„რომის ისტორია“ გამოდის ორ ტომად. წინამდებარე I ტომში განხილულია რომის ისტორია ლეგენდარული პერიოდიდან ძვ. წ. I საუკუნის 60-იან წლებამდე. ნაშრომი ეფუძნება ანტიკური ხანის ავტორებისა და ახალი პერიოდის სამეცნიერო ლიტერატურას. ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ნაჩვენებია ეტრუსკებისა და მეფეთა ხანის როლი.
წიგნი, ძირითადად, მოიცავს რესპუბლიკურ ხანას - ნაჩვენებია ის კანონზომიერება, რომელმაც განაპირობა რომის მსოფლიო სახელმწიფოს შექმნა; განხილულია რომაული დაპყრობების მნიშვნელობა ხმელთაშუა ზღვის აუზისა და დასავლეთ ევროპის ხალხების ისტორიაში.
წიგნი განკუთვნილია ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებისა და ანტიკური ისტორიით დაინტერესებული მკითხველისათვის.