წინამდებარე მონოგრაფიული ხასიათის ნაშრომი „მაკამის ჟანრი არაბულ ლიტერტურაში“ წარმოადგენს არაბული ლიტერატურის ერთ-ერთი ძირითადი ჟანრის - მაკამის - ისტორიას წარმოშობიდან (X ს.) დღემდე. განხილულია შუა საუკუნეების ამ მეტად მნიშვნელოვანი მხატვრული პროზაული ფორმის სტრუქტურა, კომპოზიცია, გამოკვეთილია მისი განვითარების კანონზომიერებანი. პირველად სამეცნიერო ლიტერატურაში შესწავლილი და დაგენილია თანამედროვე (XX ს.) მაკამების ფორმა და მათი მიმართება კლასიკურ მაკამებთან.
ნაშრომი განკუთვნილია არაბული ლიტერატურის შემსწავლელი სტუდენტებისთვისა და სხვა დაინტერესებული მკითხველისთვის.