შურთხია ბეროშვილი
სიახლე გვაქვს ანტიკური ხელოვნებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის და მეცნიერებისთვის: ახლახან გამოიცა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორის ნინო სილაგაძის ნაშრომი — „ანტიკური ხანის ხელოვნება: ძველი საბერძნეთი“, რომელიც წარმოადგენს ძველი ბერძნული ხელოვნების განვითარების ეტაპობრივ მიმოხილვას და მატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლების ანალიზს. ნაშრომი, სადაც მთლიანობაშია განხილული ძველი ბერძნული და ანტიკური ხანის საქართველოს ხელოვნების სხვადასხვა ასპექტი, ქართულ ენაზე პირველად ქვეყნდება.
ნაშრომი დაფუძნებულია ავტორის მიერ შემუშავებულ სალექციო კურსზე, რომელიც თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაზე იკითხება.
წიგნში საინტერესოდ არის აღწერილი ძველი ბერძნული ხელოვნების ეპოქალური სტილის დახასიათება, მისი ნიმუშების მხატვრულ-სტილური ანალიზი, მათი შიანაარსობრივი თუ ფორმალური ინტერპრეტაცია. ავტორი მიმოიხილავს, ასევე ცალკეული ძეგლების ისტორიას, მათ რეკონსტრუქციას, ატრიბუციისა და დათარიღების საკითხებს. მასში გაანალიზებულია აგრეთვე უძველესი ქართული სახელმწიფოების — კოლხეთისა და იბერიის — კულტურული კავშირები ბერძნულ ცივილიზაციასთან.
წიგნი ილუსტრირებულია მრავალფეროვანი ფოტომასალით.
ნინო სილაგაძის ნაშრომი — „ანტიკური ხანის ხელოვნება: ძველი საბერძნეთი“ — განკუთვნილია ისტორიის, არქეოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის, კულტურულოგიის და სხვა მომიჯნავე დისციპლინების სპეციალისტებისა და სტუდენტებისათვის.
ნაშრომი ხელმისაწვდომია როგორც თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, ასევე ხელვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში და ელექტრონული სახით:
https://independent.academia.edu/NinoSilagadze?from-navbar=true