ყველა სტუდენტს შეუძლია გაეცნოს თსუ-ის სტუდენტთა სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრისთვის მიწოდებულ რამდენიმე აქტიურ ვაკანსიას, რომელსაც უნივერსიტეტის გაზეთი წარმოგიდგენთ:
* * *
ორგანიზაცია კავკასიის მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ქსელი
(მდგრადი კავკასია: http://sd-caucasus.com) აცხადებს საზაფხულო სტაჟირების პროგრამას — Sustainable Caucasus Summer Internship Program 2021, შემდეგ პოზიციებზე:
- სტაჟიორი — აღმასრულებელი თანაშემწე
- სტაჟიორი — კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტი
- სტაჟიორი — ადმინისტრაცია და ფინანსური მენეჯმენტი
სტჟირების პროგრამა მიზნად ისახავს კავკასიის მთიანი რეგიონის მდგრადი განვითარებით დაინტერესებულ და მოტივირებულ მაგისტრანტ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთათვის პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას. სტაჟიორები ჩაერთვებიან ორგანიზაციის პრაქტიკულ აქტივობებში და იმუშავებენ მაღალკვალიფიციურ კადრთან ერთად მრავალფეროვან, მულტიკულტურულ და ინკლუზიურ გარემოში.
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 27/05/2021 — 20/06/2021
სტაჟირების პროგრამის დაწყების თარიღი: 1 ივლისი, 2021 წ; ხანგრძლივობა: 3-6 თვე (1 თვე -
გამოსაცდელი პერიოდი); სამუშაო განაკვეთი: არასრული — კვირაში 20-30 საათი.
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 20 ივნისი, 2021 წ.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი
(ინგლისურ ენაზე) შემდეგ ელ-მისამართზე: vacancy@sd-caucasus.com. სათაურის ველში
მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://sd-caucasus.com
* * *
NGT ჯგუფი (www.ngt.ge) აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის და ინჟინერ-ტექნიკოსის პოზიციებზე.
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 27/05/2021 — 10/06/2021
„ენ ჯი თი ჯგუფი“ წარმოადგენს თოთხმეტწლიანი გამოცდილების მქონე, ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად ტექნოლოგიური სერვისების კომპანიას. ჩვენი დამკვეთები არიან მსხვილი და საშუალო ორგანიზაციები საფინანსო, სახელმწიფო და სამედიცინო სექტორიდან. საქართველოში კომპანია წარმოადგენს 30-მდე საერთაშორისო კლასის ვენდორს, რომლებიც ლიდერები არიან თავიანთ სფეროში. ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ, ცნობისმოყვარე და პრობლემის ამოხსნაზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელსაც სურს რომ შეიძინოს კვალიფიკაცია ტექნოლოგიების სფეროში.
აუცილებელია, რომ გქონდეს:
- დასრულებული საშუალო განათლება
- მართვის მოწმობა: B კატეგორია — მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა
- ინფორმაციის მოძიების, სწავლის უნარი
კარგი იქნება, რომ გქონდეს:
- უმაღლესი ან პროფესიული კოლეჯის განათლება ტექნიკური მიმართულებით
- საბაზისო ელექტროობის და კავშირგაბმულობის საფუძვლების ცოდნა
- ელექტრული სქემების გარჩევის ცოდნა
რას გთავაზობთ?
- პირველ ეტაპზე ანაზღაურებად სტაჟირებას.
- მოხვდები ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ აიტი კომპანიაში.
- იმუშავებ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ძალიან გამოცდილ და წარმატებულ გუნდთან.
- გექნება ზრდის და განვითარების შესაძლებლობა.
მსურველებს გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე:
https://my.hirehive.io/ngt/jobs/79925/it
ან გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მეილზე:
george.mkurnalidze@ngt.ge
* * *
კომპანია Digitron აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის მხარდაჭერის გუნდში
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 27/05/2021 — 07/06/2021
პროგრამა ბალანსი მინი-ERP ტიპის პროგრამული გადაწყვეტილებაა ბიზნესის აღრიცხვისა და მართვისთვის და არის Cloud ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პირველი სააღრიცხვო პროგრამა საქართველოში. ბალანსი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უზრუნველყოფს საოპერაციო და საბუღალტრო აღრიცხვას ერთიან სისტემაში. პროგრამა დაწერილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროგრამული პლატფორმის — 1C-ის ბაზაზე.
ბალანსი შექმნილია საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია BDO-ს ექსპერტიზით.
თუკი თქვენი მიზანია შეიძინოთ ცოდნა საქართველოში მიმდინარე ბიზნეს-პროცესების შესახებ და გსურთ, თანამედროვეობის გამოწვევებს გაუმკალავდეთ ტექნოლოგიების გამოყენებით და განივითაროთ მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ დროის სწორად მართვაში, ბიზნეს ურთიერთობების წარმატებით წარმართვაში და პრობლემის ოპტიმალური გადაწყვეტის მიღებაში, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის არის.
