეზიშვილისადმი ინტერესის ზრდა. პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ვარლამისა და სხვა თავდადებული მამულიშვილების გახსენება სწორედ რომ ჩვენსმომავალ თაობას, ათასგვარი გლობალური თუ ლოკალური პრობლემებით, ნიჰილიზმითა თუ პარტიული დაპირისპირებებით განაწამებ თანამედროვე ქართულ საზოგადოებასსჭირდება, რათა სწორად განვსაზღვროთსამოქმედო პრიორიტეტები,საკუთარ თავში ვიპოვოთ ძალა გასაერთიანებლად და, საჭიროების შემთხვევაში, ვისწავლოთ დათმობაჩვენი საერთო ოჯახის — სამშობლოს სასარგებლოდ. ვარლამ ჩერქეზიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა კი ასეთი ერთიანობის, თვით უმძიმეს კომპრომისზე წასვლის საუკეთესო მაგალითია.
ზემოთქმული მეტ დატვირთვას შეიძენს, თუ აღვნიშნავთ, რომ ვარლამი არ იყოპიროვნება,რომლის ცხოვრება, მოღვაწეობა ერთ კონკრეტულ პარტიას, მოვლენას ან ინიციატივასშეიძლება დავუკავშიროთ. XIX-XX საუკუნეების ქართულ პოლიტიკურ,საზოგადოებრივ ცხოვრებაშიის მართლაც ეპოქალური მოვლენა გახლდათ. მისი მოღვაწეობა ისეთივე დღეგრძელი (19-ე საუკუნის 60-იანი წლებიდან — გარდაცვალებამდე, 1925 წლამდე) და მრავალფეროვანია, როგორც ეს შეიძლება ითქვას სოლომონ დოდაშვილის, დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის,ნიკო ნიკოლაძისშესახებ. საგულისხმოა,რომ ნიკოსთან,მით უფროილიასთან ვარლამს თანამშრომლობის ათწლეულები აკავშირებდა.ვარლამ ჩერქეზიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის30-წლიანიკვლევის შემდეგ დღესაც თამამად ვიმეორებთ:რასაც ილია საკუთარი სამშობლოსთვის, ქართველიერისთვისაკეთებდასაქართველოში, მეფის რუსეთის მიერ ახალგაზრდობიდანვე სამშობლოდანდევნილი ჩერქეზიშვილიიგივესაქმეს ემსახურებოდა საზღვარგარეთ.
გოჩა ფერაძე
თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი,
თსუ თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის
ინსტიტუტის სამართლის თეორიისა და ისტორიის
განყოფილების ხელმძღვანელი