თამარ დადიანი
„თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) საბაკალავრო პროგრამის პოპულარობა აბიტურიენტებს შორის კიდევ უფრო გაიზარდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო რანჟირებული ქულების მიხედვით, ISET-ი უკვე მეორე წელია პირველ ადგილზეა ბიზნესის, ეკონომიკისა და მსგავს სასწავლო პრორგამებს შორის. პირველკურსელთა 99%-მა მოიპოვა სახელმწიფო დაფინანსება, ხოლო 94%-ს მოპოვებული აქვს 70% ან 100%-იანი გრანტი.
ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამას უკვე ჰყავს კურსდამთავრებულთა პირველი გამოშვება. სწავლა დაასრულა 30 სტუდენტმა, აქედან 11-მა წარჩინებით.
საერთაშორისო პარტნიორობის კუთხით ISET-მა რამოდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრლება დადო: ბერლინის ფრი უნივერსიტეტთან (Freie Universsity Berlin) სტუდენტთა გაცვლის თაობაზე; ბრემენის უნივერსიტეტთან (University of Bremen) კი სრულიად უნიკალური ხელშეკრულება სტუდენტთა გაცვლის თაობაზე ხარისხის მოპოვების მიზნით. ამ ხელშეკრულების თანახმად, ყოველწლიურად, ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის 5 სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა ბოლო აკადემიური წელი გაიაროს ბრემენის უნივერსიტეტში, რის შემდეგაც სტუდენტები ორი უნივერსიტეტის — თსუ ISET-ისა და ბრემენის უნივერსიტეტის დიპლომებს მიიღებენ. სექტემბერში ISET-მა უკვე გააგზავნა 3 სტუდენტი ბრემენის უნივერსიტეტში, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამა წარმატებით ხორციელდება“, — აღნიშნა ISET-ის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ზურაბ აბრამიშვილმა.