თსუ-ის ფილოსოფიის ინსტიტუტის ანთიმოზ ივერიელის ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის პროექტმა სახელწოდებით — „ანთიმოზ ივერიელი -ევროპული სააზროვნო სივრცის ნაწილი“ (# FR-19-7625) — შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2019 წელს გამოცხადებულ ფუნდამენტურ საგრანტო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა, რის შედეგადაც 2021 წლის შემოდგომაზე განხორციელდა ქართველ მეცნიერთა პროექტით დაგეგმილი ვიზიტი რუმინეთში.
პროექტის ხელმძღვანელის, თსუ -ის ფილოსოფიის ინსტიტუტის ანთიმოზ ივერიელის ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის ანასტასია ზაქარიაძის ინფორმაციით, სამეცნიერო მივლინებაში მის გარდა ჩართულნი იყვნენ პროექტის წევრები: თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი ირაკლი ბრაჭული.
პროექტის მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ ანთიმის სახელობის სამონასტრო კომპლექსის სააქტო დარბაზში გამართულ სამდღიანი სამეცნიერო კონფერენციის — „ანთიმოზ ივერიელი — სულიერი, კულტურულ-საგანმანათლებლო და მხატვრული აქტივობის კომპლექსური მანიფესტაცია“ — მუშაობაში. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ „წმ. ანთიმოზ ივერიელის“ კულტურული ფონდი და ასევე მედიევისტიკისა და ადრე მოდერნის შესწავლის ცენტრი — „ანთიმოზ ივერიელი“. ნაყოფიერი საკონფერენციო დღეების მანძილზე დელეგაციის წევრები შეხვდნენ არაერთ მეცნიერს, რომელიც ანთიმის და მისი ეპოქის პრობლემებს იკვლევენ. მათ შორის პროფ. იოანე ლაზარს, რომელიც ანთიმის შესახებ კვლევის ავტორია. მან ქართველ სტუმრებს გადასცა წიგნები, მათ შორის, საკუთარი მონოგრაფია — „ანთიმოზ ივერიელი — ქრისტიანობის მქადაგებელი“. კონფერენციის ორგანიზატორებმა შესთავაზეს ქართველ მეცნიერებს პუბლიკაციების მომზადება ანთიმოზ ივერიელისადმი მიძღვნილ ჟურნალში დასაბეჭდად.
მომდევნო დღეებში ქართველმა მკვლევრებმა იმუშავეს მონატრების — ტრაიანი, ოზერო, გოვორა, ტულჩეა, ბისტრიცა, რიმნიკუ-ვალჩეა, ფედელეშოიუ და სხვ. ბიბლიოთეკებსა და მუზეუმებში. მოიპოვეს მდიდარი მასალა ანთიმის პერიოდის არტეფაქტების, სამუზემო ექსპონატების, მონოგრაფიების და ხელნაწერთა სახით. ყველა მასალა ფოტოებზეა წარმოდგენილი. ანასტასია ზაქარიაძის თქმით, ბუქარესტში გატარებული დრო ძალიან ნაყოფიერი გამოდგა მომავალი გეგმებისა და სამეცნიერო კვლევების მიმათულებით.
„2014 წლიდან დაწყებული საქმე — ანთიმოზ ივერიელის მდიდარი შემოქმედების სისტემური შესწავლა ახალი პროექტის ფარგლებში გაგრძელდა. რუმინეთში მივლინების ყოველი დღე გაწერილი იყო ჩვენი სტუმრების: რიმნიკუს ეპარქიის ეპისკოპოსის, თეოლოგიის დოქტორის ვენიამინის მიერ და ბუქარესტის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანის, პროექტის კონსულტანტის პროფ. ვიორელ ვიზურეანუს მიერ. პროექტის მონაწილეები გაემგზავრნენ რიმნიკუს რეგიონში. მიიჩნევა, რომ რეგიონის მთავარი ქალაქი რიმნიკუ ვალჩეა და, ზოგადად, მთელი ეს რეგიონი ანთიმის პატრონტაჟის ქვეშაა. შესაბამისად, მისი ხსენების დღეს — ანთიმოზობას, 27 სექტემბერს, აღინიშნება ქალაქის დღეც, იმართება ანთიმისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება — სამეცნიერო კონფერენციები, საზეიმო ლიტურგიები, გამოფენები, საზეიმო კონცერტები და სხვ. ჩასვლისთანავე ქართული დელეგაცია შეუდგა მუშაობას. მათ მოინახულეს კოზიას მამათა სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ანთიმის ეპისკოპოსობის პერიოდში დასრულდა. ამ კომპლექსში არსებული კარის ეკლესიის კედელზე შენარჩუნებულია ანთიმის სიცოცხლეში შესრულებული ფრესკა. გაეცნენ ბიბლიოთეკაში არსებულ წიგნად ფონდს და ხელნაწერებს/ასლებს. მუზეუმში დაცულ არტე ფაქტებს“, — ამბობს ანასტასია ზაქარიაძე.
