დიანა ჩირგაძემ ბევრი პროფესიის ძიებისა და საკუთარ თავთან დილემური ბრძოლის შემდეგ გადაწყვიტა განსხვავებულ სამყაროში შებიჯება და, როგორც თავად ამბობს, აირჩია ჟურნალისტიკა. დღეს დიანა თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკუტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტია. ამჯერად ის თსუ-ის პუბლიციტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრის სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო და სურს პრაქტიკული კურსის გავლა ჟურნალისტური საქმიანობის სწორად წარმართვის მიზნით. დიანა აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რაც ახალი თაობის ჟურნალისტებს დრომ და არსებულმა გარემოებამ დააკისრათ. „ის, რომ დღეს მედიას განიხილავენ, როგორც მტერს და პროვოკატორს, სწორედ იმ მედია გარემოს დამსახურებაა, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში. ძალიან ბევრი რამეა შესაცვლელი, თუ გვინდა, რომ მედიამ ხალხის ნდობა დაიბრუნოს. აუდიტორიის გარეშე კი მედიას აზრი არ აქვს. პლურალისტური, მაგრამ, ამავე დროს, სამართლიანი უნდა იყოს მედია, პოლიტიკური ანგაჟირებისგან დაცლილი, რაც დღეს იშვიათობაა. ჩვენ უნდა ვეცადოთ — ჩვენი წვლილი შევიტანოთ ნამდვილი ჟურნალისტიკის „კეთებაში“, — ამბობს დიანა.
დიანა ჩირგაძისთვის წარუმატებლობა მარცხია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანი დიდ შრომას ჩადებს საქმეში, რასაც ცხოვრებას მიუძღვნის და საბოლოოდ არ გაუმართლებს. თუმცა ასეთი პერსპექტივის დანახვა საკუთარი ცხოვრების გზაზე მას არ სურს და იმედით უყურებს მომავალს.