ნატო ობოლაძე
დაახლოებით სამი წლის ანზორ მეგრელიშვილმა და გიგა გლუნჩაძემ „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება“ დააფუძნეს. იდეა პროექტის — „გაიცანი მსოფლიო და განავითარე შენი რაიონი“ — განხორციელებისას დაიბადა, რომელიც 2016 წელს დაიწყო, ახლაც გრძელდება და მასში საქართველოს მასშტაბით 30 000-მდე ახალგაზრდა არის ჩართული. „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ მთავარი მიზანი თანამედროვე მიდგომებითა და კომპლექსური პროგრამებით ახალი თაობის ლიდერების წარმოჩენა და მათი განვითარებაა. ამისათვის ორგანიზაციის დამფუძნებლებმა არაფორმალური განათლების ხელშეწყობა დაიწყეს და დამატებით რამდენიმე პროექტი წამოიწყეს, მათ შორის „საქართველოს სტუდენტური პარლამენტი“ და "I see you — გაიცანი მსოფლიო და განავითარე შენი რაიონი/ქალაქი". პროექტებში მონაწილე სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების რაოდენობამ უკვე რამდენიმე ათას გადააჭარბა.
სტუდენტური პარლამენტის დაფუძნების იდეა ერთ-ერთი პროექტიდან გამომდინარე დაიბადა. პროექტში „გაიცანი მსოფლიო და განავითარე შენი რაიონი“, რომელიც 2016 წლიდან საქართველოს 73 მუნიციპალიტეტში ხორციელდება, ქვეყნის 30 000-მდე ახალგაზრდა არის ჩართული და წელიწადში ორჯერ სხვადასხვა პროექტში მონაწილეობს. პროექტი სახელმწიფოებრივი აზროვნების პოპულარიზაციას ითვალისწინებს. ახალგაზრდები სხვადასხვა თემატიკაზე (სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ეკონომიკისა თუ საქალაქო სერვისების განვითარება) პროექტებს წერენ და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების წინაშე პრეზენტაციას აკეთებენ. „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ დამფუძნებელი ანზორ მეგრელიშვილი ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში ათასობით სტუდენტს აქვს საშუალება — პირველივე კურსიდან გაეცნონ და ითანამშრომლონ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან.
პროექტში რეგისტრირებული არიან საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებიც საქართველოს პარლამენტთან ერთად მუშაობენ შემდეგი მიმართულებებით: 1) საპარლამენტო კომიტეტის სხდომებზე დასწრება; 2) კომიტეტის თავმჯდომარესთან და მის მოადგილეებთან შეხვედრა; 3) კომიტეტში შემავალ დეპუტატებთან შეხვედრა; 4) საქართველოს პარლამენტარებთან შეხვედრა; 5) დეპუტატის აპარატის წევრებთან შეხვედრა და მუშაობა შემდეგ საკითხებზე: ა) საკანონმდებლო ტექნიკა. ბ) საპარლამენტო საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ტიპის შეხვედრები. გ) არაფორმალური ლექციები აპარატის თავმჯდომარესთან და წევრებთან; 6) სტუდენტური პარლამენტის ინიციატივების შეთავაზება საქართველოს პარლამენტს; 7) კომიტეტის შესაბამისად ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან საერთო კოორდინაციით; 8) თეორიული მასტერკლასები და მეცადინეობები სტუდენტური პარლამენტის ხელმძღვანელებთან და მოწვეულ სპეციალისტებთან; 9) არაფორმალური ლექციები სხვადასხვა დარგის წამყვან სპეციალისტებთან (როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუმრებთან ერთად); 10) სტუდენტური პარლამენტის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ფრაქციებთან; 11) კომიტეტური შეკრებები და ბრეინშტორმინგები, მზადება ინიციატივების საქართველოს პარლამენტში წარსადგენად; 12) საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფებთან შეხვედრები; 13) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი და დროებითი კომისიების სამუშაო პროცესში ჩართვა; 14) ექსკურსია საქართველოს პარლამენტში და საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სამინისტროებში, ასევე საქართველოს მუნიციპალიტეტების საჯარო სამსახურებში, საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში; 15) ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიური ჩართულობა.
სტუდენტურ პარლამენტში, როგორც საქართველოს პარლამენტში, ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ, ჩაერთონ თხუთმეტივე კომიტეტის საქმიანობაში. ამ ეტაპე საქართველოს სტუდენტურ პარლამენტში ოფიციალურად ირიცხება 14 000-ზე მეტი სტუდენტი, რომლებიც განაწილებულნი არიან 16 ადმინისტრაციაში. თითოეულ ადმინისტრაციას საქართველოს პარლამენტის ანალოგიური სტრუქტურა აქვს: 16 კომიტეტი — კომიტეტის თავმჯდომარე, მოადგილეები და წევრები. საქართველოს სტუდენტური პარლამენტი ყოველი სეზონის ბოლოს მასპინძლობს დასკვნით კონფერენციებს: „კონფერენციაპროფკავშირების სასახლეში“, 2000-მდე სტუდენტი (10.06.2019); „კონფერენცია სპორტის ახალ სასახლეში“, 4000-მდე სტუდენტი (23.12.2019).