ნაშრომში დაწვრილებითაა განხილული რომაული ცივილაციის (ძვ. წ. VIII-VII სს. - ახ. წ. V სს.) წარმოშობა-განვითარების ეტაპები, თავად რომელთა აზრი საკუთარ ცივილიზაციაზე. წარმოჩენილია სახელმწიფოს, საქალაქო თემების თვითმმართველობის განვითარების ეტაპები (მეფობის ხანა, რესპუბლიკური პერიოდი და იმპერიის ეპოქა), დამწერლობის, იდეოლოგიის (რელიგიური რწმენა-წარმოდგენების სისტემის), კულტურის სხვა შემადგენელი სტრუქტურული ელემენტების ფორმირების საკითხები. ცალკეა მიმოხილული „რომაული ცივილიზაციის“ საფუძვლის, სამხედრო საქმის, ფინანსებისა და მონეტების ფულადი მიმოქცევის საკითხები. დასკვნითი ნაწილი ეძღვნება ახ. წ. I-IV სს. იბერია (ქართლის სამეფო) - რომის ურთიერთობის პრობლემებს.
გამოცემა განკუთვნილია დამხმარე სახელმძღვანელოდ ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.