2004 წელს რევოლუციის გზით მოსულმა ხელისუფლებამ საუნივერსიტეტო რეფორმა დაიწყო... დაიწყო და დაამთავრა დედაუნივერსიტეტის მშვიდობიანი ცხოვრება...
ეს არ არის მოგონებათა წიგნი; ეს დედაუნივერსიტეტის ძნელბედონის დროს მოვლენათა მიმდინარეობის პარალელურად გამოქვეყნებულ მასალათა კრებულია... ჩვენი თუ სხვისი...
სამწუხაროდ, XXI საუკუნის დედაუნივერსიტეტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენათა შეფასება არ მომხდარა - არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი... ჩვენ იმედს არ ვკარგავთ... ამ წიგნის გამოქვეყნების ერთ-ერთი მიზანი ესეც არის...
და კიდევ: დე, იცოდეს ისტორიამ!..