3 640 000 ადამიანმა უყურა თსუ გადაცემა „უნივერსიას" 2021 წლის 1 მარტიდან 2022 წლის 1 მარტამდე პერიოდში რეგიონული ტელევიზიების თვლად 6 TV -ში. გადაცემა „უნივერსია“ გადაიცემა შემდეგი რეგიონული არხების ეთერით: TV25, მეცხრე ტალღა, გურია TV, ოდიში, ეგრისი TV, კოლხეთი 89, არგო, იმერვიზია, რიონი, რიონი 2, დია TV, გურჯაანი TV, AGTV, მარნეული TV, FTV geo, აგროგარემო TV. ამ 16 არხიდან მხოლოდ 6 ტელევიზიის მონიტორინგი და დათვლა ხორციელდება TMI მიერ.
მხოლოდ შეწონილი მონაცემით მთელს საქართველოზე (არ ითვლება სოფლები და მიზნობრივი ზონები) გადაცემის ყურებადობა შეადგენს საშუალოდ 38 000 ადამიანს.
ანგარიში მომზადებულია „ტრი მედია ინტელიჯენსი“-ის მონაცემებზე დაყრდნობით, TMI არის სატელევიზიო აუდიტორიის მზომი, მსოფლიო იდუსტრიის ლიდეტ კომპანია კანტარ მედიას ექსკლუზიური ლიცენზიანტი საქართველოში. ბმული — https://www.tmi.ge
გადაცემა „უნივერსიას" ამზადებს თსუ პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი.