ქრესტომათიის I ნაკვეთში წარმოდგენილია მეოცე საუკუნის პირველ მეოთხედში (1901-1921 წწ.) შექმნილი პუბლიცისტური წერილების ნაწილი, რაც ქართული საზოგადოებრივი აზრის განვითარების საინტერესო პროცესს ასახავს. მათი ერთად თავმოყრით მკითხველი XX საუკუნის ოცწლეულის მეტად მშფოთვარე ქართულ ცხოვრებას გაეცნობა, რომლის პერიპეტიების დიდ ნაწილს ტაბუ ჰქონდა დადებული.
ქრესტომათია განკუთვნილია არა მარტო ჟურნალისტიკით დაინტერესებული მკითხველისათვის, არამედ ქართული ცნობიერების შემსწავლელი ყველა დარგის სპეციალისტისათვის.