პროექტის მონაწილეები ასევე აქტიურად ჩაერთვნენ ანთიმის სახელობის სამონასტრო კომპლექსის სააქტო დარბაზში გამართულ სამდღიანი სამეცნიერო კონფერენციის — „ანთიმოზ ივერიელი-სულიერი, კულტურულ-საგანმანათლებლო და მხატვრული აქტივობის კომპლექსური მანიფესტაცია“ — მუშაობაში. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ „წმ. ანთიმოზ ივერიელის“ კულტურული ფონდი და ასევე მედიევისტიკისა და ადრე მოდერნის შესწავლის ცენტრი — „ანთიმოზ ივერიელი“. ნაყოფიერი საკონფერენციო დღეების მანძილზე დელეგაციის წევრები შეხვდნენ არაერთ მეცნიერს, რომელიც ანთიმის და მისი ეპოქის პრობლემებს იკვლევენ. მათ შორის პროფ. იოანე ლაზარს, რომელიც ანთიმის შესახებ კვლევის ავტორია. მან ქართველ სტუმრებს გადასცა წიგნები, მათ შორის, საკუთარი მონოგრაფია — „ანთიმოზ ივერიელი — ქრისტიანობის მქადაგებელი“. კონფერენციის ორგანიზატორებმა შესთავაზეს ქართველ მეცნიერებს პუბლიკაციების მომზადება ანთიმოზ ივერიელისადმი მიძღვნილ ჟურნალში დასაბეჭდად. საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მამა ალექსიმ ისაუბრა პროექტის შესახებ და დელეგაციის მიზნების შესახებ.
მომდევნო დღეებში ქართველმა მკვლევრებმა იმუშავეს მონატრების — ტრაიანი, ოზერო, გოვორა, ტულჩეა, ბისტრიცა, რიმნიკუ-ვალჩეა, ფედელეშოიუ და სხვ. ბიბლიოთეკებსა და მუზეუმებში. მოიპოვეს მდიდარი მასალა ანთიმის პერიოდის არტეფაქტების, სამუზემო ექსპონატების, მონოგრაფიების და ხელნაწერთა სახით. ყველა მასალა ფოტოებზეა წარმოდგენილი. მივლინებაში ნაყიდი და საჩუქრად მიღებული წიგნები გადაეცემა ანთიმის კუთხეს, ელექტრონული მასალა კი გადაეცემა ასატვირთად ანთიმის ბიბლიოთეკას.
ანასტასია ზაქარიაძის თქმით, ბუქარესტში გატარებული დრო ასევე ძალიან ნაყოფიერი გამოდგა მომავალი გეგმებისა და სამეცნიერო კვლევების მიმათულებით. ერთის მხრივ თეოლოგებთან, მეორეს მხრივ, ფილოსოფოსებთან შეხვედრებმა მდიდარი მასალა მოაპოვებინა ქართველ მეცნიერებს. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო რუმინეთის საპატრიარქოს სინოდის ბიბლიოთეკაში გატარებულ დრო და მისი ხელმძღვანელის, თეოლოგიის დოქტორ პოლიკარპე ჩიტულესკუს მიერ მოწყობილი უძველესი გამოცემების გამოფენაზე გამოტანილი მდიდარი მასალების გაცნობა, აქვე გაიმართა ანთიმის მკვლევარ მიქაელ სტანჩიუსთან შეხვედრა, ასევე ფილოსოფიის ფაკულტეტზე გაიმართა შეხვედრები ფაკულტეტის პროფესორებთან, პროექტის უცხოელ კონსულტანტთან პროფესორ ვიზერუანუსთან, დელეგაციამ იმუშავა ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში, გაეცნო ახალ პუბლიკაციებს, დაისახა მომავლის საინტერესო გეგმები. კოლაბორაცია გაგრძელდება საერთაშორისო კონფერენციის, ერთობლივი პუბლიკაციების, სტუდენტთა გაცვლისა და ორმაგი ხარისხის მქონე სასწავლო პროგრამების მიმართულებით“.