ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქცია კრებულს უძღვნის თსუ-ს დამაარსებელ, დიდ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს ივანე ჯავახიშვილს. პუბლიცისტური ნარკვევები, რომლებშიც ამ დიდი პიროვნების მრავალმხრივი მოღვაწეობის ასპექტებია გაშუქებული და გაანალიზებული და რომლებშიც დროისა და მოვლენების ივანე ჯავახიშვილთან ურთიერთმიმართებაა წარმოჩენილი, ვფიქრობთ, დააინტერესებს ჩვენი საზოგადოების ყველა ფენას, განსაკუთრებით კი საქართველოს ისტორიის, უნივერსიტეტის ისტორიის, დიდი ადამიანების ბიოგრაფიების მკვლევრებს, ასევე, სტუდენტებსა და საჯარო სკოლების მაღალი კლასის მოსწავლეებს, რომელთაც უნდა იცოდნენ - ვისი დაარსებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი? ვის სახელს ატარებს იგი? ვინ იყო ივანე ჯავახიშვილი და რატომ იქცა იგი ერის სიმბოლოდ?
ჩვენი ამოცანა - მომავალი თაობებისთვის ერის ღირსეულ შვილთა სახისა და საქმის შემონახვა, მხოლოდ ამ კრებულით არ შემოიფარგლება.