ბალანსის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას.
ადგილმდებარეობა — ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
ვაკანსიის დასახელება — ბიზნეს ანალიტიკოსი — სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის მხარდაჭერის გუნდში
სამუშაო საათები — სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი — პარასკევი, 09:00 – 18:00
ფუნქცია/მოვალეობები
- სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა
- ონლაინ ჩათის მეშვეობით მომხმარებლების საჭიროებების იდენტიფიცირება და პროაქტიულად მხარდაჭერა
- გადაწყვეტის გზების მოფიქრება, საჭიროების შემთხვევაში პროგრამისტებისა და ანალიტიკოსების გუნდთან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა
- გადაწყვეტის გზების ტესტირება პროგრამა ბალანსში
- გადაწყვეტის გზების, ალტერნატივების შეთავაზება მომხმარებლისთვის და საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაციის ჩატარება
- საჭიროების შემთხვევაში მენეჯერთან საკითხის წარდგენა
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის განხრით
- სააღრიცხვო პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მხარდაჭერის კუთხით
- სასურველია CS(Customer support/service)-ში მუშაობის გამოცდილება
- სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის კარგად ცოდნა
- ინგლისური ენისა და რუსული ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
- რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ ბიზნეს ანალიტიკოსი — სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის მხარდაჭერის გუნდში. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 07.06.2021
* * *
IT კომპანია FINA LLC ეჯაილ გუნდში ეძებს Full Stack დეველოპერს ინოვაციური ციფრული სტარტაპ პროდუქტის
შესაქმნელად პროექტ Flingo-ში.
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 25/05/2021 — 25/06/2021
IT კომპანია FINA LLC ეჯაილ გუნდში ეძებს Full Stack დეველოპერს ინოვაციური ციფრული სტარტაპ პროდუქტის შესაქმნელად პროექტ Flingo-ში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- React JS, Typescript ტექნოლოგიებზე მუშაობის გამოცდილება;
- Node JS, SQL ტექნოლოგიებზე მუშაობის გამოცდილება;
გარდა ამისა თქვენ ჩართული იქნებით პროდუქტის ვიზუალის, ბრენდინგისა და ზოგადად პროდუქტის დაგეგვმასა და შექმნაში. ჩვენ გვჯერა რომ ყველას აზრი გუნდში მნიშვნელოვანია.
რას გთავაზობთ:
- მუდმივი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ციფრულ პროდუქტებზე მუშაობის გამოცდილებას;
- მოქნილ გრაფიკს — იმუშავეთ როცა გინდათ :-)
- ლექციებს Design Thinking-სა და Agile Development-ის შესახებ;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ: სააპლიკაციო ფორმა.
* * *
კრედო ბანკის Digital Hub Academy გთავაზობთ Back end/Full stack დეველოპმენტის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 24/05/2021 — 10/06/2021
სტაჟირების განმავლობაში თქვენ გექნებათ საშუალება ჩაერთოთ რეალურ პროექტებში და გაეცნოთ ბანკის შიგნით მიმდინარე პროცესებს.
კურსის დასრულების შემდეგ საუკეთესო სტუდენტებს კრედო ბანკი სთავაზობს გარანტირებულ დასაქმებას.
რას გთავაზობთ?
დეველოპმენტში, შემდეგ ტექნოლოგიებთან მუშაობის მსუყე გამოცდილებას;
- ASP.NET,
- C#
- JavaScript,
- Web API,
- MS SQL Server,
- CSS
- HTML
- მენტორობას გაგიწევენ კრედო ბანკის გამოცდილი დეველოპერები;
- წარმატებული სტაჟირების შემდეგ დასაქმების შესაძლებლობა;
რას ვითხოვთ თქვენგან?
საინფორმაციო ტექნოლოგიების, პროგრამირების, კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით განათლებას და ამავე მიმართულებით განვითარების დიდ სურვილს;
სტაჟირების პირობები:
- ხანგრძლიოვობა 6 თვე;
- ანაზღაურება 500 ლარი ნეტ;
- სასწავლო განრიგი — მოქნილი სწავლასთან შეთავსებით;
- სასწავლო ადგილი — Digital Hub Academy — თაბუკაშვილის 27 (ოპერის უკან) ან/და დისტანციურად;
მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
I ეტაპი — ტესტირება
II ეტაპი — გასაუბრება
შერჩევის შემთხვევაში სასწავლო კურსი მაქსიმალურად იქნება მორგებული თქვენთვის სასურველ განრიგს.
გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: cv@credo.ge ;
სათაურის ველში მიუთითეთ „Digital Hub Academy-Internship“.
CV-ების მიღების ბოლო ვადაა 10 ივნისი