ჩეჩნური იბერიულ-კავკასიური ენათა ოჯახის ნახური (ჩეჩნურ-ინგუშურ-წოვა-თუშური) ჯგუფის ენაა.
ნაშრომში მოცემულია ჩეჩნური ენის სტრუქტურის - ფონეტიკის, მორფოლოგიის, ძირითადი სინტაქსური მოვლენების - ანალიზი. ნაშრომს ერთვის მოკლე ჩეჩნურ-ქართული ლექსიკონი და ქართულ-ჩეჩნური საძიებელი.
წიგნი განკუთვნილია ივ. ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებთა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის სტუდენტებისათვის.
წიგნი, აგრეთვე, მნიშნელოვან დახმარებას გაუწევს ჩეჩნური ენით დაინტერესებულ მკითხველს.