თამარ დადიანი
საქართველოში აკრედიტირებული სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ნევროლოგიით და ნეიროქირურგიით, შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ დენდის ოლიმპიადაში, რომელიც 15 მაისს გაიმართება.
The Walter E. Dandy Neurosurgical Club Georgia (უოლტერ ე. დენდის ნეიროქირურგიის კლუბი საქართველო ) არის Dandy Society-ის ოფიციალური ფილიალი, რომელიც სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს შეხვდნენ მსოფლიოში ცნობილ ნეიროქირურგებს, გაიზიარონ მათი ცოდნა, გამოცდილება და დაამყარონ უწყვეტი კავშირები.
ოლიმპიადაში მონაწილეთა რეგისტრაცია გაგრძელდება 1 მაისამდე https://forms.gle/o3nqEvGYEuiyPHMB9
დენდის ოლიმპიადის გამარჯვებულს ეძლევა უნიკალური შანსი გაემგზავროს ნეიროქირურგიის რიგით მეორე სტუდენტურ მსოფლიო კონგრესზე, რომელიც 22-24 სექტემბერს ესპანეთის ქალაქ გრანდაში გაიმართება.
რიგით მეორე სტუდენტურ ნეიროქირურგიის კონგრესს წელს უკვე ესპანეთის ქალაქი გრანადა უმასპინძლებს.
კონგრესის მონაწილე სტუდენტებს 3 დაუვიწყარი დღე ელოდებათ. ამ ხნის განმავლობაში ისინი შეხდვდებიან მსოფლიოს წამყვან ნეიროქირურგებსა და ექსპერტებს და მათგან მოისმინენ ლექციებს ნეიროქირურგიისა თუ სხვა მიმართულებების შესახებ. ჩაერთვებიან პლენარულ სესიებსა და დისკუსიებში, სადაც გამოჩენილ მეცნიერებთან ერთად იმსჯელებენ მედიცინაში არსებულ აქტუალურ გამოწვევებზე. გაიცნობენ უამრავ მოტივირებულ სტუდენტს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.