თამარ დადიანი
საქართველოს სახელმწიფო მართვისა და პოლიტიკის ახალგაზრდული სამიტი 2022 გაიმართება 16-17 და 18 აპრილს, რომლის ორგანიზატორია საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტი.
პროექტი აერთიანებს მოტივირებულ ახალგაზრდებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და აძლევს მათ შანსს: იმუშავონ საქართველოში მიმდინარე ყველაზე აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე; განივითარონ კრიტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევები; ისწავლონ და პრაქტიკაში დანერგონ გუნდური მუშაობის პრინციპები; გაიღრმავონ ლიდერული უნარ-ჩვევები, დაეუფლონ საჯარო გამოსვლების, დებატებისა და მოლაპარაკებების ხელოვნებას, თავადვე გახდნენ საჯარო გამომსვლელები; გაეცნონ სახელმწიფო ორგანოების მუშაობის პრინციპებსა და სპეციფიკებს და სხვა.
სამიტის დელეგატები მათი ინტერესის მიხედვით გადანაწილდებიან შემდეგ სამუშაო ჯგუფებში: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; საქართველოს პარლამენტი; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
სამიტის დასრულების შემდეგ თითოეული დელეგატი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს, ხოლო გამარჯვებულები შესაბამის პრიზებს.
დელეგატის (მონაწილის) სარეგისტრაციო ფორმაა : https://bit.ly/3FSrrUw